"სმარტ აკადემიაში პირველი ნაბიჯები გადავდგი ფინანსების მხრივ" - ანა ლაფერიშვილის შთაბეჭდილება
ანა ლაფერიშვილმა სმარტ აკადემიაში ფინანსური მენეჯმენტის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებას გვიზიარებს.
"მთავარი შთაგონება, რის გამოც ამ კურსზე დავრეგისტრირდი, იყო იმის გაცნობიერება, რომ ფინანსური კეთილდღეობისთვის, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი გვაქვს შემოსავალი, არამედ მთავარია, როგორ ვმართავთ ჩვენს ფინანსებს. არასწორი ფინანსური მენეჯმენტის გამო, შესაძლოა ფინანსურად ძლიერი კომპანია გაკოტრდეს, ხოლო შესაბამისი ფინანსური მართვის ქვეშ კი, სტარტაპი იქცეს წარმატებულ კომპანიად."
კურსის განმავლობაში
კურსის გავლის შემდგომ, ჩემთვის უფრო ნათელი გახდა ფინანსებთან დაკავშირებული ოპერაციები. დავინახე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ფულის მომავალი და დღევანდელი ღირებულება, თუნდაც პირადი ფინანსური ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში. სხვადასხვა ფინანსური უწყისის საშუალებით, ახლა უკვე შემიძლია კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასება. ასევე, გასაგები გახდა, რა მექანიზმებით უნდა შევამოწმოთ და დავგეგმოთ ჩვენი ფულის დაბანდების საკითხი, ამა თუ იმ კომპანიასა თუ პროექტში.
პირველ რიგში, განსხვავებულად დავიწყე ფიქრი და ჩამომიყალიბდა განსხვავებული აზროვნება ფულთან დამოკიდებულებაში. ვფიქრობ, განვივითარე უნარები, უკეთესად დავგეგმო პირადი და კომპანიის ფინანსური საკითხები, თუმცა რადგან ეს კურსი ჩემთვის პირველი იყო, კიდევ ძალიან ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი.
ლექტორის შესახებ
მიუხედავად მოკლევადიანი ურთიერთობისა, ცალსახად შემიძლია, ბატონი დავით ხაჩიძე დავახასიათო როგორც პროფესიონალი, რომელსაც კარგად გამოსდის ინფორმაციის მსმენელამდე მიწოდება და ინტერაქციული საუბრები. ამ ყველაფერს კი გადამწყვეტი როლი აქვს ახალი საკითხის დაუფლებაში.
ლექციების განმავლობაში, ის ცდილობდა, მაქსიმალურად გასაგები ყოფილიყო თემა და რაც მთავარია, არასდროს ზარდებოდა საკითხების გამეორებას.
იმის გამო, რომ ლექციები დისტანციურად ტარდებოდა, ბატონ დავითს პირადად არ შევხვედრივარ, თუმცა იმედი მაქვს, რომ აუცილებლად გავიცნობ.
კურსის დასრულების შემდეგ
კურსის გავლის შემდეგ ვაპირებ ბიზნესის კუთხით განვითარებას, ფინანსების მართვა კი უპირველესია საქმიანობის სწორად წარმართვისათვის.
პროფესია - ფინანსური მენეჯერი
როგორც ამერიკელი ბიზნესმენი და მსოფლიო ბესტსელერის ავტორი ბიზნესის საკითხში, რობერტ კიოსაკი იტყოდა - ჩვენ არ უნდა ვიმუშაოთ ფულისთვის, არამედ ფულმა უნდა იმუშაოს ჩვენთვის. ამ იდეის განსახორციელებლად, ჩემი აზრით, პირველ რიგში, გვჭირდება ვიყოთ კარგი ფინანსური მენეჯერები, ასევე ვიცოდეთ სწორად გარისკვა და რაც მთავარია, გვქონდეს ცოტა იღბალი.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემიაში პირველი ნაბიჯები გადავდგი ფინანსების მხრივ და ვიმედოვნებ, იქნება შემდეგი ნაბიჯებიც. სმარტ აკადემიას ვუსურვებ წარმატებებს, რამეთუ დიდ როლს ასრულებს დამწყებთათვის, დაეუფლონ ახალ პროფესიებს. რაც შეეხება ლექციების საორგანიზაციო და მენეჯმენტურ საკითხებს, აკადემია ამ მხრივ გამორჩეულია.
სმარტ აკადემია და ეს კურსი, ვფიქრობ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩემს კარიერულ წინსვლაზე, რადგან მჯერა, რომ წარმატების მისაღწევად პროფესიონალიზმი არ არის საკმარისი, თუ არ გაქვს ფინანსური განათლება.
დარეგისტრირდი ფინანსური მენეჯმენტის კურსზე აქ.