მთავარიბლოგიNFT კოლექციის გმირები, რომელთაც მსოფლიო გადაარჩინეს - გაიგე Dummy Mummy-ის შესახებ

NFT კოლექციის გმირები, რომელთაც მსოფლიო გადაარჩინეს - გაიგე Dummy Mummy-ის შესახებ

დღესდღეობით, ძნელად თუ მოიძებნება ციფრულ სამყაროზე შეყვარებულ ადამიანი, რომელსაც NFT-ის მიმართ, თუნდაც მცირე ინტერესი არ გააჩნია. თუ ზემოხსენებულ ადამიანთა რიგებს არ მიეკუთვნები, შენთვის საინტერესო იქნება გაეცნო NFT კოლექციას - “DummyMummynft”, რომელიც ეფექტური ვიზუალისა და შთამბეჭდავი ისტორიის შესანიშნავ სინთეზს წარმოადგენს.

“Dummy Mummy” არის პროფესიონალების მიერ შექმნილი ახალი და პერსპექტიული NFT პროექტი, რომელსაც საფუძვლად “In real life Utility” უდევს.

“Dummy Mummy”-ის NFT კოლექცია 5000 ნამუშევრისგან შედგება, რომელთა გმირებიც მუმიები არიან, რომელთაც ერთმანეთისაგან არა მხოლოდ გარეგნობა, არამედ ინდივიდუალური ისტორიაც განასხვავებთ.

გსურს გაიგო რა ამბავი უდევს საფუძვლად NFT კოლექციას, რატომ არიან მისი მთავარი მოქმედი გმირები მუმიები და როგორ შეძლეს მათ მსოფლიოს გადარჩენა? ამ ყველაფერს “Dummy Mummy”-ის ლეგენდის მეშვეობით შეიტყობ.

                                                       როგორ გადაარჩინეს მსოფლიო მუმიებმა

ოდესღაც, სამყაროში ცხოვრობდა პატარა ბიჭი - ნათელი გონებით, მზრუნველი გულითა და ლამაზი სულით. სავსე სიყვარულითა და სიკეთით. შეიძლება მისი სახელი მკითხოთ, მაგრამ დამიჯერეთ, ამ შემთხვევაში, სახელს მნიშვნელობა არ აქვს…
ბიჭი 12 წლის იყო, როდესაც ჩვენი ამბავი დაიწყო. ამ დროს მსოფლიოში უხილავი მტერი გაჩნდა. ის გარშემო ყველას ერჩოდა - მეცნიერებმა მას კორონავირუსი უწოდეს, მაგრამ რა იყო სინამდვილეში, მხოლოდ ღმერთმა უწყის.
მილიონობით ადამიანი იღუპებოდა, მათ შორის ბავშვები, ახალგაზრდები თუ მოხუცები. ცა სავსე იყო ნაცრისფერი ღრუბლებით. აღარავინ იღიმოდა. ბიჭი მთელი დღე ფიქრობდა, როგორ დახმარებოდა ხალხს და გამოსავალს ვერ პოულობდა. ხალხი ვირუსთან იბრძოდა…
თითქოს ეს საკმარისი არ იყო, მოგვიანებით ომი დაიწყო... ომი, რომელიც მზეს ნელ-ნელა ანადგურებდა. 
ჩვენმა კეთილი გონების მქონე, გონებამახვილმა ბიჭმა, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ აუცილებლად იპოვიდა რაიმე გამოსავალს! მას სჯეროდა საკუთარი თავისა და სასწაულების, რომელიც ამ ყველაფრის განსახორციელებლად იყო საჭირო. “სასწაულები იმიტომ აღარ ხდება, რომ ადამიანებს აღარ სჯერათ მათი” - ფიქრობდა ის.
ერთ ჩვეულებრივ ღამეს, დასაძინებლად წასულს, უმალვე ჩაეძინა. სწორედ აქ დაიწყო უცნაური სიზმარი. მის წინ ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი ერთი მამაკაცი გამოჩნდა. ბიჭმა ჰკითხა, თუ ვინ იყო ის, რაზეც პასუხად მიიღო, რომ მამაკაცი დიდი ჯადოქარი იყო, რომელიც ცხოვრობდა იმ დროს, როდესაც პირამიდები აშენდა.
-მე ვარ დიდებული ჯადოქარი და ყველა ადამიანის აზრის წაკითხვა შემიძლია. შენ მთხოვდი დასახმარებლად მოსვლას და მე აქ ვარ!
-და როგორ შეგიძლია დახმარება? ჰკითხა ბიჭმა.
-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ იქნება შესასრულებელი, თქვა ჯადოქარმა. 
უეცრად, ბიჭს უცნაური ხმაური შემოესმა და თვალებს არ დაუჯერა - ჯადოქრის გარშემო ათასობით მუმია იყო -  ყოველი მათგანი შეუხედავი, საშიში სახით.
-ასე რომ, განაგრძობდა ჯადოქარი, ეს მუმიები ძალიან შეუხედავები არიან, ხალხს საუკუნეების მანძილზე ეშინოდა მათი, მაგრამ შენ არ იცი თითოეულ მათგანს როგორი მშვენიერი ცხოვრება ჰქონდა დიდი ხნის წინ, როდესაც ცოცხლები იყვნენ. ისინი არ არიან ისეთი საშინელი არსებები, როგორიც ხალხს ჰგონია, ხალხს, ხომ დაეკარგა პოზიტივის აღქმა, თუმცა მე ჯადოქარი ვარ და შემიძლია შეუძლებელი გავხადო შესაძლებელი. შენ უნდა დახატო ახალგაზრდა ბიჭების ლამაზი სახეები და სხეულის ფორმები სხვადასხვა ფერების გამოყენებით. მას შემდეგ, რაც დახატავ სახეებს,  მე შევძლებ გამოვიყენო ჩემი ჯადოსნური ენერგია და ამ მუმიებს შენს მიერ დახატული ლამაზი სახეებით და სხეულებით შევმოსავ. ისინი წავლენ მსოფლიოს ყველა კუთხეში და გაახარებენ ხალხის გულებს და მზეს ყოველთვის გააბრდღვიალებენ, არა მხოლოდ ცაში, არამედ ადამიანების სახეებზე, გულებში და თვალებშიც კი!
-ვაა, რა საოცარია! შესძახა გახარებულმა ბიჭმა.
-დიახ, კეთილო და ჭკვიანო ბიჭო, დედამიწის მომავალი შენს ხელშია - უთხრა ჯადოქარმა ბიჭს და გაუჩინარდა.
როდესაც ბიჭმა გაიღვიძა, დილის 4 საათი იყო, თუმცა მაინც ვერ მოითმინა, სწრაფად აიღო ყველაფერი, რაც საჭირო იყო და სხვადასხვა ფერების დახმარებით მხიარული, ბედნიერი ბიჭების სახეების ხატვა დაიწყო. ჯადოქარმა კი, დაპირებისამებრ, თავის მუმიებს უხმო, ბიჭის ნამუშევრები აიღო და მათ სახეებს მოარგო. მუმიები მხიარულ, ახალგაზრდა ბიჭებად გადაიქცნენ, რომლებიც მრავალფეროვან ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილნი. 
მას შემდეგ, ეს მუმიები ეხმარებიან ადამიანებს და ახდენენ სასწაულებს.
მათ შეუძლიათ პოზიტიური გავლენა მოახდინონ ადამიანების გულსა და გონებაზე. მათი წყალობით, ადამიანები გაიხარებენ და სამყარო მშვიდი იქნება. თუმცა ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში ის არის, რომ ყველა მუმიას საკუთარი საოცარი და ზოგჯერ გიჟური ისტორია გააჩნია, რომლის ცოდნაც ერთ რამედ ღირს!

თუ ისტორიამ დაგაინტერესა, ადევნე თვალი “Dummy Mummy”-ის პროექტს და უფრო ახლოდან გაიცანი თითოეული მუმია, რომელმაც სამყაროს გადარჩენაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

გაწევრიანდი “Dummy Mummy”-ის Facebook-ის ჯგუფში აქ.

გამოიწერე Twitter-ის ანგარიში. 

სხვა სტატიები >>