მთავარიბლოგი"ამ სფეროში უკვე გამაჩნდა გარკვეული ცოდნა, კურსი კი დამეხმარა ამ ცოდნის განმტკიცებასა და გაღრმავებაში" - მარიამ გაფრინდაშვილის შთაბეჭდილება

"ამ სფეროში უკვე გამაჩნდა გარკვეული ცოდნა, კურსი კი დამეხმარა ამ ცოდნის განმტკიცებასა და გაღრმავებაში" - მარიამ გაფრინდაშვილის შთაბეჭდილება

მარიამ გაფრინდაშვილმა სმარტ აკადემიაში “ORACLE SQL - მონაცემთა ბაზების საწყისების” კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

“ჩემი მიზანი პროგრამირების ამ ენაში ცოდნის გაღრმავება იყო.”

კურსის განმავლობაში 

ამ სფეროში უკვე გამაჩნდა გარკვეული ცოდნა, ეს კურსი კი დამეხმარა ამ ცოდნის განმტკიცებასა და გაღრმავებაში. უკეთესად გავიაზრე და ვისწავლე Oracle მონაცემთა ბაზებთან მუშაობის პრინციპები, მათი შექმნა, რედაქტირება, განახლება, ინფორმაციის ფილტრაცია და სხვადასხვა საჭირო მანიპულაცია. 

გავიუმჯობესე უნარები, რომლებიც შეეხება დეტალებისადმი მეტი ყურადღების დათმობას და კონცენტრაციას. ასევე, ვისწავლე ის ძირითადი პრინციპები, რაც, როგორც დავაკვირდი,  პროგრამირების სხვა ენებშიც მეორდება. ეს კი დამეხმარება, ვიყო მეტად პროდუქტიული ამ სფეროში და ვიფიქრო შემდგომ განვითარებაზე.

ლექტორის შესახებ

ბატონი სოსო ბერიძე, ფაქტია, რომ გახლავთ საქმის დიდი პროფესიონალი, რომელსაც თეორიული ცოდნის გარდა, უდიდესი გამოცდილებაც აქვს. პირველივე ლექციის პირველსავე წუთებში, ეს თვალსაჩინო იყო. არ შემიძლია არ აღვნიშნო ინფორმაციის გადმოცემის მისეული უნარი, ისე ახსნას საკითხი, რომ ლექციაზევე ყველაფერი გასაგები იყოს.

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის გავლის შემდეგ გამოიკვეთა სამომავლო პერსპექტივები, თუ სად ვხედავ ამ ცოდნის გამოყენებისა და ასევე, ახალი, პარალელური პროფესიის შეძენის შესაძლებლობას.

პროფესია - პროგრამისტი

SQL პროგრამირებაში მომწონს ის, რომ თითქოს ადვილია, თუმცა აქვს თავისი "მიწისქვეშა დინებები". სინტაქსი ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ ამოცანები შეიძლება იყოს ძალიან რთული. თანაც, ამ ყველაფერს ახლავს დიდი პასუხისმგებლობა, ფაქტობრივად შენს ხელშია კომპანიის/მომხმარებლის ისტორია/ბედი. 

სმარტ აკადემია

მიზანი მიღწეულია - სმარტ აკადემიამ მომცა ინფორმაცია და ცოდნა, რაც მთავარი იარაღია დღეს.  ასევე, უნდა აღვნიშნო, სერვისის მაღალი დონე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი და წარმატებას ვუსურვებ.

დარეგისტრირდი ORACLE SQL-ის კურსზე აქ.

სხვა სტატიები >>