მთავარიბლოგი"გრაფიკული დიზაინერის პროფესია კრეატიული, საინტერესო და მაღალანაზღაურებადია" - ლიკა გოგოლიშვილის შთაბეჭდილება

"გრაფიკული დიზაინერის პროფესია კრეატიული, საინტერესო და მაღალანაზღაურებადია" - ლიკა გოგოლიშვილის შთაბეჭდილება

ლიკა გოგოლიშვილმა სმარტ აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებას გვიზიარებს

"ჩემი მიზანი იყო შემებიჯებინა გრაფიკული დიზაინის სამყაროში და მიმეღო უმაღლესი ხარისხის განათლება, რაშიც სმარტ აკადემიის ყურადღებიანმა გარემომ და საუკეთესო ლექტორმა შემიწყო ხელი.”

კურსის განმავლობაში 

კურსის განმავლობაში ვისწავლე ფაქტობრივად ყველაფერი, რაც მაინტერესებდა. განვივითარე უნარები, რომლებიც წამადგება არა მხოლოდ ამ კონკრეტულ სფეროში, არამედ ცხოვრებისეული თვალსაზრისითაც.

ლექტორის შესახებ 

ალექსანდრე სუკიასოვი ნამდვილად საუკეთესოა. სხვაგანაც მაქვს გავლილი სხვადასხვა კურსი, ყველას პატივს ვცემ, თუმცა ბატონი ალექსანდრე თავისი საქმის პროფესიონალია. ვერ წარმომიდგენია, სადმე სხვაგან უკეთესად ამზადებდნენ ადამიანებს საკუთარი მომავლის განვითარებისთვის.

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის გავლის შემდეგაც არ ვწყვეტ თვითგანვითარების პროცესს და ვემზადები სიახლეებისთვის.

პროფესია - გრაფიკული დიზაინერი 

გრაფიკული დიზაინერის პროფესია კრეატიული, საინტერესო და მაღალანაზღაურებადია. ასევე, ის ჩემთვის თვითგამოხატვის ერთ-ერთი გზაა.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიაზე ის დანამდვილებით ვიცი, რომ სადაც შევძლებ ყველგან რეკომენდაციას გავუწევ იმდენად შემაყვარეს თავი მოკლე დროში.

დარეგისტრირდი  გრაფიკული დიზაინის კურსზე აქ.


სხვა სტატიები >>