მთავარიბლოგი"კურსის გავლის შემდეგ უფრო თამადად განვარგძობ ამ მიმართულებით განვითარებას" - სალომე ესებუას შთაბეჭდილება

"კურსის გავლის შემდეგ უფრო თამადად განვარგძობ ამ მიმართულებით განვითარებას" - სალომე ესებუას შთაბეჭდილება

სალომე ესებუამ სმარტ აკადემიაში HR მენეჯმენტის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

"ჩემი მიზანი იყო საფუძვლიანად გამეგო, რას მოიცავს ეს მიმართულება და დამეწყო გამოცდილების დაგროვება თეორიულ ნაწილში. ვფიქრობდი, რომ ჩემი წარსული გამოცდილების პრაქტიკული გამოყენება, ამ მიმართულებით ყველაზე უკეთ გამომივიდოდა და მინდოდა გამომეცადა, რამდენად სწორი შეხედულებები მქონდა HR-ზე და ასევე საკუთარ თავზე."

კურსის განმავლობაში

კურსის განმავლობაში ვისწავლე არა მხოლოდ ის, რა პროფესიული უნარები სჭირდება HR მენეჯერს, არამედ ისიც, რა პიროვნული უნარების მატარებელი უნდა იყოს ამ პროფესიის წარმომადგენელი. განვივითარე მოსმენის და დავალებების სწრაფად შესრულების უნარი. გავერკვიე რა მიმართულებით მჭირდება კომპეტენციის ან ცოდნის ამაღლება, რომელთა შორის, ერთ-ერთი კომპიუტერული პროგრამებია.

ლექტორის შესახებ 

თამამად და გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ თეორიული ნაწილის ლექტორმა, სალომე ზირაქაძემ, მყარი ფუნდამენტი ჩაუყარა ჩემს ცოდნას HR-ის მიმართულებით. თუმცა, ცხადია მასზე ბევრი გამოცდილების და ცოდნის დაშენებაა საჭირო, რათა პროფესიონალად შედგე. ეს წლების მუშაობისა და ნებისყოფის საქმეა. ასევე, პრაქტიკული კურსის შეხვედრებიც ძალიან დამეხმარა, კონკრეტული დავალებების შესრულებით, უკეთ დამენახა ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები.

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის გავლის შემდეგ უფრო თამადად განვარგძობ ამ მიმართულებით განვითარებას.

პროფესია - HR მენეჯერი

HR მენეჯერის პროფესია ადამიანების დახმარების შესაძლებლობას იძლევა და მასში ყველაზე მეტად სწორედ ეს მომწონს. სხვების დახმარებისთვის კი, ჯერ საკუთარი თავის დახმარება უნდა ისწავლო და ალბათ, ეს ყოველთვის იქნება თვითგანვითარების მამოტივირებელი ფაქტორი. ეს პროფესია მრავალფეროვანი და მრავალმიმართულებიანია, რაც მას მოქნილს ხდის.

სმარტ აკადემია 

სმარტ აკადემიას ძალიან მეგობრული და დახმარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრები ჰყავს. ისინი მოთმინებით პასუხობდნენ ყველა შეკითხვას, თუნდაც მეასედ დასმულს. პროფესიონალი ლექტორები და უშუალობაა სურვილს გიჩენს, ყველა საჭირო კურსი, ამავე აკადემიაში გაიარო.

სმარტ აკადემიაში გავლილმა კურსმა, გაზარდა ჩემი თავდაჯერება, რომ გარდა ჩემი უშუალო პროფესიული საქმიანობისა, მისი მოსაზღვრე სფეროების დაუფლებაც თამამად შემიძლია. მინდა მისი გუნდის თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო.

დარეგისტრირდი HR მენეჯმენტის კურსზე აქ.

 

სხვა სტატიები >>