მთავარიბლოგი"მომწონს მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვება, მათი განზრახვების ამოცნობა და ინსაითები" - თამო მათნაძის შთაბეჭდილება

"მომწონს მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვება, მათი განზრახვების ამოცნობა და ინსაითები" - თამო მათნაძის შთაბეჭდილება

თამო მათნაძემ სმარტ აკადემიაში UI/UX ქოფირაითინგის კურსი დაამთავრა. ის შთაბეჭდილებას გვიზიარებს. 

“ჩემი მიზანი იყო ცვლილება, საკუთარი თავისთვის ახალი გამოწვევის დასახვა და UX ქოფის სწავლა. ვფიქრობ ამ მიზანს მივაღწიე.”

კურსის განმავლობაში

კურსის მიმდინარეობისას ვისწავლე, რომ ოპა... რაღაც ისე არ არის, როგორც კრეატიულ ქოფირაითინგში. UX ქოფი თავიდან ბოლომდე მომხმარებლის გამოცდილებას მოიცავს. თუ ქოფირაითინგი ბიზნესს ემსახურება, UX ქოფირაითინგში უმთავრესი მომხმარებელია. ჩემი მიზანი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მარტივი, გასაგები და ავთენტური ტექსტის შექმნაა.

კურსის განმავლობაში კიდევ უფრო განვივითარე მუდმივად სიახლის ძიებისა და სწავლის უნარი. ჩემი მთავარი ,,იარაღი'' ცნობისმოყვარეობაა. მომწონს და მაინტერესებს რაღაც ახლის მოძებნა, GOOGLE-ში ქექვა, კვლევა და შესწავლა. ეს არის უნარი, რომელიც ვფიქრობ მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩემს წარმატებას შემოქმედებით ინდუსტრიაში.

ლექტორის შესახებ

ქეთი დიასამიძე არის სუპერ ლექტორი, სუპერ ადამიანი და ჩემი მეგობარი, რომლისგანაც მუდამ ვისწავლი ძალიან ბევრს. ქეთიმ ძალიან უშუალო და ამავე დროს პრაგმატული მიდგომით მასწავლა არა მხოლოდ UX ქოფი, როგორც ახალი პროფესია, არამედ როგორ გავუმკლავდე გამოწვევებს, როგორ დავიცვა ზღვარი პრაგმატულ, ტექნიკურ წერასა და კრეატივს შორის. UX ქოფიში ყველა გზა ქეთი დიასამიძემდე მიდის. ვისაც ამ პროფესიის სწავლა სურს, უნდა გაყვეს ამ გზას. 

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის გავლის შემდეგ სულ სხვაგვარად აღვიქვამ ვებგვერდის ტექსტებს, მუდმივად მაქვს იდეები: რას შევცვლიდი, რას დავამატებდი ან მე როგორ დავწერდი. ვფიქრობ მზად ვარ UX ქოფირაითინგში ,,გადავეშვა'', რადგან მსურს ამ პროფესიასთან ვიკვეთებოდე.

პროფესია - UX/UI ქოფირაითერი

UX/UI ქოფირაითერის პროფესიაში, პირველ რიგში, რა თქმა უნდა წერა მხიბლავს - საქმე, რომელიც მიყვარს. ეს არის პროფესია, რომელიც მაძლევს განვითარების შესაძლებლობას. მომწონს მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვება, მათი განზრახვების ამოცნობა და ინსაითები. ვფიქრობ სწორედ ეს დამეხმარება მომხმარებლისთვის უნიკალური UX ტექსტების შექმნაში.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიამ მომცა შესაძლებლობა მესწავლა პროფესია, რომელიც მუდამ მაინტერესებდა. ქართულ ბაზარზე არსად ისე სიღრმისეულად არ ისწავლება UX ქოფირაითინგი, როგორც სმარტ აკადემიაში. ორგანიზებული თიმი/ადმინისტრაცია, სწავლის მაღალი ხარისხი, დასაქმების რეალური შესაძლებლობა, პროფესიონალი ლექტორები და მსუყე სილაბუსები - ეს არის სმარტ აკადემია.

დარეგისტრირდი UX/UI ქოფირაითინგის კურსზე აქ.

სხვა სტატიები >>