მთავარიბლოგიკურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა, როგორც კარიერული წინსვლის გასაღები - სალომე ბუხიაშვილის შთაბეჭდილები

კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა, როგორც კარიერული წინსვლის გასაღები - სალომე ბუხიაშვილის შთაბეჭდილები

სალომე ბუხიაშვილმა სმარტ აკადემიაში ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

"ჩემი მიზანი ციფრულ სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმა და თავის დამკვიდრება იყო. ასევე, პროფესიის ცვლილება და სიახლეებისკენ სწრაფვა."

კურსის განმავლობაში

კურსის მიმდინარეობისას ვისწავლე ციფრული პროდუქტების ტესტირებისთვის საჭირო ყველა ის ინფორმაცია, რომელიც დამეხმარება ამ მიმართულებით პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაში. არსებული კურსის დახმარებით, მივიღე მრავალფეროვანი თეორიული და პრაქტიკული ინფორმაცია. განვივითარე ისეთი უნარი, როგორიცაა, ანალიტიკური აზროვნება. ასევე, გავხდი დეტალებზე უფრო მეტად ორიენტირებული. სწორედ ეს უნარები, რომელიც კურსის განავლობაში შევიძინე, დამეხმარება გავხდე წარმატებული ტესტერი

ლექტორის შესახებ

ვახტანგ მუსხელიშვილზე შემიძლია ვისაუბრო დაუსრულებლად. ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ლექტორია. შეუძლებელია რამე საკითხი ახსნას და ვერ გაიგო. ის მაქსიმალურად ორიენტირებულია იმაზე, რომ კარგად აითვისო ეს პროფესია და ყველანაირად გეხმარება, რომ იყო წარმატებული.

კურსის დასრულების შემდეგ

ვფიქრობ, რომ წინ მელოდება ის გზა, რომელზე დგომაც ასე ძალიან მინდოდა.

პროფესია - ტესტერი 

ეს პროფესია, პირველ რიგში მომწონს იმიტომ, რომ მრავალფეროვანია. არ გაძლევს გაჩერების საშუალებას, მუდმივად გიწევს სიახლეების გაცნობა და ათვისება.

სმარტ აკადემია 

სმარტ აკადემია არის ის ადგილი, სადაც აუცილებლად მოვალ, როცა ჩემთვის საინტერესო კურსის გავლა დამჭირდება. მიხარია, რომ ჩემი მოლოდინები გამართლდა და დამხვდა გუნდი, რომლის თითოეული წევრი მაქსიმალურად გეხმარება და განვითარების მოტივაციას გაძლევს. სმარტ აკადემიაში მიღებული ცოდნა, ეს იქნება გასაღები ჩემს კარიერულ წინსვლაში.

დარეგისტრირდი ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსზე აქ.

სხვა სტატიები >>