მთავარიბლოგი"თითოეულ ლექციას ველოდი როგორც შესაძლებლობას, მესწავლა რაიმე ახალი" - გიორგი გაბისონიას შთაბეჭდილება

"თითოეულ ლექციას ველოდი როგორც შესაძლებლობას, მესწავლა რაიმე ახალი" - გიორგი გაბისონიას შთაბეჭდილება

გიორგი გაბისონიამ სმარტ აკადემიაში  SCRUM FRAMEWORK-ით პროექტების მართვის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებას გვიზიარებს. 

“ჩემი მიზანი იყო პროექტის მართვის Agile მეთოდოლოგიის გაცნობა, პრინციპების და ღირებულებების გააზრება, თუ რა უპირატესობები აქვს ტრადიციულ მეთოდოლოგიასთან შედარებით. ასევე, Scrum-ის მიდგომების პრაქტიკაში დანერგვა და გამოყენება."

კურსის განმავლობაში 

კურსის განმავლობაში ვისწავლე რა არის Agile, რატომ გაჩნდა მისი საჭიროება და რა ღირებულებებს ეფუძნება. მარიამ ბენაშვილმა ძალიან ბევრი მაგალითი მოიყვანა თავისი პირადი გამოცდილებიდან, რითაც დაგვანახა Agile მეთოდოლოგიის პრაქტიკაში გამოყენების უპირატესობები. ასევე, ვისწავლე ისეთი დეტალები, როგორიცაა Scrum-ის გუნდის მონაწილე როლები, ღონისძიებები, არტეფაქტები, მეტრიკები და  ა.შ. კურსი საკმაოდ დაწვრილებით მიმოიხილავდა თითოეულ საკითხს. 

მთავარი უნარი, რაც კურსის განმავლობაში შევიძინე და ახლა უკვე პრაქტიკაშიც ვიყენებ, არის პროდუქტის ბექლოგის სწორი პრიორიტეტიზაცია, დავალებების შეფასების მეთოდები და იმის გააზრება, რომ სპრინტის მიზანია მუშა და გამოყენებადი ინკრემეტის შექმნა. კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა, ასევე მეხმარება სთეიქჰოლდერებთან უფრო ეფექტური კომუნიკაციის წარმართვაში, მათაც რომ დავანახო მუშა ინკრემენტის მნიშვნელობა.

ლექტორის შესახებ 

თითოეულ ლექციას ველოდი როგორც შესაძლებლობას, მესწავლა რაიმე ახალი და ეს პირველ რიგში, მარიამ ბენაშვილის დამსახურებაა. იგი თითქმის ყველა საკითხთან დაკავშირებით გვიზიარებდა როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პირად გამოცდილებას, კურსის შინაარსიდან გამომდინარე. 

მარიამი ასევე გვახალისებდა, რომ აქტიურად ვყოფილიყავით ჩართულები ლექციების მიმდინარეობაში, რაც სწავლის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა.

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის გავლის შემდეგ მიმდინარე IT პროექტებზე მუშაობისას უფრო კონცენტრირებული გავხდი მუშა ინკრემენტის შექმნაზე და აქტიურად ვიყენებ MVP-ს მეთოდოლოგიას. მიღებული ცოდნა მეხმარება პროდუქტის ბექლოგის მოწესრიგებასა და პრიორიტეტიზაციაში, ასევე სთეიქჰოლდერებთან და დეველოპერების გუნდთან ეფექტურ კომუნიკაციაში. 

პროფესია - SCRUM მასტერი

ძალიან საინტერესო პროფესიაა და უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება, რადგან დროთა განმავლობაში, მეტად ცხადი ხდება კომპანიებისთვის Agile მეთოდოლოგიის უპირატესობები. Scrum მასტერი კი საკვანძო როლს ასრულებს, რომ დაეხმაროს კომპანიას Agile-ის ღირებულებების გააზრებასა და გაზიარებაში. მე პირადად ჩემს თავს მომავალში პროდუქტის მფლობელად უფრო ვხედავ ვიდრე სქრამ მასტერად თუმცა პროდუქტის მფლობელის გადმოსახედიდანაც ძალიან სასარგებლო იყო კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება.

სმარტ აკადემია

გარდა იმისა, რაც უკვე ვისაუბრე კურსზე და ლექტორზე, და ეს რა თქმა უნდა სმარტ აკადემიის დამსახურებაა, ასევე აღვნიშნავდი ძალიან ყურადღებიან დამოკიდებულებას გუნდის ფთითოეული წევრისგან. ნებისმიერ დროს მზად არიან გიპასუხონ კითხვაზე, დაგეხმარონ საკითხების გარკვევაში/მოგვარებაში და, რაც მთავარია, იგრძნობა მეგობრული დამოკიდებულება და არა უბრალოდ მოვალეობის მოხდა.

დარეგისტრირდი კურსზე აქ.

სხვა სტატიები >>