მთავარიბლოგი"კურსის მიმდინარეობისას ვისწავლე ადამიანური რესურსების მართვის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კონცეფციები" - ქეთი ელიზბარაშვილის შთაბეჭდილება

"კურსის მიმდინარეობისას ვისწავლე ადამიანური რესურსების მართვის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კონცეფციები" - ქეთი ელიზბარაშვილის შთაბეჭდილება

ქეთი ელიზბარაშვილმა სმარტ აკადემიაში HR მენეჯმენტის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

“ჩემი მიზანი ადამიანური რესურსების მართვის კონცეფციის შესწავლა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება იყო.”

კურსის განმავლობაში

კურსის მიმდინარეობისას ვისწავლე ადამიანური რესურსების მართვის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კონცეფციები. სიღრმისეულად შევისწავლე ამ დარგის თითოეული განშტოების მახასიათებლები, პრობლემის გადაჭრის ხერხები და სწორი მიდგომები იმ საკითხებისადმი, რასაც ეს სფერო მოიცავს.

მომეცა საშუალება, მეტად განმევითარებინა ისეთი კომპეტენციები, როგორიცაა: ხალხთან კომუნიკაცია, ლიდერობა, პრობლემის სწორად აღქმა და ამასთან ერთად, გამომიმუშავდა ახალი კომპეტენციები, რაც დამეხმარება სამომავლო განვითარებაში.

ლექტორის შესახებ

სალომე ზირაქაძე სრულიად იყო ჩართული ლექციების მიმდინარეობაში, რამაც გამიმარტივა რიგი საკითხების შესწავლა. ასევე, კურსის დამთავრების შემდეგ, დღემდე აქვს კავშირი კურსის მონაწილეებთან და გვეხმარება კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში.

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის გავლის შემდეგ აქტიურად ჩავერთე ადამიანური რესურსების მართვის წარმომადგენლის პოზიციის ძიებაში და ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებ რამდენიმე კომპანიასთან, რაშიც ძალიან გამომადგება ის ცოდნა, რაც კურსის ფარგლებში შევიძინე. 

პროფესია - HR მენეჯერი

ადამიანური რესურსების მართვა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ცენტრალური რგოლია კომპანიის განვითარებისთვის, რადგან ის წარმოადგენს პირდაპირ დამაკავშირებელ რგოლს დასაქმებულებსა და კომპანიას შორის.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიამ მომცა საშუალება შემესწავლა სფერო, რომლითაც დიდი ხანი ვიყავი დაინტერესებული და ასევე შემეძინა პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რასაც არც თუ ისე ხშირად ვაწყდებით სხვა ტიპის სასწავლებლებში.

სმარტ აკადემიას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს კარიერულ წინსვლაში, ვინაიდან მომცა ცოდნა, რომელიც მოცემულ სფეროში დასაქმებას ბევრად გამიმარტივებს.

დარეგისტრირდი HR მენეჯმენტის კურსზე აქ.

სხვა სტატიები >>