"ჩემი მიზანი მონაცემთა ბაზების საფუძვლების სწავლა იყო" - დავით გორგილაძის შთაბეჭდილება
დავით გორგილაძემ სმარტ აკადემიაში ORACLE SQL - მონაცემთა ბაზების საწყისების კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებას გვიზიარებს.
“ჩემი მიზანი იყო მესწავლა მონაცემთა ბაზების საფუძვლები და მისი მართვა SQL–ის გამოყენებით, რასაც შემდგომ მონაცემთა მეცნიერებასა და ანალიტიკაში გამოვიყენებ.”
კურსის განმავლობაში
კურსის განმავლობაში ვისწავლე რამდენიმე მონაცემთა ბაზის ერთმანეთთან დაკავშირება, მათი გაფილტვრა, მათში მონაცემების შეტანა, წაშლა და სხვა ოპერაციები.
SQL-ის კურსის მეშვეობით განმივითარდა მონაცემებთან მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებული უნარები, რომელიც გამოიყენება სხვა მონაცემთა მართვის პროგრამებისთვისაც, ვინაიდან მონაცემებთან მუშაობის ლოგიკა მსგავსია.
ლექტორის შესახებ
ბატონი სოსო ბერიძე ძალიან კომპეტენტური და დადებითი პიროვნებაა. მარტივია მასთან ურთიერთობა და შეგიძლია ნებისმიერ დროს დაუსვა შეკითხვა.
კურსის დასრულების შემდეგ
ზოგადად, მონაცემთა ანალიტიკა/მეცნიერება არ შემოიფარგლება მხოლოდ SQL-ის ცოდნით, თუმცა აღნიშნული პროგრამის ცოდნა აუცილებელია. ვაპირებ, ეტაპობრივად ავითვისო სხვა საჭირო პროგრამებიც.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემიაში ძალიან მომეწონა ქულების სისტემა, გამოცდები, ლექტორი და სწავლების ტექნოლოგიაც. ვფიქრობ, სმარტ აკადემია დადებით გავლენას მოახდენს ჩემს კარიერულ განვითარებაზე.
დარეგისტრირდი ORACLE SQL - მონაცემთა ბაზების საწყისების კურსზე აქ.