"კურსის მიმდინარეობისას ვისწავლე ყველაფერი ის, რისი ცოდნაც სოციალური მედიის მენეჯერს სჭირდება" - ნინო ელიკაშვილის შთაბეჭდილება
ნინო ელიკაშვილმა სმარტ აკადემიაში სოციალური მედია მარკეტინგის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებას გვიზიარებს.
“ჩემი მიზანი იყო სოციალური მედიის მართვის შესახებ მიმეღო მეტი ინფორმაცია. მაინტერესებდა გამეგო რისი ცოდნაა საჭირო, იმისთვის, რომ გახდე სოციალური მედია მენეჯერი.”
კურსის განმავლობაში
კურსის მიმდინარეობისას ვისწავლე ყველაფერი ის, რისი ცოდნაც სოციალური მედიის მენეჯერს სჭირდება, მათ შორის სოციალური მედია სტრატეგიის საფეხურები, სოციალური მედიის პლატფორმები და მათი მთავარი მახასიათებლები. ასევე, რეკლამის განთავსება, სამიზნე აუდიტორიის მნიშვნელობა და სწორი კონტენტი.
კურსის განმავლობაში არა მხოლოდ თეორიულ ნაწილზე ვსაუბრობდით, არამედ გავიარეთ პრაქტიკაც. მაგალითად, როგორ უნდა განვათავსოთ რეკლამა სოციალურ მედიაში. ამის შესახებ პრაქტიკული გამოცდილება არ მქონია, ამიტომ სმარტ აკადემიის კურსი ამ უნარის განვითარებაშიც დამეხმარა.
ლექტორის შესახებ
პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ალექსანდრა კნიაზიანი არის ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული ლექტორი, ვისაც კი შევხვედრილვარ. ის ყოველთვის მზად არის ნებისმიერ კითხვაზე, ნებისმიერ დროს გიპასუხოს და დაგაკვალიანოს. განსაკუთრებულად საინტერესოა მისი, როგორც ამ პროფესიაში გამოცდილი ადამიანის რჩევები. ის მთელი კურსის განმავლობაში ცდილობდა ლექციები საინტერესო და ინტერაქტიული ყოფილიყო.
სმარტ აკადემია
სხვა სასწავლო დაწესებულებებისგან განსხვავებით, სმარტ აკადემიაში მოქმედებს განვადების პრინციპი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ახლა არ გაქვს ერთიანად გადაიხადო სწავლის საფასური, აკადემია გაძლევს საშუალებას, ნაწილ-ნაწილ დაფარო გადასახადი. ჩემი აზრით, ეს სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.
დარეგისტრირდი სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე აქ.