მთავარიბლოგიყველაფერი IT საფუძვლების კურსის შესახებ

ყველაფერი IT საფუძვლების კურსის შესახებ

დღევანდელ სამყაროში ინფორმაციული ტექნოლოგიები გვეხმარება სწრაფი კომუნიკაციის დამყარებაში. ის ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა, ყოველ წამს ძლიერდება და გაციფრულების ახალ გზებს გვთავაზობს. ინფორმაციული ტექნოლოგიები აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებას, რომელთა შინაარსიც ხშირად გაუგებარია დამწყებთათვის და არა მხოლოდ.

სწორედ ამიტომ, სმარტ აკადემია გვთავაზობს ისეთ კურსს, სადაც სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს, დამწყებებს და არა მხოლოდ მათ, არამედ ტექნოლოგიურ კომპანიებში მომუშავე ადამიანებს, ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძვლებში გარკვევის შესაძლებლობა ეძლევათ. 

კურსის მიზანია კურსდამთავრებულმა მიიღოს ზოგადი ცოდნა ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინფორმაციული სისტემების და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. კურსის ფარგლებში მიღებული საბაზისო ცოდნა და უნარები კურსდამთავრებულს დაეხმარება დაგეგმოს კარიერა ტექნოლოგიების სფეროში და მარტივად დაძლიოს ამ მიმართულების სხვა კურსები.

ეს კურსი მნიშვნელოვანია იმით, რომ დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს ზოგად ცოდნას სხვადასხვა ტექნოლოგიების შესახებ. ასევე, ეხმარება ადამიანებს სწორი მიმართულების არჩევაში, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ სფეროთი, მაგრამ არ იციან საიდან დაიწყონ, ხოლო ტექნოლოგიების საფუძვლების გაცნობის შემდეგ ეს კურსი ხდება მათი პროფესიული გზამკვლევი. ის ასევე უმნიშვნელოვანესია აბიტურიენტებისათვის, რადგანაც ისინი ახლა ირჩევენ პროფესიას, ხოლო კურსი მათ საშუალებას მისცემს გაიგონ ყველაფერი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროზე და იპოვონ საკუთარი თავი სწორ ადგილას.

კურსს წარუძღვება მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ლექტორი - გიორგი ბასილაია.

გიორგი ბასილაიას აქვს ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის 20 წელიწადზე მეტხნიანი გამოცდილება, რა დროის განმავლობაშიც იკავებდა სხვადასხვა პოზიციას საქართველოს 4 წამყვან უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ინსტიტუტებში. იგი არის ავტომატიზაციის ხელსაწყოთმშენებლობის დოქტორი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მაგისტრი, ინფორმატიკის ბაკალავრი; მოწვეული ლექტორი, ასისტენტ პროფესორი, სრული პროფესორი; საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო პროგრამებისა და სტუდენტური ნაშრომების ხელმძღვანელი; 14 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი საერთაშორისო ჟურნალებში - 800 ციტირება Google Scholar ის მიხედვით; 10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე / მომხსენებელი; 18 სამეცნიერო პროექტისა და გრანტის მონაწილე, მენეჯერი და ხელმძღვანელი (დამფინანსებლები - NATO, ISTC, GRDF, CRDF, USAID, GNSF, TEMUPS, PEER, ERASMUS) ; გიორგის აქვს სხვადასხვა ტექნოლოგიურ ბრენდებთან ურთიერთობის გამოცდილება ტექნოლოგიების ინტეგრაციაში (HP-Enterprise, Dell, Ruckus, VMWare, Microsoft, Amazon, Symantec, Oracle, IBM, Autodesk)

ინფორმაციული ტექნოლოგიების სფერო სწრაფად ხდება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სფერო. დღევანდელ ბაზარს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ  IT სპეციალისტებზე მოთხოვნა მაღალია.

“ეს ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა. უნდა გაითვალისწინო, რომ ტექნოლოგია, რომელსაც დაეუფლები, მუდმივად გამოყენებადი არ იქნება. ზოგადად, ტექნოლოგიების ცვლილების ციკლი 5-7 წელია. ამ პერიოდის შემდეგ, მას ახალი ანაცვლებს. შესაბამისად, არსებული ცოდნა მხოლოდ ამ პერიოდის განმავლობაში იქნება საკმარისი იმისთვის, რომ კვალიფიციურ კადრად მიიჩნეოდე და დასაქმება შეძლო. იმისათვის, რომ არ ჩამორჩე ტექნოლოგიებს, საჭიროა ამ ყველაფრისთვის მუდმივად ფეხის აწყობა, ზოგჯერ კი რამდენიმე მიმართულების დაუფლება.” - აღნიშნავს ლექტორი, გიორგი ბასილაია.

მოდი, უფრო მეტი გავიგოთ “ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძვლების” კურსის შესახებ. ეს კურსი საინტერესო იქნება როგორც დამწყებთათვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც IT სფერო საინტერესოდ მიაჩნია. აი, რას გვიყვება კურსის ლექტორი.

“სმარტ აკადემიაში, ჩემი კურსის – ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძვლების მიზანი  IT მიმართულებით დაინტერესებული პირის ინფორმირებაა, რათა მისთვის შესაფერისი გზის არჩევა და მაგ კუთხით განვითარება შეძლოს. ამ კურსის გავლის შემდეგ კი, ის გარკვეულწილად მოემზადება და საბაზისო ცოდნასაც მიიღებს.” 

21-საათიანი სალექციო კურსის ბოლოს მსმენელებს ეცოდინებათ:

  • კომპიუტერული სისტემების მუშაობის პრინციპები

  • კომპიუტერული აპარატურის არქიტექტურის საწყისები 

  • სხვადასხვა ციფრული მოწყობილობები და მულტიმედია ფორმატები

  • ოპერაციული სისტემების დანიშნულება და მუშაობა

  • კომპიუტერული ქსელების და საბაზისო პარამეტრების არსი

  • ინტერნეტის მუშაობის პრინციპი და ინფორმაციული უსაფრთხოების ასპექტები 

  • პროგრამირების ენები და მონაცემთა ბაზების გამოყენების მნიშვნელობა

  • სერვერული და ღრუბლოვანი სერვისების გამოყენების სფეროები 

  • სმარტ მოწყობილობები, ჭკვიანი სისტემები და მათი გამოყენების შესაძლებლობები 

  • კომპიუტერის კომპონენტების იდენტიფიკაცია

  • ციფრული ფორმატების იდენტიფიკაცია და გარჩევა

  • ქსელური მოწყობილობების იდენტიფიკაცია და ქსელური პარამეტრების გარჩევა 

  • მარტივი ინფორმაციული უსაფრთხოების წესების დაცვა 

  • უმარტივესი პროგრამის დაწერა და გაშვება

  • სმარტ სისტემებით მცირე პროექტის შექმნა

“კურსის განმავლობაში მივიღე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტექნოლოგიების შესახებ და გავიგე რა არის იმ  მოწყობილობების თუ პროგრამების მიღმა, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად ვიყენებ” - ამბობს ანუკი გაბაძე, ინფორმაციულ ტექნოლოგიების საფუძვლების კურსდამთავრებული.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი. კურსის მინიმუმ 90 ქულაზე დასრულების შემთხვევაში, სტუდენტი ლექტორისგან მიიღებს წერილობით დახასიათებას/რეკომენდაციას.

“ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძვლების” კურსზე სწავლა 28 ოქტომბერს იწყება. დასარეგისტრირებლად ეწვიე ბმულს.

დაიწყე ინფორმაციული ტექნოლოგიების საწყისების შესწავლა სმარტ აკადემიაში და დაგეგმე კარიერა ყველაზე მოთხოვნად სფეროში. 

სხვა სტატიები >>