„ადამიანებზე ზრუნვა და მათ განვითარებაში წვლილის შეტანა ჩემთვის საინტერესოა“ - გაიცანით HR მენეჯმენტის კურსის ლექტორი
„ადამიანებზე ზრუნვა, მათი მხარდაჭერა, უნარების გამოვლენაში დახმარება და მათ ზრდა-განვითარებაში წვლილის შეტანა, ჩემთვის საინტერესო პროცესია“, - ამბობს სალომე ზირაქაძე და ხასიათის ამ შტრიხების რეალიზებას საკუთარი პროფესიით ახერხებს. ის ახლა კომპანიაში „ევექსი კლინიკები“ პერსონალის შერჩევის და ორგანიზაციული განვითარების განყოფილების უფროსია. პარალელურად, მენეჯმენტის მიმართულებით აქვს სალექციო კურსები სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და სმარტ აკადემიაში.
აქამდე კი დიდი გზა გაიარა:
„ჩემი კარიერა ადმიანური რესურსების მართვის მიმართულებით წლების წინ დაიწყო, როდესაც ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ორგანიზაციაში გენერალური დირექტორის ასისტენტის პოზიციას ვიკავებდი. HR განყოფილებაც სწორედ მაშინ ყალიბდებოდა და ამ მიმართულებით ძალებიც პირველად იქ მოვსინჯე. იმ პერიოდში ჯიპაში სასერტიფიკატო პროგრამაზეც ვსწავლობდი, შესაძლებლობა მომეცა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა. ზემოთხსენებულ ორგანიზაციაში 6 წელი გავატარე და ძალიან საინტერესო, მრალფეროვანი კარიერული საფეხურები გავიარე“, - გვიყვება სალომე.
ეს მიმართულება მრავალფეროვნებით მართლაც სავსეა. HR-ის მოვალეობებში შედის თანამშრომლებისთვის ხელფასების განაწილება, დაქირავებულებთან ხელშეკრულებების გაფორმება და მსგავსი ორგანიზაციული საკითხები, თუმცა მთავარი წვლილი, რაც HR-ს კომპანიის განვითარებაში შეაქვს ადმინისტრაციულ საკითხებს სცდება - ადამიანური რესურსების მენეჯერის მისია ბიზნეს კულტურის შექმნაა, რასაც შედეგად თანამშრომელთა პროდუქტიულობის ზრდა მოაქვს.
HR-ის მთავარი ამოცანა კომპანიის თანამშრომლებზე ზრუნვაა - მათი მოტივაციის გაზრდა, გუნდურობის შექმნა, პროფესიული თუ პიროვნული განვითარებისკენ მიმართული ტრენინგების ორგანიზება და ა.შ.
ხშირად, მცირე და საშუალო მეწარმეები HR-ების არსებობასა და საჭიროებას უგულებელყოფენ. მის ფუნქციას თავად ითავსებენ და სჯერათ, რომ „ამას თავადაც შეძლებენ“. სალომეს თქმით, მსგავსი მიდგომა დაუშვებელია:
„დავიწყოთ იმით, რომ ყველა საქმე პროფესიონალმა უნდა აკეთოს. როგორც წესი, HR-ის პოზიციის შეთავსებისას ხშირია არასწორი გადაწყვეტილებები შრომითი ურთიერთობების, ტალანტების მოზიდვისა და მოძიების, შეფასების სისტემების და ა.შ. მიმართულებით. მნიშვნელოვანია, პატარა კომპანიებს კონსალტინგის მიმართულებით მაინც ჰყავდეთ კომპეტენტური პირი“, - აღნიშნავს ის.
„ემპათია, მზრუნველობა და მოლაპარაკებების უნარი“ - ეს ის თვისებებია, რომელიც სალომეს აზრით, ნებისმიერ HR-ს უნდა ჰქონდეს, თუმცა ამას გარდა, არის არაერთი უნარი, რომელთა გამომუშავებაც პრაქტიკითაა შესაძლებელი. ამის საშუალებას კი სმარტ აკადემიის კურსი - HR მენეჯმენტი გაძლევთ. მას სალომე ზირაქაძე წარუძღვება:
„კურსი მთლიანად პრაქტიკულ მუშაობაზეა აგებული. სტუდენტები კონკრეტული ორგანიზაციებისთვის შეიმუშავებენ და განავითარებენ HR სისტემებს, ჩამოუყალიბდებათ ფართო ხედვა HR-ის როლისა და ფუნქციების შესახებ, რაც დაეხმარებათ, ერთი მხრივ, ბინზნესის განვითარებასა და წარმატებაში, მეორე მხირვ - თანამშრომლებისთვის სამართლიანი და ჯანსაღი გარემოს შექმნაში“, - ამბობს სალომე.
კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს აქ
აგრეთვე წაიკითხე: