მთავარიბლოგი“კურსი დამეხმარა მეპოვა საქმე, რომლის კეთებაც სიამოვნებას მანიჭებს” - მარიამ გელაშვილის წარმატების ისტორია

“კურსი დამეხმარა მეპოვა საქმე, რომლის კეთებაც სიამოვნებას მანიჭებს” - მარიამ გელაშვილის წარმატების ისტორია

 

მარიამ გელაშვილი, სმარტ აკადემიაში ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსის გავლის შემდეგ, დასაქმდა “Neollet” - ში  ჯუნიორ ტესტერის პოზიციაზე. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ:

“ჩემი მიზანი იყო ამ სფეროში გამომეცადა საკუთარი თავი, ამ კუთხით განვვითარებულიყავი, რაშიც ძალიან დამეხმარა სმარტ აკადემია.”

კურსის განმავლობაში

კურსის განმავლობაში ვისწავლე, რომ კითხვების დასმა სირცხვილი არ არის და აუცილებელიც კია მაშინ, როდესაც ტესტერი ხარ.  განვივითარე ისეთი უნარი, როგორიცაა - დეტალებზე უფრო მეტად ორიენტირება.

ლექტორის შესახებ

ვახტანგ მუსხელიშვილის  ლექციები ადვილად აღსაქმელი და ძალიან საინტერესო იყო. მარტივი ენით გვიხსნიდა ყველაფერს, იქამდე სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ გავიგეთ. ასევე, ძალიან მეგობრული იყო სტუდენტებთან.

კურსის დასრულების შემდეგ

არ დავაგდე ტემპი და გამუდმებით ვიმეორებდი ყველაფერს, პარალელურად ვეძებდი სამსახურს, რომ გაწეულ შრომას ისე არ ჩაევლო. საბოლოოდ კი, ეს კურსი დამეხმარა მეპოვა საქმე, რომლის კეთებაც სიამოვნებას მანიჭებს.

პროფესია - პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი

ამ პროფესიაში ყველაფერი მომწონს. უფრო მეტად გავიაზრე, თუ რამხელა მასშტაბებს შიეძლება მოიცავდეს ეს პროფესია და საერთოდ, ციფრული უზრუნველყოფა. მოხარული ვარ, რომ ჩავერთე ამ პროფესიის განვითარებაში.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემია დამეხმარა, მეპოვნა ჩემი საქმე და დავსაქმებულვიყავი. საშუალება მომცა, რომ დასახული მიზნებისთვის მიმეღწია. ჯერჯერობით, მიზნის ბოლომდე არ მივსულვარ - ეს დასაწყისია. რაც შეეხება სმარტ აკადემიის გუნდს, ძალიან თბილი და მეგობრული დამოკიდებულება აქვთ, რაც სასიამოვნოა.

დარეგისტრირდი ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსზე აქ.

სხვა სტატიები >>