“სმარტ აკადემიამ მომცა შესაძლებლობა უმოკლეს ვადაში შემესწავლა ახალი, ჩემთვის სრულიად უცხო, პროფესია” - გიორგი ნიკოლაიშვილის შთაბეჭდილება
გიორგი ნიკოლაიშვილმა სმარტ აკადემიაში ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებას გვიზიარებს კურსის შესახებ:
“ჩემი მიზანი იყო ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსზე მიმეღო თეორიული ცოდნა და გამევლო პრაქტიკა.”
კურსის განმავლობაში
განვივითარე ისეთი უნარები, როგორებიცაა: მდიდარი წარმოსახვა, დეტალებზე დაკვირვება და ორიენტირება, კრიტიკული აზროვნება და ანალიზი. ეს უნარები შესაძლებლობას მომცემს მოვიფიქრო მრავალფეროვანი სატესტო იდეები და ასევე სხვადასხვა ტიპის მომხმარებლის კუთხიდან გამოვიკვლიო და გავტესტო პროგრამული პროდუქტი.
ლექტორის შესახებ
ვახტანგ მუსხელიშვილი არის თავისი საქმის პროფესიონალი. ყოველთვის მოტივირებულია საინტერესოდ და ინფორმატიულად წარმართოს სალექციო პროცესი. ცდილობს, სტუდენტმა კარგად აითვისოს ახსნილი მასალა და არ დარჩეს რაიმე გაურკვეველი, ან პასუხგაუცემელი კითხვა. ორიენტირებულია იმაზე, რომ სტუდენტს მარტივი და გასაგები ენით აუხსნას სალექციო მასალა და მაქსიმალურად მიაწოდოს ინფორმაცია, როგორც თეორიიდან ასევე, თავისი პირადი პრაქტიკული გამოცდილებიდან. მიხარია, რომ მასთან სწავლის შესაძლებლობა მომეცა.
პროფესია - პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი
ამ პროფესიაში მომწონს - ძიებისა და კვლევის პროცესი, დეტალებზე დაკვირვება, პროდუქტის ყოველმხრივ შესწავლა და გამოკვლევა, გუნდური მუშაობა, ასევე მის შექმნაში მონაწილეობის მიღება, ზრუნვა იმაზე, რომ მომხმარებელმა მიიღოს ხარისხიანი, მოქნილი და უხარვეზო პროდუქტი.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემიამ მომცა შესაძლებლობა უმოკლეს ვადაში შემესწავლა ახალი, ჩემთვის სრულიად უცხო, პროფესია. აკადემიის პერსონალი მუდმივად მზად არის დაგეხმაროს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. აკადემიაში არის გონივრულად აწყობილი და კარგად ორგანიზებული მენეჯმენტი, მეგობრული გარემო, არცერთი ლექცია გაცდენილა. ყველა პროცესი მიმდინარეობდა უხარვეზოდ და მაღალ დონეზე. მე კმაყოფილი ვარ და ყოველთვის გავუწევ რეკომენდაციას.
დარეგისტრირდი ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსზე აქ.