“კურსის განმავლობაში განვითარებული უნარები დამეხმარება კარიერულ წინსვლაში” - თამარ ხუციშვილის შთაბეჭდილება
თამარ ხუციშვილმა სმარტ აკადემიაში ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებას გვიზიარებს კურსის შესახებ:
“ჩემი მიზანი იყო საფუძვლიანად შემესწავლა და მაქსიმალური ცოდნა მიმეღო ამ კურსიდან.”
კურსის განმავლობაში
კურსის განმავლობაში ვისწავლე თუ როგორ იქმნება კარგი ციფრული პროდუქტი, როგორ უნდა ვიმუშაოთ გუნდში. ვისწავლე დაკვირვება ძალიან ბევრ დეტალზე. ასევე, გავიაზრე თუ რამხელა შრომასა და ნებისყოფას მოითხოვს ეს პროფესია.
კურსის განმავლობაში განვითარებული უნარები დამეხმარება კარიერულ წინსვლაში ნებისმიერი მიმართულებით, რადგან ამ კურსმა მასწავლა ფართო მასშტაბით აზროვნება, ანალიზი, წესრიგი და სხვა მრავალი რამ.
ლექტორის შესახებ
ვახოს შესახებ ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია. ჩემთვის, ის არის დადებითი და სუფთა ენერგიის მატარებელი ადამიანი. თავს არ ზოგავს არცერთი სტუდენტისთვის. არ ეზარება პასუხის გაცემა, პირიქით, ცდილობს ამომწურავი პასუხი გაგცეს და დააკმაყოფილოს შენი ცნობისმოყვარეობა.
კურსის დასრულების შემდეგ
ვეცდები, ჩემმა შრომამ გამოიღოს შედეგი და უახლოეს მომავალში დავიწყო მუშაობა ამ მიმართულებით.
პროფესია - პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი
ვფიქრობ, შევისწავლე სპეციალობა, რომელიც დამეხმარება კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაში
მისი საფუძვლიანი შესწავლა მოკლე დროშია შესაძლებელი და გვაძლევს უსაზღვრო შესაძლებლობებს.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემიამ მომცა სრულფასოვანი განათლება. კარიერული განვითარების გუნდი ყოველთვის ცდილობს, რომ დამეხმაროს წინსვლასა და განვითარებაში. სწავლის დასრულების შემდეგაც კი, ისინი რჩებიან კავშირზე შენთან და ცდილობენ მაქსიმალურად შეგიწყონ ხელი დასაქმებაში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია დამწყებთათვის
დარეგისტრირდი ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსზე აქ.