„HR მენეჯმენტის კურსის გავლის შემდეგ, თეგეტა მოტორსში მოვხვდი“ - კურსდამთავრებულის ისტორია
21 წლის მარიამ ბურმისტროვა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, მენეჯმენტის ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლბს. პარალელურად თეგეტა მოტორსში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში გადის სტაჟირებას, სადაც სმარტ აკადემიაში HR მენეჯმენტის კურსის გავლის შემდეგ მოხვდა.
დღეს მარიამი აკადემიის ვირტუალურ სივრცეში გატარებულ პერიოდს პროდუქტიულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ კურსმა მოლოდინები გაუმართლა:
„ჩემთვის, დისტანციური ლექციები ძალიან კარგი იყო, მით უმეტეს, პანდემიის დროს. საშუალება მომეცა, დრო მეტად მნიშვნელოვანი საქმისთვის დამეთმო და მეტი გამეგო იმ სფეროს შესახებ, რომელიც დიდი ხანია მაინტერესებს. მინდოდა, გამეღრმავებინა ცოდნა ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. მეტი მესწავლა, რათა სამომავლოდ დასაქმების მეტი შანსი მქონოდა. მოლოდინები გამიმართლდა.
ლექტორი - სალომე ზირაქაძე თავის პროფესიაზე უზომოდაა შეყვარებული, მისგან ყველა ლექციაზე საოცარი ენერგია მოდიოდა, მაქსიმალურად ცდილობდა საჭირო ინფორმაცია ამომწურავად მოეწოდებინა. თამამად ვიტყვი, რომ ეს მცდელობა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა“, - გვიყვება მარიამი და სიამაყით აგრძელებს კარიერული განვითარების ისტორიის თხრობას:
„კურსის დასრულების შემდეგ სტაჟირება თეგეტა მოტორსის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში დავიწყე. სამსახურში წასვლა ყოველდღე მიხარია, ჩემი ყოველი ახალი სამუშაო დღე მაბედნიერებს.
ცხოვრების ამ ეტაპზე გადასვლაში განუზომელი წვლილი სმარტ აკადემიას მიუძღვის“, - აღნიშნავს მარიამი.
მისი აზრით, სმარტ აკადემიის ერთ-ერთი უპირატესობა პრაქტიკით სწავლებაშია, რაც სტუდენტს რეალური სამუშაო სივრცისთვის ამზადებს. ეს კი სამომავლო პროფესიის შესახებ გადაწყვიტილების მიღებას ამარტივებს:
„თითოეული ადამიანი, რომელიც იქ გავიცანი, თავის საქმეზე შეყვარებული პროფესიონალია. ისინი სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვას მთელი შემართებითა და დიდი ენთუზიაზმით ცდილობენ. ეს კი თითოეული კურსდამთავრებულის წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელია.
სმარტ აკადემია არის ადგილი, რომელიც უკეთ გარკვევს, თუ რა გინდა და რაც მთავარია - რატომ გინდა, რამდენად შეესაბამება შენი მოლოდინები რეალობას. ასე ვთქვათ, სარკეში გახედებს, პროფესიის სარკეში, რათა შემდეგ მუშაობის პროცესი არაკომფორტული არ აღმოჩნდეს.
ყველას ვურჩევდი, ჩაიხედონ ამ სარკეში დღეს, რათა ხვალ სამსახურში ბედნიერები იყვნენ“, - ამბობს მარიამ ბურმისტროვა.
HR მენეჯმენტის კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს აქ.
აგრეთვე წაიკითხეთ:
რა წვლილი აქვს HR-ს კომპანიის განვითარებაში და როგორ ამოვიცნოთ არაკვალიფიციური თანამშრომელი