“კურსის განმავლობაში ვისწავლე მრავალი ტექნიკა, რაც საშუალებას მომცემს გავტესტო ნებისმიერი ტიპის პროდუქტი დაბრკოლებების გარეშე” - მარიამ მამუკაშვილის შთაბეჭდილება
მარიამ მამუკაშვილმა სმარტ აკადემიაში ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებას გვიზიარებს კურსის შესახებ:
“ჩემი მიზანი იყო დავუფლებოდი ახალ პროფესიას, რომელიც იქნებოდა მოთხოვნადი და განვითარებადი.”
კურსის განმავლობაში
კურსის განმავლობაში ვისწავლე მრავალი ტექნიკა, რაც საშუალებას მომცემს გავტესტო ნებისმიერი ტიპის პროდუქტი დაბრკოლებების გარეშე.
კურსი დამეხმარა ისეთი უნარების განვითარებაში, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, წარმოსახვის უნარი და დეტალებზე ორიენტირება. ეს ყველაფერი დამეხმარება ვიყო წარმატებული, როგორც ტესტირებაში ასევე ნებისმიერ სხვა სფეროში.
ლექტორის შესახებ
ვახტანგ მუსხელიშვლიშვილი არის ძალიან მოტივირებული და კვალიფიციური ლექტორი, რომელიც დაგეხმარებათ მიიღოთ ცოდნა ხარისხიანად რეალური მაგალითებისა და გამოცდილების საფუძველზე.
კურსის გავლის შემდეგ
კურსის გავლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ვიქნები ერთ-ერთი საუკეთესო დამწყები ტესტერი.
პროფესია - პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი
ვფიქრობ, ტესტერის პროფესია ძალიან საინტერესოა. არაა რუტინული და თან მორგებულია დასაქმებულის სურვილებს სამუშაო გარემოსთან დაკავშირებით, რადგან გვაქვს შესაძლებლობა ავირჩიოთ, თუ საიდან გვსურს მუშაობა - ოფისიდან თუ დისტანციურად.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემიამ მომცა შესაძლებლობა თავდაჯერებულად წარვადგინო ჩემი თავი დამსაქმებელთან.
დარწმუნებული ვარ, სმარტ აკადემიის რეპუტაცია, დიდ როლს ითამაშებს ჩემს კარიერულ წინსვლაში.
დარეგისტრირდი ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსზე აქ.