მთავარიბლოგი"UX/UI ქოფირაითინგი არის ინოვაციების, კრეატიულობის, ხელოვნებისა და შემოქმედებითობის ფერადი სამყარო" - მეგი ინწკირველის შთაბეჭდილება

"UX/UI ქოფირაითინგი არის ინოვაციების, კრეატიულობის, ხელოვნებისა და შემოქმედებითობის ფერადი სამყარო" - მეგი ინწკირველის შთაბეჭდილება

 

მეგი ინწკირველმა სმარტ აკადემიაში UX/UI ქოფირაითინგის კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებას გვიზიარებს კურსის შესახებ:

“ჩემი მიზანი იყო მიმეღო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა."

კურსის განმავლობაში

ვისწავლე კრეატიული და UX ქოფის წერა, რაც მოიცავს: "ბრიფზე "მუშაობას, ლაკონიურად და ინფორმაციულად წერას, "ინსაითების" აღმოჩენასა და სწორი TOV (Tone of voice) -ის შერჩევას, გამართულ და სტრუქტურირებულ წერას, მომხმარებელზე მორგებულ მარტივად აღქმადი კონტენტის შექმნას. 

ლექტორის შესახებ

ქეთი საუკეთესო ლექტორია. თავად შეყვარებული ამ პროფესიაზე, ენთუზიაზმს სტუდენტებსაც უმაღლებს . არის დეტალებზე ორიენტირებული. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ზუსტად იმ ცოდნას გვიზიარებდა, რაც აუცილებლად გამოგვადგება პროექტებზე მუშაობისას. 

როცა რაიმე ტექსტს ვწერ, ყოველთვის ქეთის "გამკიცხველი" გამოხედვა მახსენდება. შემდეგ კი "სფეისებისა"და "ტაიპოებს" ჩასწორებას ვიწყებ, მათ შორის, პირად მიმოწერებშიც :).

ქეთი გამოირჩევა მეგობრული დამოკიდებულებით. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტების ჩართულობას თემების განხილვის პროცესში. ჩვენი ლექციები არასდროს ყოფილა მონოტონური და მოსაბეზრებელი. პირიქით, ძალიან პოზიტიური, მრავალფეროვანი და ინფორმატიული იყო. ეს ნამდვილად მისი დამსახურებაა.

კურსის დასრულების შემდეგ

გავხდი უფრო თავდაჯერებული, დარწმუნებული ვარ ჩემს ცოდნაში. ზუსტად ვიცი, რა მიმართულებით უნდა ვიმუშაო, რომ განვავითარო მიღებული ცოდნა.

პროფესია - UX/UI ქოფირაითერი

UX/UI ქოფირაითინგი არის ინოვაციების, კრეატიულობის, ხელოვნებისა და შემოქმედებითობის ფერადი სამყარო.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემია პროფესიონალიზმით გამოირჩევა. თავიანთი მიდგომებით გეუბნებიან: "შენ მნიშვნელოვანი ხარ."

სმარტ აკადემიაში მიღებული ცოდნა და რეკომენდაცია დამეხმარება წარმატებით გადავდგა პირველი ნაბიჯები UX ქოფირაითინგის სამყაროში.

დარეგისტრირდი UX/UI ქოფირაითინგის კურსზე აქ.

სხვა სტატიები >>