“სმარტ აკადემიაზე არჩევანის გაკეთება სწორი გადაწყვეტილება იყო” - ნუცა ნემსაძის შთაბეჭდილება
ნუცა ნემსაძემ სმარტ აკადემიაში UX/UI ქოფირაითინგის კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებას გვიზიარებს კურსის შესახებ:
“ჩემი მიზანი და დიდი სურვილი იყო საფუძვლიანად მესწავლა UX writing-ი და მაქსიმალურად გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა ამ სფეროში. არჩევანი სმარტ აკადემიაზე, კერძოდ ქეთი დიასამიძის კურსზე შევაჩერე და მიღებულმა გამოცდილებამ ნამდვილად ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.”
კურსის განმავლობაში
კურსის განმავლობაში მივიღე ძალიან დიდი ცოდნა, ვისწავლე UX ქოფის წერა, ბრიფის ანალიზი, სტრუქტურულად გამართული ტექსტების აწყობა, მომხმარებელთან სწორი კომუნიკაციის დამყარება და კიდევ მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ამ სფეროს საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის.
UX writing-ის კურსის გავლის შედეგად განვითარებული უნარები და ვებსაიტის ქოფის სწორად აწყობისთვის მნიშვნელოვანი დეტალებისა და ნიუანსების ცოდნა, ერთიორად მეხმარება ჩემი საქმის სრულყოფილად და ხარისხიანად შესრულებაში.
გამორჩეული ლექცია
რთულია რომელიმე კონკრეტული ლექციის გამორჩევა, ყოველი მათგანი ძალიან საინტერესო და ინფორმატიული იყო. თუმცა, ჩემთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ლექცია საუბრის ტონს (tone of voice) ეხებოდა, რამაც სულ სხვანაირად დამანახა თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მომხმარებლისთვის სწორად შერჩეულ მიმართვის ფორმას.
ლექტორის შესახებ
ქეთი დიასამიძის კურსს, ჩემმა UI/UX დიზაინის ლექტორმა, ბაჩო ბარნაბიშვილმა გაუწია ძალიან დიდი რეკომენდაცია და ამიტომ თავიდანვე ვიცოდი, რომ სმარტ აკადემიაზე არჩევანის გაკეთება სწორი გადაწყვეტილება იყო.
თვე-ნახევრის მანძილზე, ქეთისგან მივიღე ძალიან დიდი ცოდნა და მოტივაცია, მნიშვნელოვანი ფიდბექები, ყველა ჩემს კითხვაზე ამომწურავი პასუხი და საერთო ჯამში ძალიან საინტერესო გამოცდილება.
კურსის დასრულების შემდეგ
კურსის გავლის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ სფეროს შესწავლით ჩემი კარიერული განვითარებისთვის ნამდვილად სწორი ნაბიჯები გადავდგი.
პროფესია - UX/UI ქოფირაითერი
გარდა იმისა, რომ წერის პროცესი თავისთავად ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, კურსის გავლის შემდეგ მიღებულმა ცოდნამ კიდევ უფრო მეტად შემაყვარა ეს საქმიანობა. ამ პროფესიაში ჩემთვის ძალიან საინტერესოა, თუ რამხელა როლს თამაშობს ერთი შეხედვით მცირე დეტალი საერთო სურათის შექმნაში, თუ როგორ შეიძლება სწორად გათვლილი და დაწერილი წინადადება გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებდეს, თუ როგორ მოქმედებს სწორად შერჩეული ქოფი პოტენციურ მომხმარებელზე და ასე შემდეგ.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემიამ მომცა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, გამომეცადა საკუთარი თავი, გამევლო ჩემთვის საინტერესო კურსი და მესწავლა ამ სფეროში საუკეთესო პროფესიონალისგან. მიუხედავად იმისა, რომ ლექციები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, მაინც იგრძნობოდა საოცრად მეგობრული და თბილი გარემო, რაც უფრო მეტად სასიამოვნოს ხდიდა სწავლის პროცესს.
ვფიქრობ, სმარტ აკადემიაში მიღბული ცოდნა და გამოცდილება ჩემს კარიერულ წინსვლაში ძალიან დიდ და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
დარეგისტრირდი UX/UI ქოფირაითინგის კურსზე აქ.