ვინ და რატომ უნდა ისწავლოს პროდუქტის მარკეტინგი - ყველაფერი ნანიკო გულისაშვილის ექსკლუზიური კურსის შესახებ
ყველამ ვიცით, ვინ არის მარკეტინგის მენეჯერი. მარტივად გამოსაცნობია პროდუქტის მენეჯერის მოვალეობებიც, მაგრამ რას იტყვი პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერზე?
Adjarabet.com-ის კაზინოს პროდუქტების მარკეტინგის მენეჯერი ნანიკო გულისაშვილი თავის პროფესიას დეტალურად გვაცნობს და მის ღირებულებაში გვარწმუნებს. მისი თქმით, ეს მრავალფეროვანი საქმიანობა გაცილებით საინტერესოა, ვიდრე, მაგალითად, მარკეტინგის მენეჯერობა:
„საკმარისია, საძიებო სისტემაში ჩავწეროთ Product Marketing და მაშინვე უამრავ განმარტებას ვიხილავთ. მარტივად რომ ვთქვათ, პროდუქტის მარკეტინგი არის ტაქტიკური რგოლი, რომელიც იღებს პროდუქტზე პასუხისმგებლობას იდეიდან გაშვებამდე და დგას პროდუქტის უკან, მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.“
„რეალურად, ეს მარკეტინგის ქვეკატეგორიაა, მაგრამ ამასთანავე განვიხილავ, როგორც დამოუკიდებელ რგოლს, რომელიც ყველგან არის, ზუსტ დროს და სწორ ადგილას, იქ სადაც სიტყვა „პროდუქტი“ გაიჟღერებს.
რაც შეეხება სხვაობას ტრადიციულ მარკეტინგსა და პროდუქტის მარკეტინგს შორის, მარტივად გეტყვით, პროდუქტის მარკეტინგი ასტიმულირებს ერთ პროდუქტს, ეს მოიცავს პროდუქტის პოზიციონირებას, მის პოპულარიზაციას და გაყიდვების შესაძლებლობას. ტრადიციული მარკეტინგი კი უფრო ფართოა, მისი მისია ბრენდის პოპულარიზაციაა. მარკეტერები პროდუქტის მარკეტინგის მონაცემებს ზოგადი კამპანიების შესაქმნელად და ახალი ფუნქციის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად იყენებენ.“
S: უფრო ზუსტად, რა არის პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერის მოვალეობები, რა პასუხისმგებლობები აქვს მას?
ეს რგოლი კომპანიაში მოიაზრება „თარჯიმნად“, რომელმაც ყველა სტრატეგიული დეპარტამენტის (მარკეტინგი, გაყიდვები, დიზაინი, პროდუქტის დეველოპმენტი, დეველოპერები, ფინანსები, იურიდიული დეპარტამენტი, CRM და სხვა) ენა იცის და სწორედ ეს ქმნის ერთიანობას. ის არ არის მხოლოდ მარკეტინგის გუნდის წევრი, მისი სამუშაო დღე ბევრად უფრო დატვირთული და მრავალფეროვანია. მას ევალება, იდეის გენერირებაში მონაწილეობის მიღება, ბაზრის კვლევა, ე.წ. Road-map-ის შედგენა, პროდუქტის მარკეტინგული სტრატეგიის შედგენა, ის დიზაინისა და დეველოპმენტის ნაწილში უშუალოდაა ჩართული, მონაწილეობს მესიჯინგისა და პოზიციონირების ჩამოყალიბებაში, მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდის დატრენინგებაში, რათა ზუსტად აღიქვან პროდუქტი, რომელიც სადაცაა დღის სინათლეს იხილავს.
პროდუქტის გაშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ძალიან დიდია პროდუქტის მარკეტინგის როლი, ვინაიდან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია სწორედ მასთან იყრის თავს. ალბათ, უკვე ხვდებით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე რგოლია.
S: რა ხდება პროდუქტის გაშვების შემდეგ? პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერის მისია სრულდება?
პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერი დგას პროდუქტის უკან მთელი მისი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. ის გაშვების შემდეგაც აკვირდება პროდუქტს და გაყიდვების მაღალი ტემპის შენარჩუნებაზე ზრუნავს. ცდილობს, ზუსტად დაინახოს, მიიღო თუ არა მომხმარებელმა მის მიერ შექმნილი პროდუქტი ისე, როგორც ჩაფიქრებული იყო.
S: რა უნარები უნდა ჰქონდეს PMM-ს?
პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერის მოვალეობებიდან გამომდინარე, ის განიხილება, როგორც ადამიანი ჰიბრიდი, რომელსაც ძალიან ბევრი უნარი აქვს. პირველ რიგში, PMM არის კარგი კომუნიკატორი, უნდა იყოს ლიდერი, მარტივად უნდა შეეძლოს გარემოსთან ადაპტაცია, უნდა ჰქონდეს წერითი და თხრობითი უნარები. ძალიან მნიშვნელოვანია პრეზენტაციის უნარი, რადგან მან მარკეტინგის და გაყიდვების გუნდთან პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა მიიტანოს.
S: რამდენად მოთხოვნადია ეს საქმე დღეს მსოფლიოსა და საქართველოში? რამდენია პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერის მინიმალური ანაზღაურება ჩვენთან?
მსოფლიოს უდიდეს კომპანიებში, როგორებიცაა: Google, Microsoft, Apple და ა.შ პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერი ერთ-ერთი მოთხოვნადი კადრია. ტექნოლოგიურ კომპანიებში PMM-ის პოზიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ბოლო პერიოდში, საქართველოში უკვე ვხვდებით ამ კადრით დაინტერესებულ კომპანიებს და ზოგადად, პროდუქტის მენეჯმენტის მიმართულება ძალიან მოთხოვნადი გახდა. უკვე ყველამ ვიცით, რომ პროდუქტი ის უნიკალური ღირებულებაა, რაც კომპანიებს ერთმანეთისგან გამოარჩევს.
საქართველოში, დამწყები PMM პოზიციაზე თვიური ანაზღაურება 1500₾-დან ზემოთ განიხილება. გააჩნია კომპანიას, მის სტრუქტურას, პროდუქტს და კიდევ ბევრ სხვა დეტალს.
დღეს ეს მიმართულება საქართველოში ახალია და ვფიქრობ, იმსახურებს ცნობადობასა და დაფასებას, როგორც ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულება ორგანიზაციის სტრუქტურაში.
სმარტ აკადემია არის პირველი სასწავლებელი საქართველოში, სადაც პროდუქტის მარკეტინგის შესწავლას შეძლებ.
კურსის განმავლობაში სტუდენტი გაეცნობა:
• პროდუქტის მარკეტინგის მნიშვნელობას კომპანიებში;
• ახალი პროდუქტის შექმნისა და განვითარების ეტაპებს;
• პროდუქტის პოპულარიზაციის მნიშვნელობასა და მეთოდებს;
• პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერის ძირითად მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს;
• პროდუქტის შექმნის პროცესში ჩართულ სხვა რგოლებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას;
• პროდუქტის წარმატების საზომ ინსტრუმენტებს.
გარდა ამისა, სტუდენტი შეისწავლის ძალიან ბევრ პრაქტიკულ დეტალს, რაც აუცილებლად გამოადგება არა მხოლოდ პროდუქტის მარკეტინგის მიმართულებით მუშაობისას, არამედ ნებისმიერ პოზიციაზე, სადაც მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში ჩართვა მოუწევს.
სმარტ აკადემიაში პროდუქტის მარკეტინგის კურსს ნანიკო გულისაშვილი წარუძღვება. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. შემოგვიერთდი აქ.
აგრეთვე დაგაინტერესებს: