მთავარიბლოგი"სმარტ აკადემიაში გავლილი კურსი იქნება წინაპირობა იმისა, რომ გავხდე წარმატებული პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი" - ლელა რეზესიძის შთაბეჭდილება

"სმარტ აკადემიაში გავლილი კურსი იქნება წინაპირობა იმისა, რომ გავხდე წარმატებული პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი" - ლელა რეზესიძის შთაბეჭდილება

 

ლელა რეზესიძემ სმარტ აკადემიაში ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ:

“ჩემი მიზანი იყო მოკლე დროში მაქსიმალური შედეგი მიმეღო.”

კურსის განმავლობაში

ვისწავლე თუ როგორ იქმნება ახალი ციფრული პროდუქტი, რა ეტაპებს გადის, რა როლი აკისრია ტესტერს  მის შექმნაში. გავიარე ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ვიყო პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი.

განვივითარე ტესტერისთვის საჭირო უნარები, რაც მეხმარება, მეტად დაკვირვებული ვიყო ყველა დეტალის მიმართ. ვფიქრობ, ეს საშუალებას მომცემს, ნაყოფიერად წარვმართო ტესტირების პროცესი.

ლექტორის შესახებ

ვახო არის ადამიანი, რომელიც თავს არ ზოგავს, იმისთვის რომ  მაქსიმალურად მარტივად,  სწორად და გასაგებად მოგაწოდოს ინფორმაცია. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დამწყებნი არიან ამ სფეროში.

გამორჩეული ლექცია 

ყველა ლექცია ერთმანეთისგან განსხვავებულ საკითხებს მოიცავდა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ პირველი ლექცია ჩემთვის გამორჩეულად კარგი იყო, რადგან კიდევ უფრო დავრმწმუნდი იმაში, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის გავლის შემდეგ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კარგად ვფლობ სილაბუსში მოცემულ ყველა იმ საკითხს, რომლებიც, დასაწყისში, სრულიად  უცხო და გაუგებარი იყო ჩემთვის. 

პროფესია - პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი

დეტალები, რომლებსაც ყველაზე ნაკლებად ვაკვირდებით, საბოლოო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება, მათზე დაკვირვება კი ჩემთვის ახალი პროფესიის მთავარი ელემენტი გახდა.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიამ საშუალება მომცა შემეცვალა პროფესია. აკადემიის თითოეული წევრი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს სტუდენტებს, როგორც კურსის განმავლობაში, ასევე მისი დასრულების შემდეგაც.

ვფიქრობ, სმარტ აკადემიაში გავლილი კურსი იქნება წინაპირობა იმისა, რომ გავხდე წარმატებული პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი.

დარეგისტრირდი ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსზე აქ.

სხვა სტატიები >>