მთავარიბლოგი"სმარტ აკადემია ჩემთვის ლიდერია ქართულ ბაზარზე" - სალომე ჩივაძის შთაბეჭდილება

"სმარტ აკადემია ჩემთვის ლიდერია ქართულ ბაზარზე" - სალომე ჩივაძის შთაბეჭდილება

 

სალომე ჩივაძემ, სმარტ აკადემიაში, თავდაპირველად, ციფრული მარკეტინგის კურსი გაიარა წარმატებით, რის შემდეგაც აქვე დასაქმდა ედვერთაიზერის პოზიციაზე. მან, ახლა, UX/UI ქოფირაითინგის კურსი გაიარა და თავის შთაბეჭდილებას გვიზიარებს კურსის შესახებ:

“მე ციფრული მარკეტერი ვარ და იმისთვის რომ ჩემს საქმეში წარმატებული ვყოფილიყავი, გარკვეულწილად, მჭირდებოდა ქოფირაითინგის ცოდნა. სწორედ, ამ მიზნით მოვხვდი ამ კურსზე და უფრო მეტი პოტენციალიც აღმოვაჩინე საკუთარ თავში.”

კურსის განმავლობაში

კურსმა საშუალება მომცა მესწავლა მომხმარებლის პოზიციიდან ფიქრი. აგრეთვე, ჩემი მიზნისა და სათქმელის სწორად მიტანა აუდიტორიამდე.

კურსმა განსაკუთრებით განმივითარა კრიტიკულად აზროვნების უნარი. ლექციებზე ვისწავლე ერთი საკითხის ორი/სამი განსხვავებული კუთხით დანახვა. საკუთარი ნაწერისა თუ ნაფიქრის, ყოველი სიტყვის გაანალიზება. რაც მთავარია, ყველა დავალება რეალურ ქეისებს შეეხებოდა და პრაქტიკული დავალებებით ვიმტკიცებდით ახალ საკითხებს. 

ლექტორის შესახებ

ქეთი დიასამიძე, ჩემთვის გამორჩეულ ლექტორთა სიაშია. მისი ლექციები ყოველთვის საინტერესო და ინტერაქციულია. ყოველთვის მზად არის, რომ სტუდენტებს დავალების შესრულებისას გაჩენილ კითხვებზე უპასუხოს. მნიშვნელოვანია, რომ ყოველი დავალება შენიშვნებითა და მითითებებით ბრუნდება სტუდენთან, რაც გვაძლევს საკუთარი შეცდომების გაანალიზებისა და გამოსწორების საშუალებას.

გამორჩეული ლექცია იყო

ყოველი ლექცია თავისებურად გამორჩეული იყო. ლექციების უმეტესობა გათვლილია სტუდენტის ჩართულობაზე, რაც უფრო მხიარულსა და საინტერესოს ხდის ლექციებს.

პროფესია - UX/UI ქოფირაითერი

ძალიან მომეწონა ფინალურ დავალებაზე მუშაობა, ღილაკების, შეტყობინებების დაგეგმვა და  კონტენტის გადანაწილება საიტზე. საკმაოდ რთული, კომპლექსური სამუშაოა  და სწორედ ამ საქმიანობის სირთულეები მხიბლავს

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემია ჩემთვის ლიდერია ქართულ ბაზარზე. ციფრულ სამყაროში ჩემი პირველი პროფესია, სწორედ სმარტ აკადემიაში შევიძინე, და დღეს ციფრულ მარკეტინგში ვარ დასაქმებული. კარგი გამოცდილების გამო, მეორე პროფესიაც სწორედ აქ შევისწავლე.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, სმარტ აკადემიამ ხელი შემიწყო სტაჟირებასა და დასაქმებაში.

დარეგისტრირდი UX/UI ქოფირაითინგის კურსზე აქ.

სხვა სტატიები >>