"სმარტ აკადემია არის საუკეთესო ადგილი, სადაც შეგიძლიათ ზუსტად ის ცოდნა და გამოცდილება მიიღოთ, რომელიც აუცილებელია HR პროფესიაში" - გურანდა გოროზიას შთაბეჭდილება
გურანდა გოროზიამ სმარტ აკადემიაში HR მენეჯმენტის კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ.
„ჩემი მიზანი იყო ახალი პროფესიის დაუფლება, რომელიც ძალიან საინტერესო და თან მიმზიდველი იქნებოდა ჩემთვის, კარიერიერული განვითარების კუთხით.“
კურსის განმავლობაში
ვისწავლე რა ძირითადი მიმართულებებისგან შედგება HR - როგორც სფერო, თუ რას ნიშნავს ადამიანური რესურსების ეფექტურად მართვა, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი ადმინისტრირება, სწორი შეფასება, ანალიზი და ობიექტური უკუკავშირი. ასევე, ვისწავლე სხვადასხვა ტექნიკა, რეკრუტინგის პროცესის სწორად სამართავად.
კურსის განმავლობაში განვივითარე დაგეგმვის, შეფასების, ანალიზის, ორგანიზების, ემოციური ინტელექტის მართვის უნარები. რომლებიც მეხმარება ვიყო - ობიექტური, სამართლიანი და კომპეტენტური ჩემს პროფესიაში.
ლექტორის შესახებ
ლექტორები ძალიან დიდი გამოცდილებისა და კომპეტენციის მქონენი არიან ამ სფეროში. ასე რომ, თითოეული მათგანის ლექცია იყო ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი.
გამორჩეული ლექცია
გამორჩეული იყო არავერბალური კომუნიკაციის ლექცია, რომელიც პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავდა, ეს, ჩემთვის, ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო.
კურსის დასრულების შემდეგ
ბევრი რამ ვისწავლე და გავიგე ჩემთვის ძალიან საინტერესო სფეროს შესახებ. გავხდი უფრო თავდაჯერებული, რაც გამოიხატება იმაში, რომ უკვე შემიძლია მიღებული ცოდნის გამოყენება როგორც პროფესიაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
პროფესია - HR მენეჯერი
ამ პროფესიაში მომწონს ის, რომ გვიწევს ადამიანებთან ხშირი კომუნიკაცია, მათი მიღწევების თუ პრობლემების მოსმენა და სწორი უკუკავშირის მიცემა.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემია არის საუკეთესო ადგილი, სადაც შეგიძლიათ ზუსტად ის ცოდნა და გამოცდილება მიიღოთ, რომელიც აუცილებელია HR პროფესიაში. აკადემია გამოირჩევა კარგად ორგანიზებული გუნდითა და ეფექტური კომუნიკაციით.
ვიმედოვნებ, რომ სწორედ HR მენეჯმენტის კურსი იქნება ჩემი კარიერული განვითარების პირველი და მყარი საფეხური.
დარეგისტრირდი HR მენეჯმენტის კურსზე აქ.