"არ არსებობს იმაზე დიდი სიხარული, როდესაც შენი დაწერილი კოდი სრულყოფილად მუშაობს" - დავით მამულაძის შთაბეჭდილება
დავით მამულაძემ სმარტ აკადემიაში PYTHON დეველოპმენტის კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
“ჩემი მიზანი იყო კურსის სასწავლო მასალის მაქსიმალურად ათვისება, რაც ვფიქრობ, შევასრულე. დღეს, უკვე დამოუკიდებლად შემიძლია კურსის გნმავლობაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.”
კურსის განმავლობაში
კურსმა ნამდვილად გაამართლა ჩემი მოლოდინები. ვისწავლე პაითონის ძირითადი ნაწილი: პაითონის პროგრამირების ენის სინტაქსი და ინსტრუმენტები, ცვლადები, ლოგიკურ ოპერაციებთან და ალგორითმებთან მუშაობა, შეცდომების “ბაგების” დაჭერა კოდში და პროგრამის მდგრადობის გაზრდა.
ამ კურსის დახმარებით განმივითარდა ისეთი საჭირო უნარები, როგორებიცაა: ლოგიკური აზროვნება და Search skills.
ლექტორის შესახებ
მადლიერი ვარ ლექტორის. ის გასაგებ ენაზე გვიხსნიდა მასალას და ყველა დასმულ კითხვას სრულყოფილ და ამომწურავ პასუხს სცემდა. პროფესიონალიზმის გარდა, იუმორის გრძნობასაც არ უჩიოდა.
კურსის დასრულების შემდეგ
კურსის დასრულების შემდეგ არ მოვდუნებულვარ, დავიწყე მინი პროექტებზე მუშაობა, რადგან კურსზე მიღებული ცოდნა პრაქტიკით გამემყარებინა. ვცდილობ, მიღებული ცოდნის განმტკიცებას და საკუთარი თავის განვითარებას.
პროფესია - პროგრამისტი
პროგრამირება საინტერესო სფეროა, მას “აზარტულიც” შემიძლია ვუწოდო, რადგან ჩათრევა იცის. მერწმუნეთ, არ არსებობს იმაზე დიდი სიხარული, როდესაც შენი დაწერილი კოდი სრულყოფილად მუშაობს.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემიას დიდი მადლობას ვუხდი ასეთი შესაძლებლობისთვის. მისი შრომისმოყვარე გუნდი, ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს უწევს პოპულარიზაციას.
სმარტ აკადემიამ და PYTHON დეველოპმენტის კურსმა დიდი ზეგავლენა მოახდინეს ჩემს კარიერულ წინსვლაზე, რადგანაც მომცეს ის ცოდნა, რომელიც მჭირდებოდა მომავალი პროფესიის დაუფლებისთვის.
დარეგისტრირდი PYTHON დეველოპმენტის კურსზე აქ.