"ჩემს კარიერულ წინსვლაში სმარტ აკადემიის როლი განუზომელია" - თაკო გუგუნავას შთაბეჭდილება
თაკო გუგუნავამ სმარტ აკადემიაში სამი კურსი გაიარა, აქედან ერთ-ერთი მარკეტინგის პრაქტიკული კურსია, რომლის შესახებაც შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
“ჩემი მიზანი იყო მეტი გამეგო იმ შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ, რაც მარკეტერის მუშაობის პროცესს თან ახლავს.”
კურსის განმავლობაში
ბევრი რამ ვისწავლე და გავიგე ჩემთვის საინტერესო სფეროს შესახებ. მარკეტინგის პრაქტიკული კურსისგან მივიღე ის პრაქტიკული ცოდნა, რაც კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელებისთვისაა საჭირო. მე უკვე შემიძლია იმ საჭირო დოკუმენტების მომზადება, რომლებთანაც მარკეტერს ყოველდღიურად აქვს შეხება - საკომუნიკაციო გეგმის შედგენა, ბრიფის მომზადება, ბიუჯეტირება და ა.შ. ასევე გავიგე იმ ნიუანსების შესახებ, რომლებიც უფრო ეფექტურს ხდის კრეატიულ სააგენტოებთან მუშაობას. რაც მთავარია, გავიაზრე როგორ ვიპოვო ბაზარზე შესაფერისი ადამიანები, ვისთვისაც პროდუქტი თუ შეთავაზება საჭირო და გამოსადეგია.
კურსის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად განვივითარე კრეატიულად აზროვნების უნარი, დავიწყე შემოქმედებითად ფიქრი და ამ ფიქრების სწორად მიმართვა, რაც უფრო კრიტიკულ და კომპლექსურ მიდგომას გულისხმობს. ვფიქრობ, ჩემი ინტერესი, ცნობისმოყვარეობა და სიახლეების მუდმივი ძიება დამეხმარება კარგ მარკეტერად ჩამოყალიბებაში.
ლექტორის შესახებ
ქეთი არის საოცარი, უსაყვარლესი ადამიანი და ლექტორი. მისი ყველა ლექცია უსაზღვროდ საინტერესო იყო. ამომწურავად პასუხობდა ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებს და დავალებებზეც ამომწურავ უკუკავშირს გვაძლევდა, რაც უმნიშვნელოვანესია იმ ადამიანებისთვის ვინც ახლა სწავლობს. ის მაქსიმალურად ცდილობდა იმ ცოდნის გადმოცემას, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად დააგროვა. მისი პროფესიონალიზმი და ენთუზიაზმი კი კურსს უფრო ეფექტურს ხდიდა.
კურსის დასრულების შემდეგ
აქტიურად ვიყენებ მიღებული ცოდნას და გამოცდილებას. ვცდილობ, უფრო მეტად განვვითარდე და გავიზარდო კარიერულად.
პროფესია - მარკეტერი
მარკეტერის პროფესია საოცრად საინტერესო და შემოქმედებითია, მუდმივ სიახლეებთან და გამოწვევებთანაა დაკავშირებული. მომწონს მისი მრავალფეროვნება.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემიამ ახალი პროფესიის დაუფლების საშუალება მომცა. აკადემიის გუნდი გამოირჩევა მეგობრულობით, კომპეტენციითა და ორგანიზებულობით. გარდა იმისა, რომ გაძლევენ განათლებას, აქტიურად არიან ჩართულნი წარჩინებული სტუდენტების დასაქმებაში.
სმარტ აკადემიაში სამი კურსი გავიარე: კრეატიული კონტენტი და ქოფირაითინგი, სოციალური მედია მარკეტინგი და მარკეტინგი პრაქტიკაში. სამივე კურსმა შეავსო ერთმანეთი და მეტად გამიღრმავა ცოდნა. პირველი კურსის შესწავლის შემდეგ გავიარე სტაჟირება ციფრულ სააგენტო - Smart Web-ში, შემდეგ კი დავსაქმდი სმარტ აკადემიაში კონტენტის კრეატორად და ქოფირაითერად. ამიტომ, ჩემს კარიერულ წინსვლაში სმარტ აკადემიის როლი განუზომელია.
დარეგისტრირდი მარკეტინგის პრაქტიკულ კურსზე აქ.