მთავარიბლოგიმრავალფეროვანი სილაბუსი, სფეროს წამყვანი სპეციალისტები და წვდომა დამატებით მასალებზე - სტუდენტი FRONT-END DEVELOPMENT-ის კურსის შესახებ

მრავალფეროვანი სილაბუსი, სფეროს წამყვანი სპეციალისტები და წვდომა დამატებით მასალებზე - სტუდენტი FRONT-END DEVELOPMENT-ის კურსის შესახებ

24 წლის ალინა ბრეგვაძე თერჯოლის რაიონის სოფელ საზანოდანაა. განათლებით ეკონომისტია, თუმცა კარიერის გაგრძელებას კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით გეგმავს. ამ სფეროთი ის წლების წინ დაინტერესდა, დღეს კი სმარტ აკადემიაში FRONT-END DEVELOPMENT-ს ეუფლება:

„კომპიუტერული მეცნიერებებით რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი, როდესაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ პროექტში მონაწილეობა მივიღე. გარდა ინფორმაციული და საინტერესო ლექციებისა, გავიცანი კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით მომუშავე წარმატებული ქალები, რის შემდეგაც ჩემი ინტერესი ამ მიმართულების მიმართ, კიდევ უფრო გაიზარდა. ეს ალბათ, იმიტომ, რომ გენდერული ნიშნით პროფესიის არჩევა კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება, მით უფრო, ჩემს თაობაში. სკოლის მოსწავლეობის დროს, მე და ჩემი თანატოლი გოგონები სამომავლო პროფესიებად არ განვიხილავდით ისეთ სფეროებს, როგორიც კომპიუტერული მეცნიერებებია. არ ვიცოდით, რამდენად ღირებული და პერსპექტიულია IT სფეროს პროფესიები. 


დღესაც, ჩემ ირგვლივ, გოგოები პროფესიის არჩევისას, წნეხში ექცევიან. მესმის ყველა იმ ქალის, ვინც მსგავსი სტერეოტიპების მსხვერპლი გამხდარა. მათ ვეტყოდი, პროფესიის არჩევისას, მიენდონ საკუთარ ინტუიციას და გაითვალისწინონ საკუთარი ინტერესები თუ უნარები“. 


არც ისე დიდი ხნის წინ, ალინამ თავისი ინტერესების გათვალისწინებით, ახალი უნარების ათვისება დაიწყო. ის სმარტ აკადემიაში Front-End Development-ს ეუფლება. აქ კონკურსის გზით მოხვდა. 

ალინა ქალთა გაძლიერების ორგანიზაცია „მოძრაობა ცვლილებისთვის-MFC“-ის მიერ განხორციელებული პროექტის „პროფესიას არ აქვს გენდერი“ გამარჯვებულია. პროექტის მიზანი ქალთა განათლების გზით ეკონომიკური გაძლიერების პრეცედენტის შექმნაა. პროექტი ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს. კონკურსში 180 აპლიკანტი მონაწილეობდა, რომელთაგან 5-ს, საუკეთესო შედეგებით, სმარტ აკადემიაში 6-თვიანი განათლება დაუფინანსდა.

 სწორედ ამ 5-ეულს შორისაა  ალინა:

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებულმა პროცესებმა, დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩვენგანის განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედა და სამომავლო პროფესიის ღირებულებაზე დაგვაფიქრა. მე კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით ინტერესი კიდევ უფრო გამიღრმავდა და დამოუკიდებლად, რაღაცების სწავლა დავიწყე, მაგრამ ინტერნეტსივრცეში არსებული ინფორმაციის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა. 

ახლა, ალბათ, წარმოგიდგენიათ, რამდენად დიდი იქნებოდა ჩემი ინტერესი MFC-ის პროექტისადმი. გამარჯვებამ კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით ამავსო. ჩემთვის საინტერესო და ამასთან, მოთხოვნადი სფეროს სიღრმისეულად შესწავლას მთელი პასუხისმგებლობით ვეკიდები. 


ლექციები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ამ მცირე პერიოდში, უკვე ვხედავ, თუ როგორ გაიზარდა ჩემი ცოდნა და უნარები Front-End development-ის მიმართულებით.

სწავლა/სწავლება მხოლოდ სილაბუსით არ შემოიფარგლება. უფრო და უფრო მეტ საინტერესო მასალაზე მაქვს წვდომა, რასაც ჩემით ვერ ვიპოვიდი. ამასთან, საშუალება მაქვს გავიცნო სფეროს წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც მუდმივად გვამოტივირებენ და სიამოვნებით გვიზიარებენ ცოდნას. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე თვეში ამ სფეროს საფუძვლიანად შევისწავლი, შემდეგ კი ამ მიმართულებით კარიერაზე ფიქრის მოტივიც მექნება". 


Front-End Development საბაზისო კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს აქ.


აგრეთვე წაიკითხეთ:

დიფერენციალებიდან ალგორითმებამდე - გაიცანით გოგონა, რომელიც პროფესიულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
„პროფესიას არ აქვს გენდერი“ - 5 გამარჯვებულ გოგოს სმარტ აკადემიაში სწავლა დაუფინანსდა



სხვა სტატიები >>