„კურსის განმავლობაში შეძენილი უნარებისა და პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზის სწავლით განსხვავებული სირთულის მქონე პროექტებზე მუშაობა ბევრად მიადვილდება“, - შოთა ქათამაძე.
შოთა ქათამაძემ სმარტ აკადემიაში Python დეველოპმენტის კურსი გაიარა, ახლა კი კურსის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს:
„ჩემი მიზანი იყო, გამეღრმავებინა ცოდნა და მენახა, როგორ გამოიყენება Python დეველოპმენტი სხვადასხვა მიმართულებაში“.
კურსის განმავლობაში
ვისწავლე, როგორ გამოიყენება Python დეველოპმენტი სხვადასხვა მიმართულებაში და როგორ მუშაობს ის მომიჯნავე ტექნოლოგიებთან. მომეცა შესაძლებლობა, გამეღრმავებინა არსებული ცოდნა, Python-ისთვის და ზოგადად პროგრამირებისთვის კი სხვა კუთხით შემეხედა.განვივითარე პრობლემების თანმიმდევრულად გადაჭრისა და კოდის სტრესულ სიტუაციაში წერის უნარები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ამოცანის დროულად და ეფექტურად შესრულებაში დამეხმარება.
ლექტორის შესახებ
მიშა თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია როგორც პროგრამირებაში, ასევე პედაგოგიკაში. მას ახსნისა და გადმოცემის არაჩვეულებრივი უნარი აქვს. იგი ყოველთვის მზად არის, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაგიზიაროს.გამორჩეული ლექცია
ჩემთვის გამორჩეული ლექცია იყო ვებ პარსინგზე, რომელზეც ვებიდან მონაცემების ლეგალურად წამოღება-დამუშავება და გაფილტვრა ვისწავლე სხვადასხვა მოთხოვნისა და კრიტერიუმის შესაბამისად.კურსის დასრულების შემდეგ
გავხდი მეტად დისციპლინირებული და დამოუკიდებელი. კურსის განმავლობაში შეძენილი უნარებისა და პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზის სწავლით განსხვავებული სირთულის მქონე პროექტებზე მუშაობა ბევრად მიადვილდება, რაც გაცილებით პროდუქტიულს მხდის.სმარტ აკადემია
სმარტ აკადემიამ და მისმა გუნდმა, რომელიც მუდმივად გვერდში გიდგას და ყოველთვის მზად არის დახმარებისთვის, უფრო დიდი მოტივაცია და შანსი მომცა შემდგომი განვითარებისთვის.სმარტ აკადემიაში მომეცა შესაძლებლობა, წარმომეჩინა საკუთარი თავი და მომეპოვებინა რეკომენდაცია, რომელიც შემდგომი კარიერული ნაბიჯების გადადგმას უფრო მეტად გამიადვილებს.