ეს კურსი კარიერის დაგეგმვასა და პროფესიულ წინსვლაში დამეხმარა - კურსდამთავრებულის დასაქმების ისტორია
21 წლის ანი წიქრიძე ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია, უნივერსიტეტში მიმართულების არჩევის დრო ჯერ არ დამდგარა, თუმცა შემდეგი რამდენიმე წლის კარიერული გეგმები უკვე დაწყობილი აქვს. მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებას შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულებით აპირებს. სამომავლო პროფესიაში ეჭვი აღარ ეპარება, რადგან უნარების ამ მიმართულებით მოსინჯვა დაწყებული აქვს და თვლის, რომ ეს ზუსტად ის სფეროა, სადაც საკუთარი თავი წარმოედგინა. ამაში კი მას სმარტ აკადემიაში გავლილი HR მენეჯმენტის კურსი დაეხმარა:
„სმარტ აკადემია ორიენტირებული იყო არა მხოლოდ ცოდნის გაზიარებაზე, არამედ სტუდენტების კარიერულ წინსვლაზეც. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, სმარტ აკადემიამ თავად დამასაქმა“, - ამბობს ანი ენთუზიაზმითა და საკუთარ თავში დარწმუნებით. ჩვენ კი მის ამბავს თავიდან მოგითხრობთ.
S: უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, დამატებითი კურსის გავლა რატომ გადაწყვიტე?
მინდოდა, მეტი გამეგო იმ საქმის შესახებ, რასაც სამომავლო პროფესიად ვთვლიდი. ერთია საუნივერსიტეტო ცოდნა, რაც დროში გაწელილთან ერთად, ძირითადად, თეორიული მასალით შემოიფარგლება და მეორეა - პრაქტიკული ცოდნა, რომლის მიღების მეტი შანსი მოკლევადიან სასწავლო კურსებზე გვაქვს. ამიტომ გადავწყვიტე, დამატებითი უნარებისა და კომპეტენციის შეძენა სხვა სივრცეში მეცადა.
S: რა არის კურსის და სმარტ აკადემიის მთავარი ღირებულება?
გარდა მიღებული თეორიული ცოდნისა, პიროვნული უნარ-ჩვევებიც გამიუმჯობესდა. მაგალითად, კითხვების დასმის კომპლექსი დავძლიე. ლექტორი მუდმივად ცდილობდა ჩვენთვის ამის საბაბი მოეცა და გვარწმუნებდა, რომ მრავალფეროვანი პასუხები კითხვის ავტორებსაც გაგვაკვირვებდა.
რაც შეეხება ლექტორს, მისი პროფესიონალიზმი და დიდი გამოცდილება იგრძნობოდა, როგორც ინფორმაციის გადმოცემის პროცესში, ისე დავალებების ჩაბარების შემდეგ, უკუკავშირის დროს.
სასიამოვნოდ გამაოცა სმარტ აკადემიის მუდმივმა ჩართულობამ სწავლა/სწავლებისა და სტუდენტთა განვითარების პროცესში. დამატებითი კომფორტი აღმოჩნდა, ლექციების ჩანაწერები, რომელსაც სმარტ აკადემიის ადმინისტრაცია ყოველი ლექციის შემდეგ ელ-ფოსტაზე გვიზიარებდა. ამან საბოლოო პროექტზე მუშაობა გამიმარტივა, რადგან საშუალება მომეცა გავლილი მასალისთვის გადამეხედა და ის დეტალები, რაც ადრე გამომრჩა, გამეთვალისწინებინა.
S: როგორ განვითარდა შენი კარიერა კურსის დასრულების შემდეგ?
დასაქმება გამოცდილების გარეშე რომ საყოველთაო პრობლემაა, ეს ახალი ამბავი აღარაა. იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვარ, სამსახურს ვერ ვპოულობდი. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კი, სმარტ აკადემიამ ჩემი კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლებაზე დაიწყო ზრუნვა და სმარტ აკადემიაში შემომთავაზეს სტაჟირება ადამიანური რესურსების მიმართულებით, სტუდენტთა კარიერული განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ აკადემიას ჩემს კარიერულ წინსვლაში განუზომლად დიდი წვლილი მიუძღვის. ახლა ზუსტად ვიცი, რა მინდა სამომავლოდ და რა მიმართულებით გავაგრძელებ სწავლას.
S: და რა არის ეს მიმართულება?
ვგეგმავ, მაგისტრატურაზე შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულებით ჩავაბარო. მოცემულ პოზიციაზე დასაქმება კი დიდ წინაპირობას მიქმნის. მუშაობის პროცესში ვსწავლობ ოფიციალური წერილების დახვეწილად წერას, სტუდენტებსა და მათ კარიერაზე ზრუნვას, ჯგუფურ პროექტებში ჩართვას და დროის მენეჯმენტს.
რაც მთავარია, ვგრძნობ ორგანიზაციაში ჩემს როლს და ვსწავლობ, როგორ ინერგება ორგანიზაციული კულტურა, როგორ ნაწილდება შრომა ორგანიზაციაში. ახლა ვაგროვებ „მსუყე“ გამოცდილებას, რაც დამეხმარება როგორც სწავლის, ასევე სამომავლოდ პროფესიულ წინსვლაში.
შეჯამებისთვის - სმარტ აკადემიამ ყველაზე მნიშვნელოვანი აგური დადო ჩემი კარიერის მშენებლობაში და აქ HR მენეჯმენტის კურსის გავლა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებად დარჩება.
თუ ანის ისტორია, შენთვის ინსპირაციულია, იცოდე, რომ HR მენეჯმენტის კურსზე ადგილი შენთვისაცაა. შემოგვიერთდი აქ.
წაიკითხე:
„HR მენეჯმენტის კურსის გავლის შემდეგ, თეგეტა მოტორსში მოვხვდი“ - კურსდამთავრებულის ისტორია