მთავარიბლოგი,,სასწავლო პროგრამა თანმიმდევრულად ასახავს იმას, თუ რა შეიძლება გამოგვადგეს სამომავლოდ'', - სტუდენტის შთაბეჭდილება

,,სასწავლო პროგრამა თანმიმდევრულად ასახავს იმას, თუ რა შეიძლება გამოგვადგეს სამომავლოდ'', - სტუდენტის შთაბეჭდილება

ლაშა ჯანჯღავა სმარტ აკადემიაში, ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსზე, სწავლობს. იქიდან გამომდინარე, რომ  მობილური აპლიკაციებისა და ვებ-გვერდების აქტიური მომხმარებელია, ლაშამ გადაწყვიტა, ეს პროფესია სიღრმისეულად შეისწავლოს.

,,სმარტ აკადემიაში ციფრული პროდუქტების ტესტირებას ვსწავლობ. Ამ პროფესიის შესახებ ჩემმა მეგობარმა მაცნობა, რომელიც IT სფეროში საკმაოდ დიდი ხანია, რაც მუშაობს. მობილური აპლიკაციებისა და ვებ გვერდების  ვარ აქტიური მომხმარებელი ვარ, ამიტომ გადავწყვიტე, უფრო პროფესიონალურ დონეზე ჩავღრმავებოდი ამ სფეროს.’’

კურსის განმავლობაში

ვისწავლე, ზოგადად რას წარმოადგენს ეს პროფესია, როგორ წარვმართო სწორი ტესტირება სხვადასხვა გამოწვევის მქონე პროექტისთვის, როგორ ხდება მობაილ აპლიკაციებისა და ვებ გვერდების ტესტირება და როგორ შევადგინო სწორი დოკუმენტაცია ტესტირების პროცესის დროს.

რაც შეეხება სასწავლო პროგრამას - იგი თანმიმდევრულად ასახავს იმას, თუ რა შეიძლება გამოგვადგეს სამომავლოდ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვაქვს დამატებითი მასალები, როგორებიც არის: ტესტირების ავტომატიზაციის მასტერკლასი, ასევე SEO ტესტირება და ამ მიმართულებითაც შეგვიძლია სამომავლოდ წასვლა.

რასაც მე პირადად ძალიან ველოდები, ეს არის კურსის ბოლო ორი ლექცია, რომლებიც გასაუბრების სიმულაციასა და შეძენილი უნარების მიხედვით CV-ის შედგენას ეხება. სმარტ აკადემიის კარიერული განვითარების მენეჯერები ჩვენ  ლინკდინის პროფილის სწორად რედაქტირებაშიც დაგვეხმარებიან. 

ამ კურსის განმავლობაში განვავითარე კრიტიკული აზროვნება, ვისწავლე სწორი კითხვების დასმა. ყველანაირი გარემოა შექმნილი, რომ სტუდენტებმა თავიანთი კითხვებით საკუთარი თავი წარმოაჩინონ. რაც მთავარია, ჩვენს თითოეულ შეკითხვაზე ლექტორები ამომწურავ პასუხს გვცემენ.

ლექტორის შესახებ

რაც შეეხება ლექტორს - თაკო არის ძალიან ნიჭიერი და განათლებული ადამიანი, რომელიც შენ მიმართ ყოველთვის მეგობრულად არის განწყობილი. მაქსიმალურად გწურავს, გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ შენი კრიტიკული აზროვნება განავითარო, გიქმნის მაქსიმალურ პირობებს, რომელთაც შეიძლება, მომდევნო სამსახურში გადაეყარო, გიზიარებს დამატებით მასალას და თავისი მოვალეობის შესრულების დროს ბოლომდე იხარჯება.

პროფესია - პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი

რაც ამ პროფესიაში მომწონს არის ის, რომ შესაძლებლობა გაქვს, წვლილი შეიტანო პროდუქტის ხარისხის განვითარებაში, იმუშაო დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან და შეეხო უამრავ კომპლექსურ პროექტს. მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულება ძალიან სწრაფად ვითარდება და მასთან ერთად შენც ძალიან სწრაფად ვითარდები.

იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ სფეროთი, ვეტყვი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სფეროში მუშაობენ - ერთადერთი ის არის მნიშვნელოვანი, რომ მობილური აპლიკაციებისა და ვებ გვერდების აქტიური მომხმარებლები იყვნენ.

სმარტ აკადემია

ეს არის ძალიან მეგობრულად განწყობილი ადამიანების გუნდი, რომელიც სტუდენტებზეა ორიენტირებული. მათი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ ჩემთვის ძალიან თვალშისაცემია

სხვა სტატიები >>