6 მიზეზი, რატომ კორპორატიული გაყიდვები
კორპორატიული გაყიდვის ტრენინგების მიზანია თქვენი გუნდი ისეთი უნარებით აღჭურვოს, რომელიც მათ დაეხმარება ეფექტურად გაყიდონ პროდუქტი და სერვისი, დადონ ახალი შეთანხმებები და შექმნან გაყიდვების ახალი სტრატეგია. ბიზნესის არც თუ ისე დიდი ნაწილი არის დაინტერესებული თავისი გუნდის დატრენინგებაზე, რადგან ამას არაფრისმომცემ ხარჯად განიხილავენ. კორპორატიული გაყიდვების ტრენინგები, სინამდვილეში, ნამდვილად ღირს ის ფული, რომელსაც მასში დებენ შემდეგი მიზეზების გამო:
1. მზარდი შემოსავალი
როცა ტრენინგის შემდეგ თქვენი გუნდი სწორი უნარებით „შეიარაღდება“, საბოლოოდ, თქვენი გასავალი მზარდ მოგებად გადაიქცევა, რადგან გაიზრდება გაყიდვების რაოდენობა. ფორმალური ტრენინგები გაუხსნის თქვენს გუნდს გზას, რომელიც მანამდე წარმოადგენდა გამოწვევასა და დაბრკოლებას გაყიდვების პროცესში.
2. ეხმარება წინაღობების დაძლევაში
დიდი ალბათობაა იმისა, რომ გაყიდვების წარმომადგენლები გადააწყდებიან მომხმარებლებს, რომლებსაც ექნებათ პრეტენზიები პროდუქტის, ან სერვისის შესახებ. ეს კარგის ნიშანია, რადგან გულისხმობს იმას, რომ კლიენტი, რეალურად არის დაინტერესებული პროდუქტით. გაყიდვების ტრენინგების ხარჯზე, თქვენი გუნდის წევრები წინასწარ შეძლებენ განსაზღვრონ ის წინააღმდეგობები, რომლებსაც შეიძლება გადააწყდნენ და შესაბამისად, გაუადვილდებათ მათი მოგვარება.
3. გუნდი შეიძენს სპეციფიკურ ცოდნას სერვისისა და პროდუქტის შესახებ
ტრენინგის დასრულების შედეგად, თქვენს თანამშრომლებს ეცოდინება უფრო მეტი იმ პროდუქტისა და სერვისის შესახებ, რომელსაც თქვენი კომპანია სთავაზობს კლიენტებს. ამ სახის ცოდნა მათ დაეხმარება კლიენტებთან ეფექტურ კომუნიკაციაში. მათ შეეძლებათ უპასუხონ კლიენტის მიერ დასმულ ნებისმიერ კითხვას პროდუქტის შესახებ, რაც გამოიწვევს უფრო მეტ ნდობას. ნდობა კი უმთავრესი ატრიბუტია, რომელიც ეხმარება ბიზნესს გადარჩენაში მაღალი კონკურენციის პირობებში.
4. მოტივაცია
კორპორატიული გაყიდვების ტრენინგი მისცემს მოტივაციას თქვენს გაყიდვების გუნდს, რომ იმუშაონ უფრო მეტი და გახდნენ უფრო თავდაჯერებულნი პერფორმანსში. ეს შედეგი კი დადგება იმის საფუძველზე, რომ ისინი მიიღებენ ცოდნას, რომელიც აქამდე არ ჰქონდათ და განახლებული ენთუზიაზმით მიუდგებიან თავიანთ საქმეს. კომპანია კი ამის შედეგად უფრო მეტ მოგებას მიიღებს.
5. ისინი ისწავლიან როგორ დახურონ მოლაპარაკება
კარგი გაყიდვების ტრენინგი, დაეხმარება თქვენს გუნდს რომ შეისწავლონ მომხმარებლის ქცევა, რაც უზრუნველყოფს მათ მიერ პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. თუ გუნდს არ ესმის, რატომ ყიდულობს ხალხი თქვენს პროდუქტს, მაშინ შეუძლებელია მოლაპარაკების ეფექტურად დახურვა. კორპორატიული გაყიდვების ტრენინგის ხარჯზე, გაყიდვების გუნდი უკეთ შეძლებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც მომხმარებელი კომფორტულად შეძლებს პროდუქტის შეძენას.
6. გუნდი ისწავლის, თუ როგორ შეამოკლოს გაყიდვების ციკლი
გაყიდვების ციკლი, რომელიც ძალიან გრძელი შეძლება აღმოჩნდეს, კომპანიის საკმაოდ დიდ რესურსს ხარჯავს. ამიტომ, ბიზნესმა უნდა აითვისოს სხვადასხვა გზები, რომლის საშუალებითაც შეძლებს ამ ციკლის შემცირებას და მეტი მოგების მიღებას. გაყიდვების ტრენინგი დაეხმარება თქვენს გუნდს, რომ მოიძიონ უფრო მეტი მსხვილი, რეალური კლიენტი ნაკლებ დროში.
შეჯამების სახით, კორპორატიული გაყიდვების ტრენინგი უზრუნველყოფს, რომ თქვენმა გაყიდვების გუნდმა უფრო თანმიმდევრულად და ეფექტურად დახუროს გაყიდვები და უშედეგოდ არ დაიხარჯოს კომპანიის რესურსები.
გაიგე მეტი კურსის შესახებ აქ