მთავარიბლოგისმარტ აკადემიაში 14 ახალი კურსი დაემატა

სმარტ აკადემიაში 14 ახალი კურსი დაემატა

 

ახალ სასწავლო სეზონს, სმარტ აკადემიაში, განახლებული ძალებით და ენერგიით ვხვდებით. 

ჩვენთან 40-ზე მეტი მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიიდან შენთვის სასურველს აუცილებლად აღმოაჩენ.

ამჟამად, ოთხი სასწავლო მიმართულებიდან 14 ახალ კურსს გთავაზობთ, გაეცანი თითოეული მათგანის აღწერას და შეარჩიე შენთვის სასურველი

ინფორმაციული ტექნოლოგიები

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია 

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტს შესაძლებლობა ექნება პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთოს - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზებული ტესტების შექმნით JavaScript - ის გამოყენებით.

MERN STACK დეველოპმენტი (REACTJS & NODE.JS)

MERN (Mongo, Express, React.js, Node.js) Stack დეველოპმენტის კურსზე სტუდენტი შეისწავლის მყარ ფუნდამენტზე React.js და Node.js-ზე დაფუძნებულ მცირე და საშუალო ზომის web აპლიკაციების შექმნას. კურსის მიზანია მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.

მენეჯმენტი

IT პროექტების მართვა

IT პროექტების მართვის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს და პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები. აღნიშნული კურსი სტუდენტს მისცემს შესაძლებლობას მართოს პროექტები და შეძლოს სირთულეებთან გამკლავება.

IT ბიზნეს ანალიტიკა 

კურსი განკუთვნილია IT ბიზნეს ანალიტიკით დაინტერესებული პირებისთვის. მათთვის, ვისაც სურვილი აქვს დაიწყოს სვლა აღნიშნული კარიერული მიმართულებით ან/და არის საწყის ეტაპზე. კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით და თითოეული მოდული დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის პრაქტიკულ გამოცდილებაზე.

PRODUCT OWNER

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს ესმოდეს Scrum Framework და შეძლოს მისი გამოყენება ღირებული პროდუქტის შესაქმნელად. კურსის განმავლობაში ყურადღება გამახვილებული იქნება შემდეგ საკითხებზე: Scrum Framework, პროდუქტის ხედვა და ბექლოგის მართვა, რელიზების მართვა, Stakeholder-თან კომუნიკაცია, პროცესის მართვისთვის საჭირო ინსტრუმენტები.

p color="#f2c314">მარკეტინგი 

p color="#f2c314">

HR მარკეტინგი & დამსაქმებლის ბრენდინგი

HR მარკეტინგის კურსში სტუდენტი გაეცნობა დამსაქმებლის ბრენდის შექმნის პრინციპებს. კურსის ფარგლებში, ასევე განვიხილავთ დამსაქმებლის ბრენდინგის მნიშვნელობას ციფრულ ეპოქაში, თუ როგორ უნდა ააშენონ ბრენდები ორგანიზაციებმა და როგორ გაზომონ დამსაქმებლის ბრენდინგის ეფექტიანობა.

კურსის ბოლოს სტუდენტი შეძლებს სხვადასხვა მარკეტინგული ხელსაწყოს დახმარებით კორპორაციული კულტურის ბრენდირებას, როგორც კომპანიის შიგნით, ისე კომპანიის გარეთ. გაეცნობა ტალანტების მოზიდვისა და მართვის ეფექტურ მეთოდებს.

მარკეტინგი და თანმიმდევრული კომუნიკაცია

კურსი შექმნილია დამწყები მარკეტერებისთვის და ასევე, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც მარკეტინგის სფეროში მოგზაურობა საინტერესო თავგადასავლად მიაჩნია.

სწავლის პროცესში სტუდენტი ჩაუღრმავდება იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რაც მარკეტერისა და კრეატიული სააგენტოს კამპანიებზე ერთად მუშაობის პროცესში ჩნდება. კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტი მზად იქნება კამპანიების დაგეგმვა-განხორციელებისა და კრეატიულ სააგენტოებთან ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.

ქოფირაითინგი 

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტმა შეძლოს საკომუნიკაციო იდეების გენერირება და მათი ტექსტუალურად გამართვა.

კურსის ბოლოს სტუდენტს ეცოდინება სცენარის, სლოგანის და სხვა სახის საკომუნიკაციო ტექსტების ლაკონიურად და გამართულად წერა. საბოლოოდ კი ყველაფრის ერთად თავმოყრა და სარეკლამო კამპანიად ქცევა. 

დიზაინი

AFTER EFFECTS - MOTION DESIGN

კურსის მიზანია სტუდენტს გააცნოს ანიმაციის ძირითადი პრინციპები, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკა, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობა და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირება.

კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს  2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვას და ანიმირებას. თავისუფლად შეძლებს სხვადასხვა ორგანიზაციაში, კომპანიაში ან სარეკლამო სააგენტოში დასაქმებას, სადაც ეფექტურ და თანამედროვე ანიმაციური ვიდეო რგოლებს შექმნის. 

ციფრული მხატვრობა

დამწყებ ილუსტრატორებს და მხატვრებს სმარტ აკადემია საინტერესო კურსს გთავაზობთ. 

კურსის ციფრული მხატვრობა მიზანია სტუდენტს მიმდინარე ტენდენციები და ილუსტრაციის შექმნის მთლიანი პროცესი გააცნოს. ბრიფის მიღებით დაწყებული, გრაფიკული რედაქტორების Adobe Photoshop-ის და Adobe Illustrator-ის გამოყენებით გაგრძელებული და საბოლოო ნამუშევრის შექმნით დასრულებული, სტუდენტს საშუალება ექნება მომავალში ციფრული ილუსტრატორის მიმართულებით განაგრძოს განვითარება.

3D პერსონაჟების შექმნა თამაშებისთვის

აღნიშნულ კურსში სტუდენტი მზა, რეალური და ღირებული ციფრული პროდუქტის შექმნას ისწავლის, რომელიც გამოიყენება თამაშებში და იყიდება სხვადასხვა ციფრულ მარკეტებზე.

მსმენელებს ექნებათ ერთი დასრულებული პერსონაჟი პორტფოლიოში და 

შეძლებენ დამატებითი და საჭირო ცოდნის მარტივად მოძიებასა და ათვისებას.

ვიზუალური ბრენდინგი და არტ დაირექშენი

კურსის მიზანია სტუდენტმა მეტი შესაძლებლობა დაინახოს დიზაინის პროცესში, აიმაღლოს კრეატიული ფიქრის უნარი და უფრო ნათლად და ორგანიზებულად შეძლოს სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროცესს გაუძღვეს, როგორც მარტო, ასევე, გუნდთან მუშაობის დროს.

კურსის მსმენელი შეძლებს თამამი და საჭირო დიზაინ გადაწყვეტილებების მიღებას სამუშაო პროცესში, ასევე სხვადასხვა ხასიათის ბრიფზე, ტექნიკაზე და ბრენდის ვიზუალურ კონცეფციაზე მუშაობას. სტუდენტი ისწავლის ბრენდის ლოგოსა და ვიზუალური იდენტობის შემუშავებას და არტ-დირექტორისთვის საჭირო ტექნიკურ და თეორიულ უნარებს დაეუფლება.

ციფრული ხატვა ბავშვებისთვის

ილუსტრატორის სხვადასხვა ხელსაწყოების და ხატვის საბაზისო ცოდნის დახმარებით კურსის მსმენელი შეძლებს მარტივი პერსონაჟებისა და მათთვის შესაფერისი სცენის დახატვას.

კურსის ბოლოს სტუდენტს  ეცოდინება „Adobe Illustrator”- ში ხატვისთვის საჭირო ხელსაწყოები, ხატვის საბაზისო წესები და მარტივი ფორმებით ხატვა.

სმარტ აკადემიის სტუდენტები კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ იღებენ სერტიფიკატს, გადიან პრაქტიკას და სასურველ პოზიციებზე საქმდებიან.

დროა ახალი სასწავლო წელი პროდუქტიულად დაიწყო.

და შენ რომელ კურსს ირჩევ?

სხვა სტატიები >>