მთავარიბლოგი,,სმარტ აკადემია სტუდენტებზე მორგებული გარემო და პროფესიონალთა გუნდია. ვფიქრობ, მათი წარმატების ფორმულაც სწორედ ეს არის''

,,სმარტ აკადემია სტუდენტებზე მორგებული გარემო და პროფესიონალთა გუნდია. ვფიქრობ, მათი წარმატების ფორმულაც სწორედ ეს არის''

 თამარ არევაძემ სმარტ აკადემიაში რიგით მეორე კურსი გაიარა. ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსის გავლის შემდეგ თამარმა ცოდნის გასაღრმავებლად Oracle SQL- მონაცემთა ბაზების კურსიც შეისწავლა. ვნახოთ, რას გვიყვება თამარი კურსის შესახებ

,,ჩემი მიზანი ბაზების კუთხით ცოდნის გაღრმავება და საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა იყო’’

კურსის შესახებ

სიახლის, ცოდნის გაღრმავებისა და საინტერესო ლექციების მოლოდინი მქონდა, რაც გამართლდა - კურსის განმავლობაში ვისწავლე ყველა ის საჭირო და აუცილებელი პრინციპები, რომლებიც პრაქტიკულ მუშაობაში დამეხმარება

ჩემთვის, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერისთვის, მონაცემეთა ბაზების კუთხით ცოდნის გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უფრო საფუძვლიანად და დეტალურად შევძლო პროდუქტის გატესტვა

ლექტორის შესახებ

ბატონო იოსებ ბერიძე, უდაოდ, თავის საქმის პროფესიონალია. ძალიან მეგობრულია. აღსანიშნავია მისი ახსნისა და გადმოცემის უნარიც. მიხარია, რომ სწორად მასთან მომიწია კურსის გავლამ

გამორჩეული ლექცია

გამიჭირდება რომელიმე კონკრეტული ლექციის გამოყოფა, რადგან ყველა ლექცია პრაქტიკულ მაგალითებს ეფუძნებოდა, რაც მოსმენის პროცესს თავისთავად სასიამოვნოსა და საინტერესოს ხდიდა

კურსის დასრულების შემდეგ

დაგროვილ ცოდნას პრაქტიკაში აუცილებლად გამოვიყენებ

პროფესია - პროგრამისტი

დღეს მონაცემები ყველგანაა. ყველა კომპანია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იყენებს SQL-ის ამა თუ იმ ფორმას მონაცემთა ბაზების დასამუშავებლად

სმარტ აკადემია

ეს არის სტუდენტებზე მორგებული გარემო და პროფესიონალთა გუნდი. ვფიქრობ, მათი წარმატების ფორმულაც სწორედ ეს არის

სმარტ აკადემიასთან უკვე მეორედ მაქვს შეხება და მადლობა თქვენ, რომ კიდევ ერთხელ დამარწმუნეთ საკუთარ შესაძლებლობებში. რაც უფრო ძლიერია მოლოდინი, მით უფრო სასიამოვნოა მოლოდინის გამართლებაც

Oracle SQL - მონაცემთა ბაზების საწყისების კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს აქ


სხვა სტატიები >>