React VS Angular (რომელი უნდა აირჩიო 2024 წელს)
გაეცანი ბლოგს და გაიგე რა განსხვავებებია React-სა და Angular-ს შორის.
1.
React, რომელიც Facebook-მა შექმნა, JavaScript-სა და TypeScript-ზე დაფუძნებული open source ბიბლიოთეკაა, რომლითაც ინტერფეისის კომპონენტები იქმნება.
Angular, რომელიც Google-მა შექმნა, TypeScript-ზე დაფუძნებული open source სტრუქტურული ფრეიმვორქია, რომელსაც დინამიური ვებ აპლიკაციების შესაქმნელად იყენებენ.
2.
React მსუბუქი ბიბლიოთეკაა, რომელიც ინტერფეისის კომპონენტების შექმნაში გვეხმარება ვირტუალური DOM-ისა და JSX სინტაქსის გამოყენებით.
Angular ყოვლისმომცველი ფრეიმვორქია, რომელიც გვთავაზობს მრავალ ისეთ ფუნქციას, როგორიცაა: მონაცემის ორმხრივად ჩაბმა, TypeScript-ის მხარდაჭერა, MVC არქიტექტურა და dependency-ს ინექცია.
3.
React, ძირითადად, გამოიყენება ისეთი ინტერაქციული ინტერფეისის კომპონენტების შესაქმნელად, რომელთაც ცვალებადი მონაცემები გააჩნიათ.
Angular გამოიყენება ისეთი რთული აპლიკაციების შესაქმნელად, როგორიცაა პროგრესული ვებ აპლიკაციები და ერთგვაროვანი აპები.
4.
React ხშირად გამოიყენება დამოუკიდებელი კომპონენტებისგან ინტერფეისის შესაქმნელად ერთგვერდიანი აპლიკაციებისთვის.
Angular გამოიყენება HTML და TypeScript-ის მეშვეობით ერთგვერდიანი აპლიკაციების შესაქმნელად.
5.
React ფართოდ გამოიყენება ხელახლა გამოყენებადი HTML ელემენტების შესაქმნელად Front-end დეველოპმენტში.
Angular არის MEAN სტეკის ნაწილი და თავსებადია კოდის მრავალ რედაქტორთან. იგი ხშირად გამოიყენება დინამიური ვებსაიტის და ვებ აპლიკაციების შესაქმნელად.
React VS Angular: როდის ავირჩიოთ რომელი?
აირჩიე React, როდესაც:
გაქვს კარგი გამოცდილება HTML, CSS და JavaScript-ში.
გსურს შექმნა უნიკალური აპლიკაცია.
გჭირდება რამდენიმე event-იანი აპლიკაცია.
გჭირდება ხელახლა გამოყენებადი ელემენტები შენს აპლიკაციაში.
აირჩიე Angular, როდესაც:
გსურს შექმნა ფუნქციებით მდიდარი დიდი აპლიკაცია.
გსურს ააწყო მარტივი და საშუალო სირთულის აპლიკაციები.
თუ გაქვს C#, Java და Angular-ის კარგი ცოდნა.
მოკლედ, რომელია უკეთესი?
მთლიანობაში, ორივე შესანიშნავია, თანამედროვე მობილური და ვებ აპლიკაციების შესაქმნელად, კომპონენტებზე დაფუძნებული არქიტექტურით. არჩიე ის, რომელიც საუკეთესოდ შეეფერება პროექტის ფუნქციებს, სასურველი პროგრამირების პარადიგმას და შენს უნარებს.
React-ის გამოყენებით აირჩევ მარტივ გზას სამუშაოს შესასრულებლად, რადგან დიდი შეხება არ აქვს HTML-ის ორგანიზებასთან, სამაგიეროდ, აქვს უმარტივესი გზები UI კომპონენტების ხელახლა გამოსაყენებლად.
ის, რომ Angular-ს შეუძლია დამოუკიდებლად გამოუკლავდეს ბევრ გამოწვევას, დამატებითი დახმარების გარეშე, შეიძლება მიმზიდველი ჩანდეს, თუმცა ეს სარგებელი ითვალისწინებს გადაჭარბებით დახარჯულ დროს.
თუ დარწმუნდი, რომ Front-end-ის ყველაზე მოთხოვნადი ბიბლიოთეკა React უნდა ისწავლო, მაშინ, არ გადადო, შემოგვიერთი კურსზე.