მთავარიბლოგი"კურსის განმავლობაში ყოველი ლექცია იყო ძალიან საინტერესო და ინფორმატიული, სამუშაო გარემო კი - კომფორტული" - სალომე სეხნიაშვილის შთაბეჭდილება

"კურსის განმავლობაში ყოველი ლექცია იყო ძალიან საინტერესო და ინფორმატიული, სამუშაო გარემო კი - კომფორტული" - სალომე სეხნიაშვილის შთაბეჭდილება

 

სალომე სეხნიაშვილმა სმარტ აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა, ახლა კი საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს კურსისა და ლექტორის შესახებ.



კურსი - გრაფიკული დიზაინი

კურსის განმავლობაში ყოველი ლექცია იყო ძალიან საინტერესო და ინფორმატიული, სამუშაო გარემო კი - კომფორტული. მინდა ხაზი გავუსვა ლექციის პირველ ნახევარს, სადაც დრო ეთმობოდა ჩვენ მიერ შესრულებული დავალებების განხილვას და უკუკავშირს, სწორედ ამ რეკომენდაციების საშუალებით მივიღე არაერთი საინტერესო ინფორმაცია ლექტორისგან, რომელსაც ვითვალისწინებდი ჩემს შემდგომ ნამუშევრებში და ეს რჩევები ყოველთვის მეხმარებოდა მუშაობის პროცესში. 

თითოეული ლექციის ხანგრძლივობა და შინაარსი იყო აბსოლუტურად სწორად განსაზღვრული, ვინაიდან, სტუდენტებისთვის არ იყო მოწოდებული ზედმეტი და უინტერესო ფაქტები ლექციის გასახანგრძლივებლად, რაც უმეტეს შემთხვევაში დამღლელია. თითოეულ ლექციაზე გავდიოდით ყველა ძირითად საკვანძო საკითხს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, ამიტომ მთელი ლექცია იყო არა მოსაბეზრებელი, არამედ პირიქით - საინტერესო და ინფორმაციით დატვირთული.

ლექტორის შესახებ

ნიკოლოზ ოსიპოვი ნამდვილად საკუთარი საქმის პროფესიონალია. ჩემთვის პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ მთელი კურსის განმავლობაში ვიყავით ძალიან თავისუფლად, ლექტორი ნებისმიერ დროს მზად იყო ჩვენთვის საინტერესო საკითხზე ემსჯელა და შეკითხვებზე ამომწურავად ეპასუხა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ არასდროს არ ჰქონდა სალექციო მასალა "დაზეპირებული", რაც ძალიან იშვიათი და დასაფასებელია. ჩემ მიერ გავლილ კურსებს და ლექციებს თუ გადავხედავ, ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ლექტორი წინასწარ გაწერილი და დაზეპირებული ტექსტით ხსნის მასალას, ამ დროს თავადაც დაძაბულია და ეს ემოცია აუცილებლად გადმოდის მსმენელზეც. შედეგად მთელი ლექცია იგრძნობა დისკომფორტი და გიჭირს მასალის ათვისება.

ჩვენი ლექციები იყო ყოველთვის კომფორტული, თავისუფლად შეიძლებოდა ნებისმიერი მოსაზრების დაფიქსირება, რადგან ლექტორი პატივს სცემდა სტუდენტების ყველანაირ შეხედულებას და ხედვას. ჩვენს ნამუშევრებთან მიმართებაში იყო სამართლიანი და პირდაპირი, ყოველთვის გვაძლევდა სასარგებლო და სწორ რეკომენდაციებს. ჩვენი დავალებები არ ფასდებოდა ლექტორის საკუთარი გემოვნებიდან გამომდინარე, რაც ასევე მნიშვნელოვანია.

ჩვენი ლექტორის კარგი იუმორის დამსახურებით, ლექციები არასდროს იყო მონოტონური და მოსაწყენი. მასალას გვიხსნიდა საინტერესო და გასაგები მეთოდებით, სწორედ ამის გამო მთელი ლექციის განმავლობაში ვიყავით მობილიზებულები და პროცესში ჩართულები. სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით გვაძლევდა საინტერესო რჩევებს და გვიზიარებდა საკუთარ გამოცდილებას. ალბათ, გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ნიკოლოზ ოსიპოვი გახდა ჩემთვის ყველა დროის ერთ-ერთი ფავორიტი ლექტორი.

თუ შენც გსურს ცოდნა წამყვანი სპეციალისტისგან მიიღო და დაეუფლო ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას, მაშინ დარეგისტრირდი გრაფიკული დიზაინის კურსზე.

სხვა სტატიები >>