მთავარიბლოგი"ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწრაფად და ყველაზე სწორად მიღებული გადაწყვეტილება" - თეკლა ნადირაძის შთაბეჭდილება

"ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწრაფად და ყველაზე სწორად მიღებული გადაწყვეტილება" - თეკლა ნადირაძის შთაბეჭდილება

თეკლა ნადირაძემ სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა კურსი - HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

როგორ გაიგე კურსის შესახებ? 

კურსის შესახებ გავიგე სრულიად შემთხვევით, სულ მინდოდა HR-ის მიმართულებით გამეგრძელებინა კარიერა. გახსოვთ ალბათ, საქართველოს ბანკის ცნობილი თამაში, რომელსაც მთელი საქართველო თამაშობდა, მათ შორის მეც, თამაშის ფარგლებში მოვიგე სმარტ აკადემიის ვაუჩერი, ზუსტად 15 წუთში მივიღე გადაწყვეტილება, რომ კურსი მეყიდა. ალბათ, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწრაფად და ყველაზე სწორად მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელმაც საბოლოო ჯამში ძალიან გაამართლა. 

მოგვიყევი შენზე

პროფესიით ვარ იურისტი, ლიცენზირებული ადვოკატი, თუმცა, HR სფეროსთან პირველივე შეხებისას მივხვდი, რომ ეს იყო სფერო და პროფესია, რომელსაც მთელი არსებით შევიყვარებდი, თანაც ვთლი, რომ ჩემი გამოცდილება და ცოდნა, რაც იურიდიულ სფეროში მოღვაწეობისას დავაგროვე, საშუალებას მომცემს უფრო ღრმად და საფუძვლიანად ავითვისო HR სფერო. თუ გაგიჩნდებათ კითხვა გაამართლა თუ არა მოლოდინები ამ პროფესიამ? გეტყვით, რომ კი, გაამართლა. ხშირად, ადამიანები წლობით ეძებენ იმ პროფესიას, სადაც თავს დაიმკვიდრებენ და მათთვის ბედნიერების მომტანი იქნება, ვფიქრობ, ჩემი თავი HR-ში ნამდვილად ვიპოვე. 

რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი? 

ყველა ლექცია ძალიან საინტერესო იყო. თუმცა, გამოვყოფდი სტრატეგიული HR-ის ლექციებს, ალბათ იმიტომ, რომ ამ მიმართულებით ჩემს თავს უფრო მეტად ვხედავ. 

გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორების შესახებ 

ყოველთვის მიჭირდა ისეთი ადამიანის ლექციების მოსმენა, ვისთანაც თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი, ამ კურსის განმავლობაში მქონდა სხვადასხვა ლექტორთან კომუნიკაცია, მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული მათგანი გამოირჩეოდა კომუნიკაციით, თუმცა არცერთი მათგანი არ ჰგავდა ერთმანეთს, ყველა ლექტორი თავისებურად საინტერესო და ინდივიდუალური იყო, რაც დასაფასებელია. ამ ადამიანებში ვხედავდი პროფესიის სიყვარულს და მათ სურვილს გადმოეცათ უმცირესი დეტალებიც კი, რაც შეიძლება მომავალში HR პროფესიაში გამოგვეყენებინა. 

რატომ იყო გამორჩეული სმარტ აკადემიაში სწავლა? 

სმარტ აკადემია გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმით. სწავლის პროცესში ხედავ მათ მაქსიმალურ ჩართულობას იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს გამართული. სასწავლო გარემო არ იყო დამთრგუნველი, პირიქით ეს იყო ადგილი, სადაც ყოველთვის მიხაროდა მისვლა. 

კურსის გავლის შემდეგ, როგორ გამოიყენებ|იყენებ მიღებულ ცოდნას? 

ამ ეტაპზე მაქსიმალურად ვცდილობ თავი დავიმკვიდრო HR სფეროში, აქტიურად დავდივარ გასაუბრებებზე. მინდა აღვნიშნო, რომ კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა მმატებს თავდაჯერებულობას და დარწმუნებული ვარ მალე მივაღწევ სასურველ შედეგს. 

გაგვიზიარე შენი შეხედულება სმარტ აკადემიის შესახებ

სმარტ აკადემიას გამოვარჩევდი პროფესიონალიზმით, აკადემიის გუნდი ყოველთვის მზადაა მოგისმინონ და გაითვალისწინონ ყველა დეტალი, სწორედ ამიტომ, კურსის გავლის შემდეგ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ჩემს მეგობრებს და ახლობლებს ვუზიარებ სმარტ აკადემიის კურსებს, რადგან ვიცი, რომ ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები მიიღებენ იმაზე მეტ ცოდნას, ვიდრე ამის მოლოდინი ექნებათ.

თუ შენც დაინტერესებული ხარ ამ სფეროთი, მაშინ შემოგვიერთდი განახლებულ კურსზე: HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა

სხვა სტატიები >>