მთავარიბლოგიმეგი ცინცქილაძე - როგორ გავხდი HR მენეჯერი

მეგი ცინცქილაძე - როგორ გავხდი HR მენეჯერი

მეგი ცინცქილაძემ სმარტ აკადემიაში HR მენეჯმენტისა და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსი გაიარა და ახლა შთაბეჭდილებას გვიზიარებს.


როგორ გაიგე კურსის შესახებ?

ერთი წლის განმავლობაში ვეძებდი კურსებს, იმ პრაქტიკული გამოცდილების გასაუმჯობესებლად და თეორიული ცოდნის გასაღრმავებლად, რაც მაქვს მიმდინარე პერიოდში. ასე აღმოვაჩინე სმარტ აკადემია და ძალიან გამიხარდა, რომ თითქმის ნახევარი წლით ადრე ადგილის დაჯავშნის შესაძლებლობა მომეცა.


რატომ გადაწყვიტე პროფესიის შეცვლა? გაამართლა თუ არა მოლოდინები?

პროფესიით იურისტი ვარ. იურიდიული პრაქტიკის შემდეგ მივხვდი, რომ მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა, ეს არ იყო ის სფერო, რომელშიც თავს ბოლომდე კომფორტულად ვიგრძნობდი. ახლა კი უკვე დამოუკიდებლად ვმართავ HR პროცესებს კომპანიაში, რომელსაც ჰყავს 250-ზე მეტი თანამშრომელი. ვხვდები, რომ ეს არის ის სფერო, რომელსაც შევნატროდი. კურსით დაინტერესებაც ამით იყო განპირობებული. მინდა საუკეთესო პრაქტიკის ნაწილი ვიყო ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით და კურსმა ჩემი მოლოდინები ნამდვილად გაამართლა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ არჩევანი სწორედ ამ კურსზე შევაჩერე.


რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი?

თეორიული მასალის სიუხვის მიუხედავად, ყველაზე მეტად მაინც ექსელის ნაწილი მომეწონა, რადგან ძალიან მიყვარს ფაილებთან და მონაცემებთან მუშაობა. სამომავლოდ, ვგეგმავ ექსელის სიღრმისეული კურსიც გავიარო. გარდა იმისა, რომ ძალიან მაინტერესებს, ვფიქრობ, სავალდებულოც კი არის HR საქმიანობაში.


გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორების შესახებ 

ლექტორების პროფესიონალიზმი და ჩართულობა პროცესში ნამდვილად აღნიშვნის ღირსია, ამასთან, მათი მზადყოფნაც ნებისმიერ დროს ეპასუხათ ჩვენთვის საინტერესო შეკითხვებზე. ვერავის გამოვყოფ, ყველას ერთნაირად ვაფასებ, როგორც პიროვნებას და როგორც პროფესიონალს.


რატომ იყო გამორჩეული სმარტ აკადემიაში სწავლა?

სხვა კურსებიც გავლილი მაქვს, მაგრამ ასეთი მეგობრული, მხიარული, მზრუნველობით და ყურადღებით გაჯერებული კურსი არ შემხვედრია. სხვა დანარჩენ დეტალებთან ერთად, ამითაც არის განპირობებული ჩემი კმაყოფილება.


კურსის გავლის შემდეგ, როგორ გამოიყენებ/იყენებ მიღებულ ცოდნას?

კურსში რეკრუტინგის პრაქტიკაზე საკმაოდ ბევრი დრო იყო დათმობილი და სწორედ აქ გამომუშავებულ უნარებს, გაცილებით გაუმჯობესებულს, ვიყენებ მიმდინარე პერიოდში.


გაგვიზიარე შენი შეხედულება სმარტ აკადემიის შესახებ 

სმარტ აკადემია იქნება ის სივრცე, რომელზეც ყოველთვის გავაკეთებ აქცენტს როცა რეკომენდაციის გაცემა დამჭირდება სხვადასხვა კურსების მიმართულებით.

 

თუ შენც დაინტერესებული ხარ ამ სფეროთი, მაშინ დარეგისტრირდი განახლებულ კურსზე: HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა

სხვა სტატიები >>