მთავარიბლოგითითოეული ლექტორისგან იგრძნობოდა გულწრფელი პოზიტივი, საქმის მიმართ უდიდესი სიყვარული და პროფესიონალიზმი

თითოეული ლექტორისგან იგრძნობოდა გულწრფელი პოზიტივი, საქმის მიმართ უდიდესი სიყვარული და პროფესიონალიზმი

ვერიკო რამაზაშვილმა სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა კურსი - HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. 


როგორ გაიგე კურსის შესახებ?

გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის  მაინტერესებდა HR მენეჯმენტი, გადავწყვიტე კურსის გავლა და დავიწყე ინფორმაციის მოძიება, სად შეიძლებოდა კურსის ფარგლებში მიმეღო სრულყოფილი ცოდნა. ასე გავიგე სმარტ აკადემიის შესახებ. გადაწყვეტილების მიღების პროცესში კი, ყველაზე დიდი როლი რეკრუტინგის პრაქტიკამ ითამაშა. 

პროფესიით ვარ ფსიქოლოგიის ბაკალავრი. ჩემი სამუშაო გამოცდილება ბოლო 10 წლის განმავლობაში მოიცავს საცალო გაყიდვებს. ბოლო 4  წლის განმავლობაში ვმუშაობ მენეჯერის პოზიციაზე და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუნდაც, ჩემი დღევანდელი საქმიანობისთვის, სრულყოფილი ინფორმაცია მქონოდა HR მენეჯმენტზე. 

თუმცა, მთავარი მიზანი მაინც ახალი პროფესიის დაუფლება და ამ სფეროში საკუთარი თავის პოვნა იყო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კურსმა მოლოდინებს გადააჭარბა, საინტერესო, სასიამოვნოდ დატვირთული 3,5 თვე იყო არაჩვეულებრივ ლექტორებთან და გუნდის წევრებთან ერთად. 

რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი?

რაც შეეხება ლექციებს, გულწრფელად ვამბობ, რომ იმდენად საინტერესო იყო მთელი ეს პროცესი, ძალიან მიჭირს კონკრეტული ლექციის გამოყოფა. ყოველი ლექციის დასრულებისას მქონოდა ის შეგრძნება, რომ ცოდნას კიდევ ერთი აგური ემატებოდა და ბუნდოვანი არაფერი რჩებოდა. თუკი, დიდი ფიქრის შემდეგ, გამოვარჩევდი რომელიმე ლექციას, ეს არის პერფონმასის მენეჯმენტი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემთვის სიახლე იყო და არ მქონდა მინიმალური ინფორმაციაც კი. 

გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორების შესახებ

რაც შეეხება ლექტორებს, ეს იყო ყველაზე დიდი აღმოჩენა და გამართლება, რადგან თითოეული ლექტორისგან იგრძნობოდა გულწრფელი პოზიტივი, საქმის მიმართ უდიდესი სიყვარული და პროფესიონალიზმი, რაც მაძლევდა მოტივაციას და კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა ამ სფეროს ჩემთვის. 

რატომ იყო გამორჩეული სმარტ აკადემიაში სწავლა?

სმარტ აკადემიაში სწავლა გამორჩეული იყო, რადგან სრულად მოიცავდა, როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე პრაქტიკულს. სრულად იყო გაწერილი სილაბუსი, ლექციების დრო და რაც ყველაზე მთავარია, ეს დაყრდნობილი იყო პრაქტიკაზე. ძალიან რთულია მიიღო მხოლოდ თეორიული ცოდნა და ეს პრაქტიკაში არ გამოიყენო, ვფიქრობ, ასეთ დროს, მაინც რჩება ბუნდოვანი რაღაც ნაწილები. სმარტ აკადემიის გუნდს კი გამოვარჩევდი მოწესრიგებულობით და დიდი ჩართულობით თითოეულ სტუდენტთან.

კურსის გავლის შემდეგ, როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას?

მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ყველგან, მათ შორის დღევანდელ საქმიანობაში. ვფიქრობდი და ახლა კიდევ უფრო ღრმად მჯერა, რომ HR მენეჯმენტი ის ნაწილია, რაც ყველასთვის, არ აქვს მნიშვნელობა ვმუშაობთ თუ არა ამ მიმართულებით, საჭირო ცოდნაა. ეს ცოდნა უზრუნველყოფს ჯანსაღ სამუშაო გარემოს ჩვენი თავისთვის. თავდაპირველი მიზანი კი, მეპოვა თავი ამ სფეროში, შეუცვლელი რჩება და ვაპირებ, თამამად გადავდგა ნაბიჯები, განვვითარდე ამ მიმართულებით და პრაქტიკაში გამოვიყენო მიღებული ცოდნა.

გაგვიზიარე შეხედულება სმარტ აკადემიის შესახებ

სმარტ აკადემიას ვუსურვებ ძალიან დიდი წარმატებას, რადგან ის ადგილია, სადაც შესვლისთანავე გრჩება შეგრძნება, რომ ზუსტად ის ადგილია, რასაც ეძებდი, სადაც გულწრფელად გეხმარებიან მიიღო ცოდნა და არიან შედეგზე ორიენტირებულები. მადლობა, კიდევ ერთხელ, სმარტ აკადემიას და მათ ლექტორებს საინტერესო 3,5 თვისთვის, თითოეული ლექციისთვის და იმ პოზიტივისთვის და მოტივაციისთვის,  რასაც ცოდნასთან ერთად გვიზიარებდნენ.


თუ შენც დაინტერესებული ხარ ამ სფეროთი, მაშინ შემოგვიერთდი განახლებულ კურსზე:

HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა

სხვა სტატიები >>