მთავარიბლოგი"ვფიქრობ, ის ცოდნა მივიღე, რაც ზუსტად ახლა მჭირდებოდა"

"ვფიქრობ, ის ცოდნა მივიღე, რაც ზუსტად ახლა მჭირდებოდა"

ხატია თამარაშვილმა სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა კურსი - HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. 


როგორ გაიგე კურსის შესახებ?

სმარტ აკადემიაში გავიარე სოც. მედია მარკეტინგის კურსი, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ამიტომ, როდესაც კომპანიამ, სადაც ვმუშაობ, კურსის - HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა- გავლა შემომთავაზა, დაუფიქრებლად დავრეგისტრირდი.

რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი? 

ვფიქრობ, ის ცოდნა მივიღე, რაც ზუსტად ახლა მჭირდებოდა. ყველა ლექცია საინტერესო იყო, თუმცა, გამოვყოფდი ეთუნა ჟვანიას ლექციას ბონუსების დათვლის სისტემაზე. დავალებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრჯერ ვუსმინე ამ კონკრეტულ ლექციას.

გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორების შესახებ

ჩემთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის ის, რომ ლექტორებთან ურთიერთობისას ვერ ვგრძნობდი ბარიერს. სულ მქონდა განცდა, რომ ისინი სტუდენტების ნაწილი იყვნენ, მიუხედავად მათი ცოდნისა და გამოცდილებისა.

რატომ იყო გამორჩეული სმარტ აკადემიაში სწავლა?

სმარტ აკადემიაში სწავლა გამორჩეული იყო, რადგან პროფესიული ცოდნის გარდა, აქ ადამიანები სწავლობენ, ზოგადად, ჯანსაღ ურთიერთობებსა და დამოკიდებულებებს თანამშრომლებთან.

კურსის გავლის შემდეგ, როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას?

გამომდინარე იქიდან, რომ ვმუშაობ კომპანიაში HR-ის პოზიციაზე, ყოველდღიურად ვიყენებ კურსის განმავლობაში მიღებულ ცოდნას.

გაგვიზიარე შეხედულება სმარტ აკადემიის შესახებ

ეს არის ის პლატფორმა, რომელსაც ვურჩევდი ყველა ჩემს ახლობელს.


თუ შენც დაინტერესებული ხარ ამ სფეროთი, მაშინ შემოგვიერთდი განახლებულ კურსზე:

HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა


სხვა სტატიები >>