რამდენად მოთხოვნადია პროფესიული განათლება რეგიონებში
საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლება ბევრად უფრო პრესტიჟული და ღირებულია, ვიდრე პროფესიული განათლება. აღნიშნული შეხედულების გამომწვევი მიზეზი კი, სტერეოტიპული აზროვნებიდან გამომდინარეობს.
მოზარდებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია განათლების სფეროს ალტერნატივებსა და მრავალფეროვნებაზე. არ ფლობენ ინფორმაციას ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების შესახებ, რომელთა დაუფლება პროფესიულ სასწავლებლებშიც შეუძლიათ.
სწორედ ამ მიზნით შევქმენით პროექტი “გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში”, რომლის მთავარი ამოცანაა, მომავლის პროფესიებზე ცნობიერების ამაღლებით, ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა და მათი კარიერული განვითარების მხარდაჭერა.
მოდი განვიხილოთ, როგორია დასაქმების ბაზრის სიტუაცია რეგიონებში და რამდენად მოთხოვნადია პროფესიული განათლება 2022-2023 წლებში
ბოლო წლებში, დასაქმების ბაზარზე შეინიშნება პროფესიული განათლებისადმი მოთხოვნის მაჩვენებლის ზრდა. ამ საკითხის შესახებ საზოგადოების ცნობიერებამ ბოლო წლებში საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა, რასაც ადასტურებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც: 2020 წელს პროფესიულ სასწავლებელში ჩააბარა 9399 – მა სტუდენტმა, ხოლო 2023 წელს 15500-მა სტუდენტმა, რომელთაგან 47,9% ქალია, ხოლო 52,1% მამაკაცი. 2022 წელთან შედარებით სტუდენტების მიღების მაჩვენებელი გაზრდილია 9,9%-ით და იმედს ვიტოვებთ, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.
პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების გადანაწილება პროგრამების მიხედვით 2023 წელს

პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების გადანაწილება პროგრამების მიხედვით 2022 წელს

გაიზარდა კურსდამთავრებულთა რიცხვიც. 2023 წელს კურსდამთავრებულთა რიცხვმა 8,1 ათასი შეადგინა, ხოლო 2022 წელს 7605.
ასეთია კურსდამთავრებულთა განაწილება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით 2023

წელს კურსდამთავრებულთა განაწილება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით 2022 წელს

ჩვენ გვჯერა, რომ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები სრულად მიიღებენ ინფორმაციას თანამედროვე პროფესიების შესახებ და კარიერულ გადაწყვეტილებასაც უფრო ჯანსაღ გარემოში მიიღებენ.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ “ელჩებთან” ერთად წავახალისოთ ადგილობრივი ორგანიზაციები, რათა შექმნან სამუშაო ადგილები, გადაამზადონ თანამშრომლები და დანერგონ თანამედროვე სტანდარტები, რაც საბოლოო ჯამში, რეგიონის გამოცოცხლებასა და ეკონომიკურად გაძლიერებას ემსახურება.