"სულ მქონდა შეგრძნება, რომ ჩემი, როგორც სტუდენტის, ინტერესები და საჭიროებები მათთვის მნიშვნელოვანი იყო"
მარიამ რამაზაშვილმა სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა კურსი - მონაცემთა ანალიტიკა & BI დეველოპმენტი. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
როგორ გაიგე კურსის შესახებ?
პროფესიით ჟურნალისტი ვარ და სამი წელია, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ საკითხებს ვაშუქებ. ამ სფეროში ბევრი თემა მაინტერესებს, ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებლებიც, თუმცა საბოლოო ჯამში ის მინდა, რომ რაღაცების მუშაობის პრინციპები უკეთ მესმოდეს, ფსიქო-ბიოლოგიური პროცესები იქნება ეს თუ ხელოვნური ინტელექტი. ამ ყველაფერში გამორკვევის შემდეგ მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება ეფექტიანად შევძლო.
სმარტ აკადემიას სოციალურ ქსელში აქამდეც ვადევნებდი თვალს, თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო სწავლის დაწყება არ მიფიქრია, სანამ STEM-თან დაკავშირებულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე გრანტი არ მოვიპოვე. ამ შანსით უნდა მესარგებლა და ისეთი კურსი შევარჩიე, რომელიც ინტერესებს დამიკმაყოფილებდა და პრაქტიკაში გამოსაყენებლადაც პერსპექტიული იქნებოდა. მონაცემთა ანალიტიკისა და BI დეველოპმენტის კურსზე შევჯერდი.
ბევრი ინფორმაციისა და მონაცემის ერთად დანახვისას, როგორც ბევრი ჩვენგანი, მეც ძალიან ვიბნევი და აზრის გამოტანა მიჭირს ხოლმე. კურსთან დაკავშირებით ის მოლოდინი მქონდა, რომ მონაცემების მოწესრიგებისა და მნიშვნელოვანი აქცენტების “დაჭერის” გზებს გავეცნობოდი. პირადი, თუ მკითხველის გამოცდილება, იმასაც მაჩვენებს, რომ კომპლექსური ინფორმაცია კომპლექსურად აღარ უნდა გამოიყურებოდეს, თუ მართლა გვინდა გაგვიგონ. ამის გამო BI ხელსაწყომაც დამაინტერესა.
რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი?
SQL ენისა და BI ხელსაწყოს საბაზისო დონეზე გამოყენება ვისწავლე, თანაც რეალური ამოცანების მიხედვით. ყველაზე მეტად ის ლექცია დამამახსოვრდა, როცა მონაცემთა ბაზების სტრუქტურასა და მოწყობას გავეცანით. მანამდე ყველაზე მეტად ეს საკითხი მაბნევდა. უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის ისაა, რომ SQL-ისა და BI-ს მუშაობის ზოგად პრინციპებში გავერკვიე, შესაბამისად, ახლა უკეთ ვხვდები, რა შემიძლია ვისწავლო დამატებით და — როგორ.
გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორების შესახებ
კურსის ფარგლებში ლექტორი გვეხმარებოდა, რომ თითოეული ამოცანა საფუძვლიანად გაგვეგო და შემთხვევებს ინდივიდუალურ დონეზეც განვიხილავდით. ყველაზე დასაფასებელი ჩემთვის ის იყო, რომ მონაცემთა ანალიტიკაში საკუთარი სამუშაო გამოცდილება გაგვიზიარა და ამით სფეროს უკეთ აღქმაშიც დამეხმარა.
რატომ იყო გამორჩეული სმარტ აკადემიაში სწავლა?
ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ სასწავლო პროცესი და მასალებიც მოწესრიგებული იყო და არანაირი ტექნიკური პრობლემა არ შემქმნია. ონლაინ სწავლის დროს, ჩემი გამოცდილებით, ეს საკმაოდ იშვიათია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, გარდა მხოლოდ კურსით გათვალისწინებულისა, გუნდმა დასაქმებასთან დაკავშირებული შეხვედრებიც შემოგვთავაზა.
კურსის გავლის შემდეგ, როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას
კურსის გავლის მთავარი მიზანი ჩემთვის ის იყო, რომ მონაცემთა ანალიტიკის პრინციპებს გავცნობოდი და თვალსაწიერი გამეფართოებინა. მიღებული ცოდნის გამოყენება აქტიურად არ მიწევს, თუმცა, ვფიქრობ, ახალი ცოდნისა და უნარების დასაშენებლად ძალიან კარგი ბაზაა.
გაგვიზიარე შეხედულება სმარტ აკადემიის შესახებ
კარგად ორგანიზებული პლატფორმაა, როგორც ტექნიკურად, ასევე შინაარსობრივად. მეგობრული და ნაკლებად ფორმალური გარემო დამხვდა. სულ მქონდა შეგრძნება, რომ ჩემი, როგორც სტუდენტის, ინტერესები და საჭიროებები მათთვის მნიშვნელოვანი იყო.
თუ გსურს გახდე მონაცემთა ანალიტიკოსი ან BI დეველოპერი, მაშინ შემოგვიერთდი კურსზე:
მონაცემთა ანალიტიკა და BI დეველოპმენტი