მთავარიბლოგი"სმარტ აკადემია გამოირჩევა მაღალი ხარისხის სწავლებით, პრაქტიკაზე ორიენტირებული მიდგომებითა და პროფესიონალი ლექტორებით"

"სმარტ აკადემია გამოირჩევა მაღალი ხარისხის სწავლებით, პრაქტიკაზე ორიენტირებული მიდგომებითა და პროფესიონალი ლექტორებით"

ლელა უგულავამ სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა კურსი - მონაცემთა ანალიტიკა & BI დეველოპმენტი. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. 

როგორ გაიგე კურსის შესახებ?

ამჟამად ვარ დასაქმებული, სამუშაო პროცესში მქონდა დიდი მოცულობით მონაცემთა დამუშავების საჭიროება, ამიტომ  DATA ANALYTICS & BI DEVELOPMENT კურსის შეძენა გადავწყვიტე. ჩემი მოლოდინები სრულად გაამართლა აღნიშნულმა კურსმა.

რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი?

კურსმა შესაძლებლობა მომცა გავცნობოდი მონაცემთა ანალიტიკის ძირითად პრინციპებს და მასთან დაკავშირებულ თანამედროვე ინსტრუმენტებს. განსაკუთრებით სასარგებლო იყო Power BI-ის და SQL-ის ლექციები, რომლებიც დამეხმარა მონაცემების აღქმაში, ვიზუალიზაციაში და ეფექტური ანალიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში.

გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორის შესახებ

ლექტორი ძალიან კომპეტენტური და პროფესიონალი იყო. მისგან გამორჩეული იყო ის, რომ ყველა თემაზე გვთავაზობდა პრაქტიკულ მაგალითებს, რაც სწავლის პროცესს ბევრად მარტივს ხდიდა. მან შესანიშნავად ახსნა მონაცემთა ანალიტიკის ძირითადი პრინციპები და სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენება.

რატომ იყო გამორჩეული სმარტ აკადემიაში სწავლა?

აკადემიაში სწავლა გამორჩეული იყო პრაქტიკაზე ორიენტირებული მიდგომით, თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით და ინდივიდუალური მხარდაჭერით, რაც დამეხმარა სწრაფად განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაში.

კურსის გავლის შემდეგ, როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას? 

მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ბიზნეს ანალიზსა და რეპორტინგში, რათა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მივიღო და კარიერულად გავიზარდო.

გაგვიზიარე შეხედულება სმარტ აკადემიის შესახებ

სმარტ აკადემია გამოირჩევა მაღალი ხარისხის სწავლებით, პრაქტიკაზე ორიენტირებული მიდგომებითა და პროფესიონალი ლექტორებით, რაც სტუდენტებს რეალური განვითარების შესაძლებლობას აძლევს.


თუ გსურს გახდე მონაცემთა ანალიტიკოსი ან BI დეველოპერი, მაშინ შემოგვიერთდი კურსზე:

მონაცემთა ანალიტიკა და BI დეველოპმენტი


სხვა სტატიები >>