მთავარიბლოგიქოფირაითერი, როგორც სიტყვებისა და იდეების ზღვაში ჩაფლული საგანძურის მაძიებელი - ინტერვიუ თათია დოლიძესთან

ქოფირაითერი, როგორც სიტყვებისა და იდეების ზღვაში ჩაფლული საგანძურის მაძიებელი - ინტერვიუ თათია დოლიძესთან

ბავშვობაში მწერლობაზე, არქეოლოგობაზე, მასწავლებლობაზე და მსახიობობაზე ოცნებობდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყო ქოფირაითერი. ამ სფეროში სრულიად შემთხვევით მოხვდა და დღეს FCB Artgroup Tbilisi-ს კრეატიული დირექტორია. კრეატიულ სააგენტოებში მუშაობის 7-წლიანი გამოცდილება აქვს: ლივინგსტონი, რედბერი, მაკკენ ერიქსონის თბილისის ფილიალი, ფორმულა კრეატივი. ახლა კარიერული კიბის იმ საფეხურზეა, როცა ცოდნასა თუ გამოცდილებას სხვებს უზიარებს. ასეთია თათია დოლიძის პროფესიული ცხოვრების მოკლე რევიუ. 

„7 წელია, რაც კრეატიულ ინდუსტრიაში უწყვეტად ვარ და ჯერჯერობით სხვაგან გახედვა არც განმიხილავს. ჩვენი ერთგული მეგობრობა კი სრულიად შემთხვევით დაიწყო. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო კონტენტ კრეატორი. როცა „ლივინგსტონის“  ვაკანსია შემხვდა, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ რამდენიმე მოთხოვნას ვაკმაყოფილებდი - წერის, დაკვირვების კარგი უნარები და მდიდარი ფანტაზია მქონდა. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ზუსტად ეს იყო მთავარი და ლექციებზეც ამას ვეუბნები სტუდენტებს - საკმარისია, ეს უნარები გქონდეთ და ყველაფერს აუღებთ ალღოს. ის ტექნიკა, რომელიც იდეებისა და სიტყვების მოსათვინიერებლადაა საჭირო, დროთა განმავლობაში გამომუშავებადია.“

ამბობს, რომ მისი ახლანდელი პროფესია ბავშვობის ოცნების პროფესიების ნაზავია:

ბავშვობაში, ხომ ყველანი ვფიქრობთ - ვინ გამოვალთ, როცა გავიზრდებით? რა თქმა უნდა, ქოფირაითერობაზე ვერ ვიოცნებებდი, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ასეთი პროფესია არსებობდა. სამაგიეროდ, ვოცნებობდი არქეოლოგობაზე, მწერლობაზე, მასწავლებლობასა და მსახიობობაზე. გავიზარდე და ისე გამოვიდა, რომ ქოფირაითერობა ყველა ჩემს ოცნებას მოიცავდა - სიტყვების და იდეების ზღვაში ეძებ ჩაფლულ საგანძურს, ლუპით აკვირდები, არჩევ ძვირფას სიტყვებს და წერ ერთგვარ ისტორიას. მსახიობივით, ყოველ ახალ ბრენდთან ახალ როლს ისისხლხორცებ და შეგიძლია, ყოველდღიურად გარდაისახო სხვადასხვა არქეტიპად და ისაუბრო სხვადასხვა ენაზე, სხვადასხვა ადამიანივით. და რაც მთავარია, შეგიძლია სხვა ადამიანებს, როგორც მასწავლებელმა, მარტივად და გასაგებად გადასცე საჭირო ინფორმაცია და გაუკვალო გზა შენი პროდუქტის საინტერესოდ მიწოდებით.

თათია არის Cannes Young Lions Georgia-ს ორგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. უთანამშრომლია შემდეგ ბრენდებთან: Coca-Cola, Raffaello, Roshen, Samsung, Peugeot, USAID, Vestel, Heidelberg, Axis, Badagoni, Natakhtari, ICY, Tolia, Tbilisi Mall, Marriott, Zoommer, Wendy’s, TBC Bank, Re|Bank. განსაკუთრებულ პროექტს ვერ გამოყოფს. თვლის, რომ თითოეული ნამუშევარი თანაბრად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა:

„საყვარელი რაღაცების გამორჩევა ყოველთვის მიჭირს - ფილმი იქნება, წიგნი, მუსიკა თუ პროექტი. ვფიქრობ, ყველაფერი ერთად, მთლიანობაში გამორჩეულია სხვადასხვა საინტერესო დეტალით და საბოლოოდ, გქმნის იმ ადამიანად, ვინც ხარ. ჩემთვის თანაბრად ფასეულია ის კონტენტიც, რომელსაც 7 წლის წინ ვქმნიდი, როგორც კონტენტ კრეატორი “თოლიას” ფეისბუქ გვერდისთვის და ის კონტენტიც, რომლის შექმნასაც დღეს ვხელმძღვანელობ, როგორც კრეატიული დირექტორი, ბევრად მასშტაბური პროექტებისთვის.“

S: გარდა წერის უნარისა და მდიდარი ფანტაზიისა, კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ კარგი SM ქოფირაითერი/კონტენტ კრეატორი გახდე?

გარდა იმ უნარებისა, რაც მგონია, რომ ბუნებრივად ყველა ადამიანს გვაქვს - ცნობისმოყვარეობა ხომ გაჩენის დღიდან გვახასიათებს?! ზუსტად ეს, მუდმივი ძიება, ადამიანების კარგად მოსმენა, დაკვირვება, წერა, წერა, წაშლა, თავიდან დაწერა და ბევრი ანალიზი იმისა, თუ - როგორ შევქმნათ რაღაც ფასეული ადამიანებისთვის და მივაწოდოთ მათ საჭირო პროდუქტი საჭირო დროს. ამ სფეროში პრაქტიკაა უმთავრესი.

S: საქართველოში რამდენად დიდია მოთხოვნა ამ კადრებზე და რას ანიჭებენ დამსაქმებლები უპირატესობას?

„Content Is King” ეს უკვე ცნობილი ფრაზა ვფიქრობ, ძალიან კარგად პასუხობს ამ კითხვას. მარკეტინგული კომუნიკაციების ლომის წილი სწორედ კონტენტზე მოდის, ფასეულ კონტენტზე, რომლის გარეშეც უფრო და უფრო რთული ხდება მარკეტინგული მიზნების შესრულება. კონტენტ კრეატორობაც მომავლის პროფესიაა, რომელიც ყოველ მომდევნო დღეს კიდევ უფრო საჭირო, მოთხოვნადი და საინტერესო ხდება.
მეც, როგორც დამსაქმებელი, უპირატესობას ზოგადად სფეროში გათვიცნობიერებულობასა და კადრის თვითმყოფადობას მივანიჭებდი - შეძლებს თუ ვერა დამოუკიდებლად აწარმოოს კონტენტი - რასაც ემსახურება კიდეც სმარტ აკადემიის კურსი - კრეატიული წერა და SM ქოფირაითინგი.

S: მოგვიყევით კურსის შესახებ. რაზე გაამახვილეთ ყურადღება სილაბუსის შედგენისას? 

პატივმოყვარეობაში არ ჩამითვალოთ (იცინის პატივმოყვარედ), მაგრამ სალექციო კურსის შედგენისას ვფიქრობდი, ნეტავ, ვინმეს „ჩემს დროსაც“ შეექმნა რამე მსგავსი-მეთქი. სილაბუსის წერისას ვხელმძღვანელობდი საკუთარი გამოცდილებით - გავიხსენე ყველა ის ნაბიჯი, რომელიც თავად გამოვიარე, რა მაკლდა, რა იქნებოდა კარგი, რომ თავიდანვე მცოდნოდა, რა გამიმარტივებდა მუშაობას და ამ ყველაფერს სალექციო ფორმა მივეცი. ფაქტობრივად, ყველაფერი, რაც პრაქტიკიდან ვიცოდი, თეორიად ვაქციე და ვფიქრობ, კურსში თითქმის ყველა კომპონენტია, რაც შეიძლება მომავალ კონტენტ კრეატორს დასჭირდეს.

აქ არ ვსწავლობთ მხოლოდ კონტენტის შექმნას. იმ უამრავ შრესაც გავდივართ, რომელიც სხვადასხვა ბრენდის ხასიათის ამოცნობაში და კონტენტის გეგმისა თუ სახეობების სწორად შერჩევაში დაგვეხმარება. ამის გარდა, მთავარი რასაც ყურადღებას ვაქცევ, არის მონდომება, ინტერესი საქმის მიმართ და აღმოჩენების დაუოკებელი სურვილი. ხოლო, ის გონებრივი უნარები, რაც ამ საქმიანობას სჭირდება, პრაქტიკაში დახვეწადია.

17-ვე ლექცია საკმაოდ ინტენსიური და ინფორმაციით დახუნძლულია, თან ახლავს პრაქტიკული დავალებებიც, რაც კრეატიულ აზროვნებას ავარჯიშებს და მიღებულ ცოდნას უფრო ხელშესახებს და გაზომვადს ხდის. კურსი მოიცავს კრეატიული კონტენტის შექმნის სრულ პროცესს - ბრიფის შექმნა/გარჩევის, იდეების ძიება/ფორმულირების, მათთვის ხორცის შესხმის, კონტენტად ქცევის და მისი წარდგენის თითოეულ ნაბიჯს. 


სწავლების პროცესი პირადად ჩემთვისაც დიდი ინსპირაციაა, მეც სულ აღმოჩენებში ვარ, ყოველი ლექციიდან დამუხტული გამოვდივარ. რაც მთავარია, ყოველი კურსის ბოლოს თავიდან ვაანალიზებ მთელ კურსს და სტუდენტების უკუკავშირიდან გამომდინარე ვცდილობ, კიდევ უფრო დავხვეწო და შევავსო. ლექციების მიმდინარეობისას, მე თვითონ ვსწავლობ და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ.

თათია დოლიძის კურსზე კრეატიული კონტენტი და SM ქოფირაითერი მიღება გრძელდება, შემოგვიერთდი აქ.


სხვა სტატიები >>