მთავარიბლოგი"აკადემია გამოირჩევა ორგანიზებულობით, მოქნილი სასწავლო გრაფიკით და გამოცდილი ლექტორებით"

"აკადემია გამოირჩევა ორგანიზებულობით, მოქნილი სასწავლო გრაფიკით და გამოცდილი ლექტორებით"

ანა შველიძემ სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა კურსი - მონაცემთა ანალიტიკა & BI დეველოპმენტი. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. 


როგორ გაიგე კურსის შესახებ?

თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაცია და მონაცემები გადამწყვეტ როლს ასრულებს, უფრო და უფრო იზრდება მონაცემთა ანალიტიკის როლი. მონაცემთა ანალიზი გვაძლევს საშუალებას მივიღოთ უფრო სწორი გადაწყვეტილებები, გამოვიტანოთ სწორი დასკვნები, შევამციროთ შესაძლო რისკები და გავზარდოთ წარმატების შანსები. ამ სფეროში თავს კომფორტულად ვგრძნობ, რადგან ეს არის საქმე რომელსაც მოტივაციით ვაკეთებ. შესაბამისად მქონდა მოთხოვნილება განმევითარებინა ჩემი უნარები. სმარტ აკადემიის ამ კურსს გადავაწყდი ერთ-ერთ სოც. ქსელში, გადავხედე სილაბუსს, ლექტორის გამოცდილებას და დამაინტერესა.   

რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი?

განსაკუთრებით გავიღრმავე ცოდნა Power BI-ს ნაწილში, რადგან ასეთი სიღრმისეული შეხება არასდროს მქონია.

გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორების შესახებ

ლექტორის გამოცდილება და მისი პრაქტიკული უნარები გვეხმარებოდა სხვადასხვა ბიზნეს ამოცანების მარტივად ამოხსნაში, საინტერესო ვიზუალიზაციების და ინსტრუმენტების შექმნაში. 

რატომ იყო გამორჩეული სმარტ აკადემიაში სწავლა?

სმარტ აკადემიის კურსი არ არის დროში გაწელილი და მოიცავს ყველა იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელიც საბაზისო დონეს ფარავს, რაც ძალიან მომეწონა. 

კურსის გავლის შემდეგ, როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას

სმარტ აკადემიის კურსმა მომცა უფრო მეტი ვიდრე ველოდი, მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით ვფიქრობ შევძლებ ბევრი დამოუკიდებელი პროექტის შექმნას. 

გაგვიზიარე შეხედულება სმარტ აკადემიის შესახებ

აკადემია გამოირჩევა ორგანიზებულობით, მოქნილი სასწავლო გრაფიკით და გამოცდილი ლექტორებით, რომლებიც გაძლევენ მოტივაციას და გეხმარებიან მაქსიმალური შედეგების დასადებად. აკადემიას ასევე აქვს ბევრი ბენეფიტი კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, რაც კიდევ უფრო ზრდის მის ღირებულებას. 


თუ გსურს გახდე მონაცემთა ანალიტიკოსი ან BI დეველოპერი, მაშინ შემოგვიერთდი კურსზე:

მონაცემთა ანალიტიკა და BI დეველოპმენტი

სხვა სტატიები >>