კურსი ტესტერების სერტიფიცირებისთვის მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ სქემაზეა დაფუძნებული - ლელა გაბელაიას გზა წარმატებისკენ
IT სფეროთი აბიტურიენტობის პერიოდში დაინტერესდა, როდესაც კომპიუტერი პირველად ნახა. მაშინ გადაწყვიტა, რომ ამ მოწყობილობის ყველა ფუნქცია ძირფესვიანად შეესწავლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩააბარა. ასე მოხვდა ლელა გაბელია IT სფეროში და უკვე 8 წელია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ციფრული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მენეჯერია:
„ახალ თაობას შეიძლება გაუკვირდეს, რასაც ვამბობ, მაგრამ 17-18 წლის წინ კომპიუტერზე წვდომა ცოტა ადამიანს ჰქონდა. მაშინ, როცა კომპიუტერი პირველად ვნახე, არ ვიცოდი, რა იყო IT სფერო, რამდენად მრავალფეროვანი და საინტერესო იყო ის. მიუხედავად ამისა, ძალიან მინდოდა ამ სფეროს შესწავლა. ასე ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.“
არჩეული მიმართულება - ციფრული პროდუქტების ხარისხის კონტროლი - არ შეიცვალა, დარჩა სფეროში და ამ მხრივ განვითარება ამჯობინა. უკვე 8 წელია ამ საქმეში ახალი საკითხების სწავლა არ სწყინდება: „ტესტირება და ხარისხზე ზრუნვა ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესია. ამ პროფესიაში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ყოველ პროდუქტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, გაანალიზება, შესწავლა და პროდუქტზე მორგებული ტესტირების ტიპებისა თუ ტექნიკების გამოყენება, რაც ტესტირების პროცესს მრავალფეროვანს ხდის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ტესტერი გამუდმებით ზრუნავს საბოლოო მომხმარებლის კმაყოფილებაზე და ცდილობს მიაწოდოს ხარისხიანი პროგრამული პროდუქტი, რაც, რა თქმა უნდა, დიდ ინტელექტუალურ შრომასთან და პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული.
საქართველოში ტესტირების მიმართულება საკმაოდ სწრაფი ტემპი ვითარდება, განსაკუთრებით, კი ბოლო პერიოდში. როგორც ლელა გვიყვება, მოთხოვნა IT მიმართულების პროფესიონალებზე მაღალია:
„ზოგადად, ციფრულ სამყაროში კონკურენცია ძალიან მაღალია და ყველა კომპანია ცდილობს შექმნას ხარისხიანი პროგრამული პროდუქტი, რომელიც საბოლოო მომხმარებელზე მაქსიმალურად იქნება მორგებული და დაიმკვიდრებს ადგილს თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში. ამისათვის კი აუცილებელი პირობა პროგრამული პროდუქტის დროული და სათანადო ტესტირებაა. შესაბამისად, კომპანიების მხრიდან მოთხოვნა პროგრამული პროდუქტის ტესტერის პოზიციაზე მზარდია და ეს შეუქცევადი პროცესია.“
მოთხოვნასთან ერთად ამ სფეროთი დაინტერესებულთა რიცხვი იზრდება. სწორედ, ამიტომ სმარტ აკადემია კურსზე - ციფრული პროდუქტების ტესტირება, რომელსაც ლელა გაბელაია უძღვება, სტუდენტთა მე-5 ნაკადს მასპინძლობს.
„ჩემთვის ცოდნის გაზიარება და სტუდენტების სწავლების პროცესი ძალიან საინტერესო გამოცდილებაა, დიდი ენერგიისა და მოტივაციის მომცემი. ზოგადად, ვფიქრობ, რომ სწავლების პროცესი ორმხრივია, რადგან ამ დროს სწავლობს როგორც სტუდენტი, ისე - ლექტორი. არის შემთხვევები, როდესაც სტუდენტი ძალიან საინტერესო შეკითხვას მისვამს და აბსოლუტურად სხვა კუთხიდან მიწევს შევხედო და გავაანალიზო არსებული საკითხი. Რაც შეეხება, ჩემს კურსდამთავრებულებს, ყველგან ვამბობ, რომ ჩემი სტუდენტები ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა და წარმატებაა. ძალიან კარგი შედეგები გვაქვს სმარტ აკადემიაში. ბევრი კურსდამთავრებული წარმატებით საქმდება, როგორც ქართულ, ისე უცხოურ და საერთაშორისო IT კომპანიაში. ჩემი კურსის მთავარი ხიბლი, ალბათ, იმაში მდგომარეობს, რომ სტუდენტებს ვუზიარებ ჩემი მრავალწლიანი მუშაობის შედეგად დაგროვილ საინტერესო და საჭირო, პრაქტიკულ მაგალითებს.
რაც შეეხება თეორიულ ნაწილსა და ტერმინებს, ISTQB-ის სტანდარტის მიხედვით ვასწავლით. ეს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერების სერტიფიცირებისთვის მსოფლიოში ყველაზე წარმატებული სქემაა. ლექციებზე აქტიურად განვიხილავთ ტესტირების პრინციპებს, ტესტირების ტიპებს და ტექნიკებს. ვეცნობით როგორც ვების, ისე მობილური აპლიკაციების და API-ის ტესტირებას. პრაქტიკულად ვტესტავთ ციფრულ პროდუქტებს და ვქმნით როგორც ტესტ-ქეისებს, ისე ბაგ-რეპორტებს.
შემოგვიერთდი კურსზე ციფრული პროდუქტების ტესტირება აქ.