“კურსის მიმართ ჩემი მოლოდინები გამართლდა და მეტიც, მოლოდინს გადააჭარბა" - ანა ართილაყვას შთაბეჭდილება
ანა ართილაყვამ სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსი. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
დაახლოებით 2 წლის წინ დავინტერესდი პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის შესწავლით, მას შემდეგ რაც ჩემმა დამ დაიწყო მუშაობა მანუალ ტესტერის პოზიციით, მეც გადავწყვიტე თავი ამ სფეროში გამომეცადა. კურსი სმარტ აკადემიაში მოვიძიე, თუმცა იმ პერიოდში სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ვახერხებდი სწავლის დაწყებას.
ზაფხულში თიბისი ბანკში გამიწიეს რეკომენდაცია მანუალ ტესტერის პოზიციაზე. გავიარე გასაუბრება, თუმცა გამოცდილების და საკმარისი ცოდნის არქონამ შემიშალა ხელი. გასაუბრების პასუხის შემდეგ საბოლოოდ გადავწყვიტე ჩემი მიზნის მისაღწევად უმოკლეს ვადაში დავრეგისტრირებულიყავი კურსზე. ამ სფეროში, როგორც მანუალ ტესტირება, ასევე ავტომატიზაცია ჩემთვის თანაბრად მნიშვნელოვანი და საინტერესოა და რადგან ეს კურსი აერთიანებდა ორივეს, ეს იყო საუკეთესო შესაძლებლობა და გადამწყვეტი ფაქტორი არჩევანის გაკეთების პროცესში.
რას იტყვი პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის შესახებ?
კურსის მიმართ ჩემი მოლოდინები გამართლდა და მეტიც, მოლოდინს გადააჭარბა. სწავლის პროცესი დატვირთული იყო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით. კურსის პირველ ნახევარში დეტალურად შევისწავლე რას მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია. საკმაოდ დიდი დრო დაეთმო თეორიულ მასალას, ასევე ვისწავლეთ ტესტ ქეისების წერა. კურსის მეორე ნაწილი შეიცავდა HTML და CSS საფუძვლებს, API ტესტირებას, POSTMAN, SQL, Javascript-ს და Cypress-ს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა ლექციაზე გვქონდა საშუალება ვყოფილიყავით მაქსიმალურად ჩართულები, დიდი დრო ჰქონდა დათმობილი პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
მას შემდეგ, რაც დავასრულეთ ძირითადი თეორიული მასალა, ბევრი პრაქტიკული დავალება შევასრულე, რომელთა შორის იყო ტესტ ქეისების შედგენა, API ტესტირება, SQL ბაზებთან მუშაობა, JavaScript და Git-ს გამოყენება, ასევე Cypress-ის გამოყენებით ავტომატიზაცია. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო Cypress-ის დავალებები. სადაც, სატესტო სხვადასხვა საიტზე მოცემული ტესტ ქეისების ნაბიჯები გადავიტანე VSC-ზე და Cypress-ის დახმარებით გავაკეთე ავტომატური ტესტირება. ჩემთვის ეს პროცესი იყო ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე, რომლებიც მეტად აღრმავებდა ჩემს ცოდნას.
მოგვიყევი ფინალური პროექტის შესახებ
რაც შეეხება ფინალურ პროექტს, მასში გაერთიანებული იყო ყველა განვლილი ძირითადი მასალა. მომიწია დავალების შესრულება როგორც მანუალის, ასევე ავტომატიზაციის ნაწილში. სრულიად დამოუკიდებლად უნდა მომეფიქრებინა ტესტ ქეისები სხვადასხვა ფუნქციონალზე, მეპოვა ხარვეზები და აღმეწერა, გამეკეთებინა ტესტირების შედეგების რეპორტი და ჩემ მიერ არჩეული გარკვეული რაოდენობის ტესტ ქეისების ავტომატიზაცია უნდა გამეკეთებინა.
ფინალური პროექტის შემდეგ არის ზეპირი გამოცდა, რაც საშუალებას გვაძლევს სწორად შევაფასოთ ჩვენი ცოდნა და მომავალ გასაუბრებებსა და გამოწვევებს მეტად მომზადებულები შევხვდეთ.
როგორ იყენებ კურსის განმავლობაში მიღებულ ცოდნას?
კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა მეხმარება უკეთ შევასრულო დავალებები და ეფექტური ვიყო სამუშაო პროცესში.
რით არის გამორჩეული პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინრის პროფესია?
პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინრის როლი ტექნოლოგიებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მისი ეფექტური მუშაობით ხდება პროდუქტი სრულყოფილი, სანდო და მოთხოვნადი. ეს პროფესია არის ძალიან საპასუხისმგებლო და გამოწვევებით სავსე.
სმარტ აკადემია
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, სმარტ აკადემიის გუნდის წევრების მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა და ყურადღება. კურსის არჩევამდე კონსულტაციის პროცესშიც კი იგრძნობოდა მათი მხრიდან დიდი ყურადღება.
კურსი იყო კარგად სტრუქტურირებული და ორგანიზებული. რაც შეეხება ლექტორებს, ორივე ლექტორი ძალიან გამოცდილი და კომპეტენტური იყო. მაქსიმალურად ცდილობდნენ სტუდენტების ჩართვას და დაინტერესებას სწავლების პროცესში. დიდ რეკომენდაციას ვუწევ როგორც სმარტ აკადემიას, ასევე აღნიშნულ კურსს.
თუ შენც გსურს დაეუფლო მოთხოვნად, პერსპექტიულ და თან მაღალანაზღაურებად პროფესიას, შემოიტანე განაცხადი პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსზე.