მთავარიბლოგიმაკო ქურთიაშვილი გრეის ჰოპერის ჯილდოს მფლობელია

მაკო ქურთიაშვილი გრეის ჰოპერის ჯილდოს მფლობელია

სმარტ აკადემიის გენერალური მენეჯერი მაკო ქურთიაშვილი გრეის ჰოპერის ჯილდოს მფლობელია, კატეგორიაში - „ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი“ . 

პროგრამა 6 კატეგორიისგან შედგება. თითოეულში ჟიურიმ, მაღალი კონკურენციის პირობებში, 3 ფინალისტი გამოავლინა.
კატეგორიაში - INDUSTRY AWARD ფინალისტებს შორის სმარტ აკადემიაც მოხვდა. 
გრეის ჰოპერის ჯილდო ICT სფეროში ინდივიდებისა და ორგანიზაციების განსაკუთრებული წვლილის აღიარებისთვის დაწესდა. ამ ფორმატით, ეს პირველი პროგრამაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ტექნოლოგიებში ჩართულ ქალებს, ამასთან, იმ ადამიანებს, ორგანიზაციებს, პროგრამებსა და ინიციატივებს წარმოაჩენს, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროში მრავალფეროვნებას უწყობს ხელს. ჯილდო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ თიბისისთან, მაშავის ცენტრსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით დააწესა.

სხვა სტატიები >>