მთავარიბლოგიIT ბიზნეს ანალიზი - ანა ალფაიძე კურსის შესახებ

IT ბიზნეს ანალიზი - ანა ალფაიძე კურსის შესახებ

ანა ალფაიძემ სმარტ აკადემიაში IT ბიზნეს ანალიზის კურსი გაიარა. ახლა კი თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ.

საკუთარი თავის ძიებაში მყოფს, მეგობარმა მირჩია გამევლო IT ბიზნეს ანალიტიკის კურსი.

IT ბიზნეს ანალიზის კურსი

IT ბიზნეს ანალიზის კურსი ჩემთვის იყო წარმოუდგენლად ინფორმაციული და პრაქტიკული! რაც შეეხება თვითონ ლექტორს, უდიდესი მადლობა ციცის დაუღავალი შრომისთვის და იმ ადამიანური მიდგომისთვის, რაც ყველაზე მეტად დამეხმარა.

კურსმა მაქსიმალურად გამიმართლა მოლოდინი, მომცა ცოდნა ბიზნეს ანალიტიკის პროცესების, Agile-ის პრინციპებისა და სხვადასხვა ანალიტიკური ხელსაწყოს გამოყენების მიმართულებით. განსაკუთრებით დამეხმარა პრაქტიკულ მაგალითებზე მუშაობა.

კურსის განმავლობაში, ძირითადად, ვმუშაობდით ბიზნეს პროცესების ანალიზზე, BPMN დიაგრამების შექმნაზე, Use Case-ების აღწერაზე, მომხმარებლის მოთხოვნების დოკუმენტირებაზე და RACI მატრიცის შედგენაზე. გამოვარჩევდი ალბათ BPMN დიაგრამას, რაშიც კარგი შეფასებაც მივიღე.

მოგვიყევი ფინალური პროექტის შესახებ 

ფინალური პროექტი განსაკუთრებით საინტერესო და პრაქტიკული გამოცდილება იყო. ეს იყო ყველაფრის თავმოყრა, რაც კურსის განმავლობაში ვისწავლეთ. ჩვენი მიზანი იყო, რეალური ბიზნეს პროცესის ანალიზი, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა და პროცესის გაუმჯობესების გეგმის წარმოდგენა. 

რა გამოცდილება მიიღე ამ ხნის მანძილზე და როგორ გამოიყენებ დაგროვებულ ცოდნას მომავალში?

საკმაოდ დიდი თეორიული ცოდნა დავაგროვე, რასაც პრაქტიკაში ამ მიმართულებით დასაქმების შემდგომ გამოვიყენებ.

რით არის გამორჩეული IT ბიზნეს ანალიტიკოსის პროფესია?

ვფიქრობ, ამ მიმართულებას ყველაზე გამორჩეულს ხდის ის ფაქტი, რომ ბიზნესს და IT სფეროს ძალიან საინტერესოდ აკავშირებს.

რას იტყვი კურსის ლექტორის შესახებ?

ძალიან მადლიერი ვარ ციცის, როგორც ლექტორის და როგორც ადამიანის. ულოიალურესი დამოკიდებულებით გამოირჩევა სტუდენტების მიმართ, არის ძალიან უშუალო და მაქსიმალურად დებს თავს საქმეში, რაც აშკარად იგრძნობა. მადლობაა ციცის.

როგორ შეაფასებდი სმარტ აკადემიაში სწავლას?

სმარტ აკადემია არის იდეალური ადგილი,იმისთვის , რომ გაიღმავოთ ცოდნა და განივითაროთ პრაქტიკული უნარები.


თუ შენც გსურს დაეუფლო მოთხოვნად, პერსპექტიულ და თან მაღალანაზღაურებად პროფესიას, შემოიტანე განაცხადი

სხვა სტატიები >>