მთავარიბლოგიკურსის მიზანი სწორი ციფრული მარკეტინგული ხედვის ჩამოყალიბებაა - გაიცანი ლექტორი

კურსის მიზანი სწორი ციფრული მარკეტინგული ხედვის ჩამოყალიბებაა - გაიცანი ლექტორი

თუ ახლა ამ სტატიას კითხულობ, ე.ი. ციფრული მარკეტინგის სამიზნე ხარ. ეს სფერო აერთიანებს მარკეტინგის ყველა იმ მიმართულებას, რომელიც ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებით მუშაობს. ციფრული მარკეტინგი მუდმივად სიახლეებს განიცდის. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ბეზრდებათ ციფრული მარკეტინგის მენეჯერებს თავიანთი საქმე. მარიამ ხაზალაშვილიც მათ შორისაა: 

„ციფრული სამყარო ყოველთვის მაინტერესებდა, 2017 წლის მარტიდან დავიწყე სტაჟირება ერთ-ერთ პატარა სააგენტოში და მას შემდეგ მუდმივად ზრდის პროცესში ვარ. ციფრული მარკეტინგი ის სფეროა, რომელიც მუდმივად ვითარდება და იცვლება, ამიტომ შეუძლებელია ეს საქმე მოგწყინდეს“

სწორედ სფეროს მუდმივად განვითარების გათვალისწინებით, ის დამწყებ მენეჯერებს ურჩევს არასდროს შეწყვიტონ სიახლეების ძებნა: 

„ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესში ყოველდღიური ჩართულობაა. თუ რაღაც პერიოდი პაუზას აიღებ, დაბრუნებულს შეიძლება გასაკვირი ცვლილებები დაგხვდეს. აუცილებელია, ინტერესი და რისერჩი - თუ არ გვაქვს ინტერესი სფეროსადმი და მიზნების მისაღწევად განსხვავებულ გზებს არ ვეძებთ, ვერ განვვითარდებით. ყოფილა შემთხვევები, დილამდე შევყოლილვარ კონკრეტული „თულის“ შესწავლას, გატესტვას. 

მარიამს უთანამშრომლია შემდეგ ბრენდებთან: Silknet, M2, Meama, Kobi, KFC, Tolia, Liberty Bank, Eurocredit, Galleria Tbilisi, East Point, Europebet, Berlin Chemie. მისი თქმით, პანდემიამ ბაზარზე ციფრული მარკეტინგის მენეჯერებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაზარდა:

„ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით პანდემიის დაწყებისას ციფრული მარკეტინგის მენეჯერებზე მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა. კომპანიების უმრავლესობა ნელ-ნელა აანალიზებს, რომ ონლაინ გაცილებით მეტი შედეგის მიღება შეუძლიათ, ბევრად ნაკლები ხარჯით. შესაბამისად, სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მათთვის ამ ბუნდოვან მიმართულებას გაანათებს და ფაქტობრივად, „ჯადოსნური ჯოხის“  გამოყენებით, კარგ შედეგებს მოიტანს.“

ჯადოსნური ჯოხის გამოყენების ინსტრუქციას ანუ ციფრული მარკეტინგის ძირითად „თულებს“ მარიამი სმარტ აკადემიაში ასწავლის:

„კურსი ხანგრძლივია და მოიცავს იმ პოპულარულ სარეკლამო არხებს, რომლებიც საქართველოში აქტიურად გამოიყენება. ის გაყოფილია ორ ნაწილად - გუგლის პროდუქტები და Facebook-ის პროდუქტები. ყოველ ლექციაზე წინა ლექციაზე გავლილი მასალის შეფასება ხდება, ქვიზის საშუალებით.
ლექციებზე ყოველთვის ვცდილობ, გავამახვილო ყურადღება ისეთ საკითხებზე, რომლებიც პრაქტიკიდან გამომდინარე დგება და პლატფორმის Help განყოფილებაში ვერ ვნახავთ პასუხებს.
სწავლების პროცესი ძალიან საინტერესოა, მაქსიმალურად ვცდილობ, სტუდენტებს რაც შეიძლება დიდი ინტერესი გავუჩინო სფეროსადმი. მთავარი, რაც კურსის შედეგად უნდა მიიღო, არის სოლუშენების მარტივად ნახვა, ციფრულ პროდუქტებთან შეგუება და სტრატეგიულად ფიქრი. როდესაც კამპანია იგეგმება, პირველი დეტალების გაგებისთანავე კამპანიის სქემა ისახება ჩემ თვალწინ, შემდეგ ნელ-ნელა იხვეწება და საბოლოოდ, გარდაისახება სტრატეგიად ან მედია-გეგმად. მინდა, თითოეულ სტუდენტს გამოუმუშავდეს უნარი, ერთი შეხედვით შეაფასოს ნებისმიერი ტიპის თასქი ან ბრიფი და შეძლოს, წარმოიდგინოს ეს სქემა, რომელიც შემდეგ სტრატეგიად ან კონკრეტულ ქმედებად გადაიქცევა.
მიუხედავად იმისა, რომ კურსი საბაზისოა, მისი მიზანი სწორი ციფრული მარკეტინგული ხედვის ჩამოყალიბებაა, არსებული მასალა კი სწორედ აქეთ მიმავალი გზისკენ გასავლელი მთავარი ელემენტია.“

კურსზე მიღება უკვე დაწყებულია. თუ ფიქრობ, რომ მუდმივი პროფესიული განვითარებისთვის მზად ხარ, დარეგისტრირდი აქ. 

სხვა სტატიები >>