მთავარიბლოგი"სმარტ აკადემიამ დაამტკიცა, რომ მაღალი სტანდარტის სასწავლო სივრცეა" - გიორგი ქარქუზაშვილის შთაბეჭდილება

"სმარტ აკადემიამ დაამტკიცა, რომ მაღალი სტანდარტის სასწავლო სივრცეა" - გიორგი ქარქუზაშვილის შთაბეჭდილება

გიორგი ქარქუზაშვილმა სმარტ აკადემიაში კონცეპტ არტის კურსი გაიარა, ახლა კი საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

კონცეპტ არტით მაშინვე დავინტერესდი, როცა სმარტ აკადემიის გვერდზე კონცეპტ არტის მასტერკლასი დაანონსდა. დიდი სურვილი მქონდა, ხატვის ცოდნა პროფესიონალურ დონეზე გამეღრმავებინა. მასტერკლასზე მივხვდი, რომ ლაშა შველიძე იყო სწორედ ის ადამიანი, ვინც კონცეპტ არტის საფუძვლებს შემასწავლიდა.

კურსი - კონცეპტ არტი: პერსონაჟებისა და გარემოს დიზაინი

კურსმა მოლოდინს გადააჭარბა. არა მხოლოდ შევიძინე ტექნიკური ცოდნა (ილუსტრაცია, ტონი, პერსონაჟისა და გარემოს კონცეპტი, ტექსტურა, მასალა), არამედ გავიგე, როგორ უნდა განვვითარდე კარიერულად. ვისწავლე, როგორ შევქმნა პორტფოლიო, როგორ ვმართო საკუთარი პროექტი და როგორ ავირიდო თავიდან გავრცელებული შეცდომები.

ყველას, ვისაც კონცეპტების შექმნა აინტერესებს, ვურჩევ ამ კურსს. სწავლების პროცესში ბევრ მნიშვნელოვან საკითხს ვიგებთ – მათ შორის, რომელი მიმართულება შეიძლება იყოს ჩვენთვის საინტერესო და როგორია თანამედროვე ტენდენციები მხატვრობასა და დიზაინში.

მოგვიყევი ფინალური პროექტის შესახებ

ჩემი ფინალური პროექტი საკმაოდ რთული იყო, რადგან მასში ყველა ელემენტი ურთიერთდამოკიდებული იყო. ავირჩიე გარემოს/არქიტექტურის დიზაინი და მიზნად დავისახე მიწისქვეშა გიგანტურ ხეებზე გაშენებული სახლების დიზაინი. პირველ ეტაპზე შევქმენი ხეების ვიზუალი, შემდეგ – მათზე განთავსებული სპირალების (ბინების) დიზაინი და ბოლოს – ამ ბინების ინტერიერის დიზაინი.

რა გამოცდილება მიიღე ამ ხნის მანძილზე და როგორ გამოიყენებ დაგროვებულ ცოდნას მომავალში?

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება პირადი უკუკავშირი იყო, რაც დამეხმარა ჩემი შეცდომების დანახვასა და გაუმჯობესებაში. ასევე, ვისწავლე, როგორ ვმართო პერსონალური პროექტი. ამ ცოდნას მომავალში აუცილებლად გამოვიყენებ და ფინალურ პროექტს სრულყოფილ სახეს მივცემ, რათა ის ჩემი პორტფოლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს და კარიერული შესაძლებლობები გამიხსნას.

პროფესია - კონცეპტ არტისტი

ეს პროფესია გამორჩეულია თავისი მრავალმხრივობით. სანამ ამ მრავალფეროვან სამყაროში შეაბიჯებთ, აუცილებელია იცოდეთ, რა გაინტერესებთ, რა გიზიდავთ, რა გეგმები გაქვთ, რომ ამ ინდუსტრიაში თქვენი ხმა არ დაიკარგოს და, პირიქით, უფრო გაძლიერდეს მოპოვებული ცოდნითა და გამოცდილებით.

რას იტყვი ლექტორის შესახებ?

ლაშა შველიძე წარმოუდგენლად მეგობრული, პროფესიონალი და ცოდნის გაზიარებაზე ორიენტირებული ლექტორია. თუ გაქვთ კითხვები და ინტერესი, ის ყოველთვის მზად არის, გამოგიწოდოთ დახმარების ხელი და თავისი ცოდნა და გამოცდილება გაგიზიაროთ.

როგორ შეაფასებდი სმარტ აკადემიაში სწავლას?

სმარტ აკადემიამ დაამტკიცა, რომ მაღალი სტანდარტის სასწავლო სივრცეა. ადმინისტრაცია იყო პროფესიონალური და პუნქტუალური. სწავლების სისტემა სტრუქტურირებული და კომფორტული იყო, ვისურვებდი მეტი ფიზიკური ლექცია ყოფილიყო, რადგან სმარტ აკადემიის გარემო ძალიან მყუდრო, კომფორტული და სასიამოვნოა.

გაიგე მეტი კონცეპტ არტის კურსის შესახებ.




სხვა სტატიები >>